სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ამერიკული "უსაფრთხოების ძალები" სირიაში - "ცეცხლთან თამაში" თუ ბრძოლა გავლენებისთვის?
ამერიკული "უსაფრთხოების ძალები" სირიაში - "ცეცხლთან თამაში" თუ ბრძოლა გავლენებისთვის?

თურ­ქე­თი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ვა­შინგტო­ნის გეგ­მას, სი­რი­ის სა­სა­ზღვრო ზო­ნე­ბის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად "30 ათა­სი მებ­რძო­ლის­გან ფორ­მი­რე­ბუ­ლი შე­ნა­ერ­თის" შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მი­ლი­ცია სი­რი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით იქ­ნე­ბა ბა­ზი­რე­ბუ­ლი.

აშშ-ის სურ­ვი­ლი მი­უ­ღე­ბე­ლია სი­რი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თვი­საც. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­ზღვრო უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­ნის შექ­მნა, ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­ზე უხე­ში თავ­დას­ხმაა. და­მას­კო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ვა­შინგტო­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მებს არ­ღვევს, რაც პირ­და­პირ ნიშ­ნავს, რომ "სი­რი­ის არ­მია მზად არის ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აშშ-ის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით ყოფ­ნას ბოლო მო­უ­ღოს".

აშშ-ის მე­თა­უ­რო­ბით მოქ­მე­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ა­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­მო­ცე­მა The Defence Post-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ის უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­ნის შექ­მნა­ში კო­ა­ლი­ცი­ას ქურ­თუ­ლი სამ­ხედ­რო ფორ­მი­რე­ბა, "სი­რი­ის თავ­დაც­ვი­თი ძა­ლე­ბი" ეხ­მა­რე­ბა.

ამე­რი­კის ინი­ცი­ა­ტი­ვა, მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა თურ­ქეთ­მა. ვიცე-პრე­მი­ერ ბე­კირ ბოზ­და­გის გან­ცხა­დე­ბით, ვა­შინგტო­ნი ან­გა­რიშს არა­ვის უწევს, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბით მოქ­მე­დებს და "ტე­რო­რის­ტუ­ლი არ­მი­ის" შექ­მნით" ცე­ცხლს ეთა­მა­შე­ბა". უფრო ადრე, "სი­რი­ე­ლი ქურ­თე­ბის­თვის ია­რა­ღის გა­და­ცე­მის გამო", ან­კა­რამ ვა­შინგტო­ნი არა­ერ­თხელ გა­აკ­რი­ტი­კა.

თურ­ქე­თის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბით, თურ­ქე­თი ყვე­ლა ზო­მას მი­ი­ღებს, რომ ამე­რი­კას სი­რი­ა­ში "სა­ზღვრის დამ­ცვე­ლი არ­მი­ის" ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლოს, რო­მე­ლიც ქურ­თი სამ­ხედ­რო­ე­ბით იქ­ნე­ბა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი არ შე­ე­გუ­ბი­ან მათ სა­ზღვარ­თან "ტე­რო­რის­ტუ­ლი დე­რეფ­ნი­სა და ტე­რო­რის­ტუ­ლი არ­მი­ის" შექ­მნას.

ამას­თან, თურ­ქე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭომ ამე­რი­კას მოს­თხო­ვა, "და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­აბ­რუ­ნოს ყვე­ლა ია­რა­ღი, რო­მე­ლიც სი­რი­ა­ში ქურთ ბან­დფორ­მი­რე­ბებს გა­და­ე­ცა".

თურ­ქე­თის ლი­დე­რის, რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­ნად­გუ­რე­ბენ ე.წ. სა­ზღვრის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებს, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სი­რი­ის ჩრდი­ლო­ე­თით უნდა შე­იქ­მნას. მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე ახა­ლი "ან­ტი­ტე­ტო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ის" მზა­დე­ბა შე­წყვე­ტი­ლია, თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს და­ი­წყოს.

"ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, ჩა­ნა­სახ­ში­ვე მოვ­სპოთ ეს არ­მია, ვიდ­რე ის "და­ბა­დე­ბუ­ლა", თუ ამე­რი­კას სურს ამ ვე­ლურ არ­სე­ბებ­თან ჰქონ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა, ეს მისი საქ­მეა, თუმ­ცა, ჩვენ ამას არ და­ვუშ­ვებთ" - აცხა­დებს Anadolu-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში თურ­ქე­თის ლი­დე­რი, რომ­ლის თქმი­თაც თურ­ქე­თის მო­სა­ზღვრე სი­რი­ის ქა­ლაქ აფ­რინ­ში სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია, შე­საძ­ლოა, ნე­ბის­მი­ერ დროს და­ი­წყოს და სხვა რე­გი­ო­ნებ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

