სკანდალის შემდეგ მელანია პირველად გამოჩნდა, თუმცა ჟურნალისტებს "დაემალა"

სკანდალის შემდეგ მელანია პირველად გამოჩნდა, თუმცა ჟურნალისტებს "დაემალა"

მელანია ტრამპი ცნობილი სკანდალის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. აშშ-ს პირველი ლედი ჰოლოკოსტის მუზეუმში იმყოფებოდა.

თეთრ სახლს ჟურნალისტებისთვის ექსკურსიის შესახებ წინასწარ არაფერი უცნობებია, მუზეუმში მელანიას სტუმრობის ამსახველი ფოტომასალა პირველი ლედის წარმომადგენელმა "ტვიტერზე" განათავსა.

მელანია ტრამპი ქმართან ერთად შვეიცარიაში, დავოსში უნდა გამგზავრებულიყო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, თუმცა უარი თქვა. მიზეზად მისმა წარმომადგენლებმა ლოგისტიკური პრობლემები დაასახელეს.

ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ საქმე ცოტა ხნის წინ მომხდარ სკანდალს უკავშირდება. პრესაში გავრცელდა პორნომსახიობის, სტორმი დენიელსის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ 2006 წელს დონალდ ტრამპთან რომანი ჰქონდა.

ასევე, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ არჩევნების წინ ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა დენიელსს სიჩუმისთვის 130 ათასი დოლარი გადაუხადა.

ნახეთ ასევე : მელანია ქმარს დავოსში არ გაჰყვა - პირველი ლედი სკანდალის შემდეგ არ გამოჩენილა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"