სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მამამისი მის თვალწინ მოკლეს" - მოსკოვში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდის", "კვეჟოვიჩის" წარსული და ვენდეტა მამის მკვლელობის გამო
"მამამისი მის თვალწინ მოკლეს" - მოსკოვში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდის", "კვეჟოვიჩის" წარსული და ვენდეტა მამის მკვლელობის გამო

მოს­კოვ­ში ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი გუ­რამ ჩიხ­ლა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად "კვე­ჟო­ვი­ჩი" და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ "როს­ბალ­ტი" წერს.

რო­გორც სა­ა­გენ­ტოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში სა­კუ­თარ­მა წყა­რომ აც­ნო­ბა, გუ­რამ ჩიხ­ლა­ძე 16 იან­ვარს სა­ღა­მოს მოს­კოვ­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში აიყ­ვა­ნეს. მას ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ის არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტია და იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში რუ­სე­თი­დან დე­პორ­ტა­ცია ელო­დე­ბა.

"როს­ბალ­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2014 წელს ჩიხ­ლა­ძეს ყო­ფი­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის და­ვით მელ­ქა­ძის ("დათო ფო­თის­კი") მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ეძებ­დნენ, თუმ­ცა ამ მკვლე­ლო­ბა­ზე ბრა­ლი სა­კუ­თარ თავ­ზე სხვა პირ­მა აიღო.

ვინ არის "კვე­ჟო­ვი­ჩი"?!

33 წლის გუ­რამ ჩიხ­ლა­ძე 2001 წლი­დან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად რუს­მა სა­მარ­თლა­დამ­ცა­ვებ­მა ეჭვი შე­ი­ტა­ნეს, რომ მას, თა­ვის დრო­ზე, პას­პორ­ტი კა­ნონ­დარ­ღვე­ვით ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი - ჩა­მო­არ­თვეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და პას­პორ­ტიც. "როსბ­ლა­ტის" წყა­რო ამ­ბობს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ 2018 წელს მოს­კო­ვი გაწ­მინ­დონ კრი­მი­ნა­ლე­ბის­გან და "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ჩიხ­ლა­ძე პირ­ვე­ლი არ არის, ვინც გი­სო­სებს მიღ­მა მოხ­ვდა და არც უკა­ნას­კნე­ლი იქ­ნე­ბა.

"ვფიქ­რობ, ფეხ­ბურთში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის, დე­და­ქა­ლაქ­ში მყოფ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს", სა­ვა­რა­უ­დოდ, "წი­თელ წიგნ­ში" შე­იყ­ვა­ნენ", - ამ­ბობს სა­ა­გენ­ტოს წყა­რო...

ჩიხ­ლა­ძე რუსი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ჯერ კი­დევ 2014 წელს მო­ექ­ცა, რო­დე­საც ერთ-ერთი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ავ­ტო­სად­გომ­ზე ჩა­ცხრი­ლეს ყო­ფი­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" და­ვით მელ­ქა­ძე. ის კი­ლერ­მა მან­ქა­ნის პარ­კი­რე­ბი­სას მოკ­ლა. იმ­ჟა­მად პო­ლი­ცი­ამ გა­და­წყვი­ტა, რომ მისი მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზე­ბი უნდა ეძებ­ნა 1994 წლის ამ­ბებ­ში... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მამამისი მის თვალწინ მოკლეს" - მოსკოვში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდის", "კვეჟოვიჩის" წარსული და ვენდეტა მამის მკვლელობის გამო

"მამამისი მის თვალწინ მოკლეს" - მოსკოვში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდის", "კვეჟოვიჩის" წარსული და ვენდეტა მამის მკვლელობის გამო

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად "კვეჟოვიჩი" დააკავეს. ამის შესახებ "როსბალტი" წერს.

როგორც სააგენტოს სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარმა წყარომ აცნობა, გურამ ჩიხლაძე 16 იანვარს საღამოს მოსკოვში, ნაქირავებ ბინაში აიყვანეს. მას ოფიციალურად განუცხადეს, რომ ის არალეგალი მიგრანტია და იზოლატორში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, მას უახლოეს დღეებში რუსეთიდან დეპორტაცია ელოდება.

"როსბალტის" ინფორმაციით, 2014 წელს ჩიხლაძეს ყოფილი ე.წ. კანონიერი ქურდის დავით მელქაძის ("დათო ფოთისკი") მკვლელობის ბრალდებით ეძებდნენ, თუმცა ამ მკვლელობაზე ბრალი საკუთარ თავზე სხვა პირმა აიღო.

ვინ არის "კვეჟოვიჩი"?!

33 წლის გურამ ჩიხლაძე 2001 წლიდან რუსეთის მოქალაქეა, თუმცა მოულოდნელად რუსმა სამართლადამცავებმა ეჭვი შეიტანეს, რომ მას, თავის დროზე, პასპორტი კანონდარღვევით ჰქონდა მიღებული - ჩამოართვეს მოქალაქეობა და პასპორტიც. "როსბლატის" წყარო ამბობს, რომ სამართალდამცველებმა გადაწყვიტეს, რომ 2018 წელს მოსკოვი გაწმინდონ კრიმინალებისგან და "კანონიერი ქურდი" ჩიხლაძე პირველი არ არის, ვინც გისოსებს მიღმა მოხვდა და არც უკანასკნელი იქნება.

"ვფიქრობ, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის, დედაქალაქში მყოფ "კანონიერ ქურდებს", სავარაუდოდ, "წითელ წიგნში" შეიყვანენ", - ამბობს სააგენტოს წყარო...

ჩიხლაძე რუსი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2014 წელს მოექცა, როდესაც ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე ჩაცხრილეს ყოფილი "კანონიერი ქურდი" დავით მელქაძე. ის კილერმა მანქანის პარკირებისას მოკლა. იმჟამად პოლიციამ გადაწყვიტა, რომ მისი მკვლელობის მიზეზები უნდა ეძებნა 1994 წლის ამბებში... განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"