ერ­დო­ღა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ის მზად არის, თა­ვის მო­კავ­ში­რე­ებ­თან ერ­თად, მისი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ნე­ბის­მი­ერ საფრ­თხის შემ­ცველ ქმე­დე­ბებს მკაც­რად გა­უს­წორ­დეს - "თუ ამე­რი­კა თა­ვის გან­ცხა­დე­ბას უკან არ წა­ი­ღებს, მო­სა­ლოდ­ნელ პრო­ცე­სებ­ზე პა­სუხს არ ვა­გებთ... აი­ღეთ თქვე­ნი დრო­შე­ბი ტე­რო­რის­ტე­ბის დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლი­დან, ვიდ­რე ჩვენ ამას თა­ვად ავი­ღებთ და პი­რა­დად გად­მოგ­ცემთ... მო­ა­შო­რეთ თქვე­ნი არ­მია ტე­რო­რის­ტე­ბის უნი­ფორ­მი­ა­ნებს, ვიდ­რე მა­თაც არ დავ­მარ­ხავთ მი­წა­ში, ვინც ტე­რო­რის­ტე­ბის გვერ­დით დგას" - გა­ნა­ცხა­და ერ­დო­ღან­მა.

თურ­ქე­თის პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რებს რუ­სე­თიც. ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კის გეგ­მით, სი­რია-თურ­ქე­თის სა­ზღვარ­თან ამ ფორ­მი­რე­ბის და­ყე­ნე­ბა ნიშ­ნავს, რომ "ამე­რი­კა არ არის მონ­დო­მე­ბუ­ლი, სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა შე­ნარ­ჩუნ­დეს". მი­სი­ვე თქმით, ამ ძა­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ღიად ემუქ­რე­ბა თურ­ქე­თის უსაფრ­თხო­ე­ბას.

18 იან­ვარს სი­რი­ის, რუ­სე­თი­სა და თურ­ქე­თის მწვა­ვე კრი­ტი­კას უპა­სუ­ხა ვა­შინგტონ­მა. თეთ­რი სახ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კა გა­ნაგ­რძობს სი­რი­ა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ფორ­მი­რე­ბის შექ­მნას, თუმ­ცა, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს ახა­ლი არ­მი­ის ან სა­სა­ზღვრო ძა­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ამე­რი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ეს არის სი­რი­ის გა­ნად­გუ­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­სა და სოფ­ლებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო დაბ­რუ­ნე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა.

ამას­თან, "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" ვერ უნდა შეძ­ლოს, არც ისე დიდი ხნის წინ მათ მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა... "ჩვენ ბო­ლომ­დე გახ­სნი­ლე­ბი ვართ თურ­ქეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის და მზად ვართ, მას რო­გორც ნატო-ს წევრ ქვე­ყა­ნას ტე­რო­რიზ­მის წი­ნა­აღ­დეგ ბრძო­ლა­ში ბო­ლომ­დე მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ...",- ნათ­ქვა­მია ამე­რი­კის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

პენ­ტა­გო­ნის გან­ცხა­დე­ბით, ISIS-ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, გვინ­და ამის და­ჯე­რე­ბა თუ არა, მდი­ნა­რე ევფრა­ტის სა­ნა­პი­რო­ზე, მძი­მე შე­ტა­კე­ბე­ბი კვლა­ვაც გრძელ­დე­ბა."- აღ­ნიშ­ნავს პენ­ტა­გო­ნი და დას­ძენს, რომ "უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი" ტე­რო­რის­ტებს სი­რი­ის და­ტო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემს, რათა მათ ახა­ლი ტე­რაქ­ტე­ბი, თავ­დას­ხმე­ბი და შე­ტა­კე­ბე­ბი და­გეგ­მონ. ასე­ვე, ეს ძა­ლე­ბი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ტე­რო­რის­ტე­ბის­გან და­ი­ცავს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ამერიკული "უსაფრთხოების ძალები" სირიაში - "ცეცხლთან თამაში" თუ ბრძოლა გავლენებისთვის?

ამერიკული "უსაფრთხოების ძალები" სირიაში - "ცეცხლთან თამაში" თუ ბრძოლა გავლენებისთვის?

თურქეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ვაშინგტონის გეგმას, სირიის სასაზღვრო ზონების გასაკონტროლებლად "30 ათასი მებრძოლისგან ფორმირებული შენაერთის" შექმნასთან დაკავშირებით. არსებული ცნობით, შეიარაღებული მილიცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით იქნება ბაზირებული.

აშშ-ის სურვილი მიუღებელია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვისაც. უწყების განცხადებით, სასაზღვრო უსაფრთხოების ზონის შექმნა, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე უხეში თავდასხმაა. დამასკოში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ "სირიის არმია მზად არის ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის ნებისმიერი სახით ყოფნას ბოლო მოუღოს".

აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის წარმომადგენელმა გამოცემა The Defence Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის უსაფრთხოების ზონის შექმნაში კოალიციას ქურთული სამხედრო ფორმირება, "სირიის თავდაცვითი ძალები" ეხმარება.

