სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სტეფანე "ბახალას" დაკავებას ეხმაურება - "ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ, ლაპარაკი მიჭირს..."
სტეფანე "ბახალას" დაკავებას ეხმაურება - "ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ, ლაპარაკი მიჭირს..."

მომ­ღე­რა­ლი სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" სა­უბ­რი­სას სტე­ფა­ნემ აღ­ნიშ­ნა, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ მი­ე­სა­ჯა "ბა­ხა­ლას" 8 წლით პა­ტიმ­რო­ბა.

"მემ­გო­ნი ყვე­ლა გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი შე­თან­ხმე­ბუ­ლია იმა­ზე, რომ ამის გამო ადა­მი­ა­ნებს ციხე არ უნდა ეხე­ბო­დეთ. მე ვიც­ნობ "ბა­ხა­ლას", სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არა­სა­ში­ში პი­როვ­ნე­ბაა და გა­უ­გე­ბა­რია, რა სა­ჭი­როა, რომ ის იყოს ცი­ხე­ში. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამის გამო ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვარ..." - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

მისი თქმით, ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრს და რაც უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი "ამო­ი­ღებს ხმას და მით უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა". სტე­ფა­ნემ გა­და­ცე­მა­ში სა­უბ­რი­სას "ბა­ხა­ლას­თან" ბოლო შეხ­ვედ­რა­საც გა­იხ­სე­ნა.

"მე შევ­ხვდი ბა­ხა­ლას და აბ­სუ­ლუ­ტუ­რად სხვა ენერ­გე­ტი­კა დამ­ხვდა. ზო­გა­დად, მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ყვე­ლა ვიც­ნობთ მას და ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­ურ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ კა­ფე­ში შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს, დიდი ხანი არ მყავ­და ნა­ნა­ხი, ცი­ხის შემ­დეგ... ჩვე­უ­ლებ­რივ თე­მებ­ზე ვსა­უბ­რობ­დით და ის რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლი­ლია. რა თქმა უნდა, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ცი­ხეს რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მოს­დევს. მან რა­ღაც მო­მენ­ტში ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ი­ხა­და თა­ვი­სი სას­ჯე­ლი... არ ვიცი, მარ­თლა სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის და მი­ჭირს ამა­ზე ლა­პა­რა­კი" - აღ­ნიშ­ნა სტე­ფა­ნემ.

ნა­ხეთ ვი­დეო

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილს (ბა­ხა­ლა) 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე შო­რე­ნა გუნ­ცა­ძემ ად­გილ­ზე თათ­ბი­რით მი­ი­ღო.

მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გი­ორ­გა­ნაშ­ვილს ბრა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის­თვის წა­რუდ­გი­ნეს. თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ მას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა პო­ლი­ცი­ამ ჩა­უ­დო.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "და­კა­ვე­ბულ­მა თქვა, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გი­ორ­გა­ნაშ­ვილ­მა მას კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის­თვის გა­და­სა­ცე­მად მის­ცა" - პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცია "ბა­ხა­ლას" საქ­მე­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სტეფანე "ბახალას" დაკავებას ეხმაურება - "ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ, ლაპარაკი მიჭირს..."

სტეფანე "ბახალას" დაკავებას ეხმაურება - "ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ, ლაპარაკი მიჭირს..."

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" საუბრისას სტეფანემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ მიესაჯა "ბახალას" 8 წლით პატიმრობა.

"მემგონი ყველა გონიერი ადამიანი შეთანხმებულია იმაზე, რომ ამის გამო ადამიანებს ციხე არ უნდა ეხებოდეთ. მე ვიცნობ "ბახალას", საზოგადოებისთვის არასაშიში პიროვნებაა და გაუგებარია, რა საჭიროა, რომ ის იყოს ციხეში. გაოგნებული ვარ, ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ..." - ამბობს მომღერალი.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების აზრს და რაც უფრო მეტი ადამიანი "ამოიღებს ხმას და მით უფრო ადვილი იქნება წარმატების მიღწევა". სტეფანემ გადაცემაში საუბრისას "ბახალასთან" ბოლო შეხვედრასაც გაიხსენა.

"მე შევხვდი ბახალას და აბსულუტურად სხვა ენერგეტიკა დამხვდა. ზოგადად, მთელი ცხოვრებაა ყველა ვიცნობთ მას და ძალიან პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებდა. რამდენიმე ხნის წინ კაფეში შევხვდით ერთმანეთს, დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, ციხის შემდეგ... ჩვეულებრივ თემებზე ვსაუბრობდით და ის რადიკალურად შეცვლილია. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ციხეს რადიკალური ცვლილებები მოსდევს. მან რაღაც მომენტში ძალიან სერიოზულად მოიხადა თავისი სასჯელი... არ ვიცი, მართლა სიტყვები არ მყოფნის და მიჭირს ამაზე ლაპარაკი" - აღნიშნა სტეფანემ.

ნახეთ ვიდეო

როგორც ცნობილია, გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ ჩაუდო.

ასევე წაიკითხეთ: "დაკავებულმა თქვა, რომ ნარკოტიკული საშუალებები გიორგანაშვილმა მას კონკრეტული პირისთვის გადასაცემად მისცა" - პროკურატურის ინფორმაცია "ბახალას" საქმეზე

"არ ვიცი პანიკას ავყევი და ამიტომ გამიჭირდა, თუ მართლა საზიზღარი ვირუსია... გაფრენის პირას ვარ" - რას წერს ინფიცირებული ნუკი კოშკელიშვლი კლინიკიდან?

"ბავშვის მამა ცოლს ეჩხუბებოდა, რაებს ყვებით პოლიციასთანო... შეეშინდა მოძალადის" - ბაია პატარაია 9 წლის გოგონაზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმაურება

რა უთხრა პრინცმა ფილიპემ ბარაკ ობამას რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ - ზურაბ მეძველია ჰერცოგის ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ისტორიებით