33 გარდაცვლილი და 71 დაშავებული - ლიბიაში მომხდარი ტერაქტის დეტალები

33 გარდაცვლილი და 71 დაშავებული - ლიბიაში მომხდარი ტერაქტის დეტალები

ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ტერაქტის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა და 71 დაშავდა. ამის შესახებ ტელეარხი "ალ-არაბია" იუწყება.

ბენღაზის ყველაზე დიდ მეჩეთთან 30 წუთის ინტერვალით ორი დანაღმული ავტომობილი მაშინ აფეთქდა, როდესაც ლოცვის შემდეგ მორწმუნეები მეჩეთიდან გამოდიოდნენ.

ტელეარხის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა ლიბიის კონტრდაზვერვის მეთაური მაჰდი ფალაჰი.

ადგილობრივი გამოცემა "ალ-მარსადის" ინფორმაციით კი, აფეთქებას ლიბიის ჯარის ერთ-ერთი მეთაური აჰმედ ალ-ფეიტარი ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო: როგორ გარბის ხალხი აფეთებისას და რა ხდებოდა ტერაქტის შემდეგ ლიბიაში - შემთხვევისას დაიღუპა 33 და დაშავდა 71 ადამიანი

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"