ამერიკის ინიციატივა, მწვავედ გააკრიტიკა თურქეთმა. ვიცე-პრემიერ ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ვაშინგტონი ანგარიშს არავის უწევს, მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და "ტერორისტული არმიის" შექმნით" ცეცხლს ეთამაშება". უფრო ადრე, "სირიელი ქურთებისთვის იარაღის გადაცემის გამო", ანკარამ ვაშინგტონი არაერთხელ გააკრიტიკა.

თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებით, თურქეთი ყველა ზომას მიიღებს, რომ ამერიკას სირიაში "საზღვრის დამცველი არმიის" ჩამოყალიბებაში ხელი შეუშალოს, რომელიც ქურთი სამხედროებით იქნება დაკომპლექტებული. საბჭოს განცხადებით, ისინი არ შეეგუბიან მათ საზღვართან "ტერორისტული დერეფნისა და ტერორისტული არმიის" შექმნას.

ამასთან, თურქეთის უსაფრთხოების საბჭომ ამერიკას მოსთხოვა, "დაუყოვნებლივ დააბრუნოს ყველა იარაღი, რომელიც სირიაში ქურთ ბანდფორმირებებს გადაეცა".

თურქეთის ლიდერის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ისინი დაუყოვნებლივ გაანადგურებენ ე.წ. საზღვრის უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც ამერიკის ინიციატივით, სირიის ჩრდილოეთით უნდა შეიქმნას. მისი თქმით, ამ ეტაპზე ახალი "ანტიტეტორისტული ოპერაციის" მზადება შეწყვეტილია, თუმცა, შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს.

"ჩვენი ამოცანაა, ჩანასახშივე მოვსპოთ ეს არმია, ვიდრე ის "დაბადებულა", თუ ამერიკას სურს ამ ველურ არსებებთან ჰქონდეს ურთიერთობა, ეს მისი საქმეა, თუმცა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ" - აცხადებს Anadolu-სთან ინტერვიუში თურქეთის ლიდერი, რომლის თქმითაც თურქეთის მოსაზღვრე სირიის ქალაქ აფრინში სამხედრო ოპერაცია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს და სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

ერდოღანის განცხადებით, ის მზად არის, თავის მოკავშირეებთან ერთად, მისი სახელმწიფოსთვის ნებისმიერ საფრთხის შემცველ ქმედებებს მკაცრად გაუსწორდეს - "თუ ამერიკა თავის განცხადებას უკან არ წაიღებს, მოსალოდნელ პროცესებზე პასუხს არ ვაგებთ... აიღეთ თქვენი დროშები ტერორისტების დისლოკაციის ადგილიდან, ვიდრე ჩვენ ამას თავად ავიღებთ და პირადად გადმოგცემთ... მოაშორეთ თქვენი არმია ტერორისტების უნიფორმიანებს, ვიდრე მათაც არ დავმარხავთ მიწაში, ვინც ტერორისტების გვერდით დგას" - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პოზიციას იზიარებს რუსეთიც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკის გეგმით, სირია-თურქეთის საზღვართან ამ ფორმირების დაყენება ნიშნავს, რომ "ამერიკა არ არის მონდომებული, სირიის ტერიტორიული მთლიანობა შენარჩუნდეს". მისივე თქმით, ამ ძალების ჩამოყალიბება ღიად ემუქრება თურქეთის უსაფრთხოებას.

18 იანვარს სირიის, რუსეთისა და თურქეთის მწვავე კრიტიკას უპასუხა ვაშინგტონმა. თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკა განაგრძობს სირიაში ადგილობრივი ფორმირების შექმნას, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს ახალი არმიის ან სასაზღვრო ძალების ჩამოყალიბებას. ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს არის სირიის განადგურებულ რეგიონებსა და სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნების წინაპირობა.

ამასთან, "ისლამურმა სახელმწიფომ" ვერ უნდა შეძლოს, არც ისე დიდი ხნის წინ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება... "ჩვენ ბოლომდე გახსნილები ვართ თურქეთთან თანამშრომლობისთვის და მზად ვართ, მას როგორც ნატო-ს წევრ ქვეყანას ტერორიზმის წინააღდეგ ბრძოლაში ბოლომდე მხარი დავუჭიროთ...",- ნათქვამია ამერიკის ოფიციალურ განცხადებაში.

პენტაგონის განცხადებით, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, გვინდა ამის დაჯერება თუ არა, მდინარე ევფრატის სანაპიროზე, მძიმე შეტაკებები კვლავაც გრძელდება."- აღნიშნავს პენტაგონი და დასძენს, რომ "უსაფრთხოების ძალები" ტერორისტებს სირიის დატოვების საშუალებას არ მისცემს, რათა მათ ახალი ტერაქტები, თავდასხმები და შეტაკებები დაგეგმონ. ასევე, ეს ძალები ადგილობრივ მოსახლეობას ტერორისტებისგან დაიცავს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე