"ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი 2018" გაიხნა - მსოფლიოს წამყვანი ლიტერატურული აგენტები ქართულ გამომცემლობას სტუმრობენ

"ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი 2018" გაიხნა - მსოფლიოს წამყვანი ლიტერატურული აგენტები ქართულ გამომცემლობას სტუმრობენ

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით, თბილისს ევროპული ქვეყნების წამყვანი გამომცემლები, საავტორო უფლებების მენეჯერები და ლიტერატურის აგენტები ესტუმრნენ.

"ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი 2018-ის" ფარგლებში, 25 იანვარს 15 უცხოელი გამომცემელი და ლიტერატურული აგენტი გამომცემლობა "პალიტრა L"-საც ეწვია. შეხვედრისას ისინი თანამედროვე ქართველ ავტორებსა და მათ შემოქმედებას გაეცნენ. თემის ირგვლივ აქტიური დისკუსია გაიმართა და სტუმრებს მათთვის საინტერესო კითხვების დასმის საშუალება მიეცათ. გამომცემლობა "პალიტრა L"-მა პოპულარულ ქართველ ავტორებთან ერთად კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულებსაც მისცა საშუალება, რომ მსოფლიოს წამყვანი გამომცემელებისა და ლიტერატურული აგენტებისთვის საკუთარი ნაწარმოებები წარედგინათ.

პროექტის "ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი 2018" და უცხოელი სტუმრების ქართული გამომცემლობის წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზანია ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანების რაოდენობრივი ზრდისა და ქართველი ავტორების საზღვარგარეთ პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ქართულ საგამომცემლო სფეროში სხვადასხვა პროფესიის განვითარება, ქართველი გამომცემლების, ლიტერატურული აგენტების, მთარგმნელებისა და კრიტიკოსების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და უცხოელ კოლეგებთან საქმიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ავტორების მიმართ მსოფლიო გამომცემლობების მხრიდან ინტერესი მზარდია. ამას ადასტურებს ისიც, რომ საქართველო "ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე" 2018 წელს საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი