სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა - რადგან რუსლან ალდამოვი ამბობს, რომ სპეცრაზმს თემირლანი მასში აერია, ალბათ, ამის საფუძველი აქვს
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა - რადგან რუსლან ალდამოვი ამბობს, რომ სპეცრაზმს თემირლანი მასში აერია, ალბათ, ამის საფუძველი აქვს

პან­კის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას მოკ­ლუ­ლი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია რუს­ლან ალ­და­მო­ვის გან­ცხა­დე­ბის სი­მარ­თლე­ში, რომ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ნაც­ვლად მის­თვის უნდა ეს­რო­ლათ და სპეც­რაზმს ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­ში შე­ე­შა­ლა.

რო­გორც მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის დე­დამ, მე­დი­კო მარ­გოშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ღა­მეს ერთ-ერთი სპეც­რაზ­მე­ლის ნათ­ქვა­მი მო­ის­მი­ნა, რომ მათ სახ­ლში მხო­ლოდ ჩხრე­კა უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ.

"უფრო და უფრო ვრწმუნ­დე­ბი, რომ ჩემს შვილს შეც­დო­მით ეს­რო­ლეს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, რა­ტომ უნდა მო­ეკ­ლათ მძი­ნა­რე ბავ­შვი? მეც ვფიქ­რობ, რომ ალ­ბათ, ალ­და­მოვ­ში აე­რი­ათ, მი­თუ­მე­ტეს, ამას თვი­თონ ალ­და­მო­ვიც ამ­ბობს: ისი­ნი ბავ­შვო­ბა­ში მე­გობ­რობ­დნენ და ერთ სა­ხელს - თე­მოს ეძახ­დნენ ორი­ვეს", - გა­ნა­ცხა­და მე­დი­კო მარ­გოშ­ვილ­მა.

თა­ვის მხრივ, თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მა­მამ აღ­ნიშ­ნა, რომ რად­გან ალ­და­მო­ვი ამ ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რობს, ე.ი. ამის კონ­კრე­ტუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს. მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი, სუს-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა და სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა იმ პი­რის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვს, ვინც მისი შვი­ლის "მკვლე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა".

"ამ დო­ნე­ზე თუ ეშ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორ უნდა მქონ­დეს ამა­თი იმე­დი? სხვა უნდა მო­ეკ­ლათ და მო­დი­ან და 19 წლის უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვს მიკ­ლა­ვენ. ალ­ბათ, აქვს ალ­და­მოვს რა­ღაც სა­ფუძ­ვე­ლი, რომ თქვას ასე­თი ვერ­სია. პირ­ვე­ლი­ვე დღეს ვე­უბ­ნე­ბო­დი სპეც­რაზმს, რომ არას­წო­რად იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა.

პან­კის­ში და­კა­ვე­ბუ­ლი რუს­ლან ალ­და­მო­ვის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა უთხრა, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს შეც­დო­მით ეს­რო­ლეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი სპეც­რაზ­მი მას ეძებ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა - რადგან რუსლან ალდამოვი ამბობს, რომ სპეცრაზმს თემირლანი მასში აერია, ალბათ, ამის საფუძველი აქვს

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა - რადგან რუსლან ალდამოვი ამბობს, რომ სპეცრაზმს თემირლანი მასში აერია, ალბათ, ამის საფუძველი აქვს

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი დარწმუნებულია რუსლან ალდამოვის განცხადების სიმართლეში, რომ მაჩალიკაშვილის ნაცვლად მისთვის უნდა ესროლათ და სპეცრაზმს ისინი ერთმანეთში შეეშალა.

როგორც მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, სპეცოპერაციის ღამეს ერთ-ერთი სპეცრაზმელის ნათქვამი მოისმინა, რომ მათ სახლში მხოლოდ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ.

"უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემს შვილს შეცდომით ესროლეს. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა მოეკლათ მძინარე ბავშვი? მეც ვფიქრობ, რომ ალბათ, ალდამოვში აერიათ, მითუმეტეს, ამას თვითონ ალდამოვიც ამბობს: ისინი ბავშვობაში მეგობრობდნენ და ერთ სახელს - თემოს ეძახდნენ ორივეს", - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

თავის მხრივ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ აღნიშნა, რომ რადგან ალდამოვი ამ ვერსიაზე საუბრობს, ე.ი. ამის კონკრეტული საფუძველი აქვს. მალხაზ მაჩალიკაშვილი, სუს-ის ხელმძღვანელისა და სპეცოპერაციის მონაწილე ყველა იმ პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვს, ვინც მისი შვილის "მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა".

"ამ დონეზე თუ ეშლება სახელმწიფოს ადამიანები, როგორ უნდა მქონდეს ამათი იმედი? სხვა უნდა მოეკლათ და მოდიან და 19 წლის უდანაშაულო ბავშვს მიკლავენ. ალბათ, აქვს ალდამოვს რაღაც საფუძველი, რომ თქვას ასეთი ვერსია. პირველივე დღეს ვეუბნებოდი სპეცრაზმს, რომ არასწორად იყვნენ მოსულები", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პანკისში დაკავებული რუსლან ალდამოვის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უთხრა, რომ სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილს შეცდომით ესროლეს, სინამდვილეში კი სპეცრაზმი მას ეძებდა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