ირაკლი კობახიძე: "ხელი მიკანკალებდა ორივე წელს, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს ვიღებდით"

ირაკლი კობახიძე: "ხელი მიკანკალებდა ორივე წელს, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს ვიღებდით"

"ელი მიკანკალებდა ორივე წელს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს ვიღებდით, იმიტომ, რომ ჩვენ ვიხდიდით ჯერ 40 მილიონს, შემდეგ 50 მილიონს, 1,5 % რეიტინგში" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბალ რეიტინგსა და იმ გამოსავლის გზებზე ისაუბრა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა მოიმატოს რეიტინგმა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არსებობს ორი გამოსავალი, ან საზოგადოებრივ მაუწყებელზე უარი ვთქვათ, ან მოხდეს წარმოდგენილი პროექტის მიღება.

"ხელი მიკანკალებდა ორივე წელს, როდესაც ბიუჯეტს ვიღებდით, იმიტომ, რომ ჩვენ ვიხდიდით ჯერ 40 მილიონს, შემდეგ 50 მილიონს 1,5% -იან რეიტინგში. ეს არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ უნდა მივიღოთ რაღაც რადიკალური გადაწყვეტილება. ერთი რადიკალური გადაწყვეტილებაა, რომ თეორიულად უნდა ვთქვათ, რომ არ გვინდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, არ სჭირდება ქვეყანას საზოგადოებრივი მაუწყებელი იმიტომ, რომ 50 მილიონი 1,5%-ში არ უნდა გადაიხადო. მე მესმის, რომ 40% ვერ გახდება ვერასდროს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი გასაგებ მიზეზთა გამო, იმიტომ, რომ მას სხვა ფუნქცია აქვს და კერძო მაუწყებელს სხვა ფუნქცია აქვს, მაგრამ 50 მილიონი 1,5% -ში რომ არ უნდა გადაიხადო, ჩემთვის ეს არის აქსიომა.

საუბარი ამით დაიწყო, რომ ან ხელი უნდა ავიღოთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავაუქმოთ საერთოდ, ან ეს 1,5%, რომელშიც ვუხდით 50 მილიონს, უნდა გავხადოთ 5, 6, 7 პროცენტი. ანუ, საუბარია რეიტინგის ზრდაზე რაციონალურ ფარგლებში.

არ უნდა გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი კერძო მაუწყებელობის კონკურენტი თვისებრივი ხარისხით, მაგრამ ის უნდა იყოს გარკვეული სახით მონაწილე ამ კონკურენციით რაციონალურ ფარგლებში და მას უნდა ჰქონდეს რაციონალური რეიტინგი.

ამ ვითარებაში იცვლება მენეჯმენტი საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც ამბობს, რომ მას აქვს ამბიციური გეგმები და მიზნები და მთავარი გეგმა და მიზანი არის ის, რომ 1,5 % გახდეს ვთქვათ 7 %.

ისინი გვეუბნებიან, რომ ამ გეგმის განხორციელებას სჭირდება მათ შორის შიდა რეფორმები, საკონსტიტუციო ცვლილებები და ა.შ. გარდა ამისა, მას ესაჭიროება საკანონმდებლო ცვლილება. ანუ, ისინი მოდიან კონკრეტული გეგმით და გვეუბნებიან, რომ თუ 1,5 % გინდათ რომ გაიზარდოს, მაშინ ამის საშუალება მოგვეცით. ჩვენ ამათ არგუმენტი უნდა დავუპირისპიროთ, რომ ეს არ გავაკეთოთ. ამის გამო გვჭირდება ჩვენ მყარი არგუმენტები, რათა უარი ვთქვათ იმ ინიციატივაზე, რომელიც წარმოდგენილია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი  საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე იქნება

"ივანიშვილი არის შესაჩერებელი... არ მივატოვებ ჩვენს ხალხს და ახალგაზრდობას გასაჭირში" - მიხეილ სააკაშვილი

"ქართულ ოცნებას" ჰყავს გამწევი ძალა გახარიას სახით და რა საჭიროა ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი?" - ექსპერტი