სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"150 ქვეყანა ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს ქართულ ანბანს..." - კულტურული მემკვიდრეობის ქართული ძეგლები UNESCO-ს ნუსხაში
"150 ქვეყანა ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს ქართულ ანბანს..." - კულტურული მემკვიდრეობის ქართული ძეგლები UNESCO-ს ნუსხაში

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ იგი­ვე "იუ­ნეს­კო"-მ არა­ერ­თხელ შე­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა თა­ვის ნუს­ხა­ში. UNESCO 1945 წლის 16 ნო­ემ­ბერს და­არ­სდა. მისი შტაბ-ბინა პა­რიზ­ში მდე­ბა­რე­ობს, ამ­ჟა­მად UNESCO-ს ჰყავს 195 წევ­რი და 9 ასო­ცი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა.

2017 წელი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წელი იყო კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ბის მხრივ. რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იუ­ნეს­კო-ს სი­ა­ში ყოფ­ნა და რას გუ­ლის­ხმობს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ნი­კო­ლოზ ან­თი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

"იუ­ნეს­კო­ში, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ნუს­ხა­ში წარ­დგე­ნის მთა­ვა­რი არსი ის არის, რომ დღეს დარ­გი პრაქ­ტი­ცი­რე­ბუ­ლია. თუ რა­ღაც ტრა­დი­ცია არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ და­ი­კარ­გა, რაც არ უნდა უნი­კა­ლუ­რი იყოს, მისი წარ­დგე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია, იმი­ტომ, რომ დღეს აღარ მოქ­მე­დებს. ზუს­ტად ამი­ტომ მოხ­ვდა ამ ნუს­ხა­ში ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი და ღვი­ნო. ღვი­ნო, კონ­კრე­ტუ­ლად კი ქვევ­რის ტრა­დი­ცი­ით ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის მე­თო­დი მსოფ­ლიო არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში 2013 წელს შე­ვი­და. 2017 წელს ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბა წარ­ვად­გი­ნეთ, წელს იქ­ნე­ბა გან­ხილ­ვა. მრჩე­ველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სჭირ­დე­ბა ერთი წელი რომ შე­ა­ფა­სონ.

არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­შია ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხმი­ა­ნო­ბა (2001 წელი), რო­მე­ლიც UNESCO-ს მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი იქნა, რო­გორც კა­ცობ­რი­ო­ბის ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რი და არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­დევ­რი და მსოფ­ლიო უნი­კა­ლურ, ხელ­თუქ­მნელ 19 შე­დევ­რს შო­რის და­სა­ხელ­და, ასე­ვე ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დი, რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, 2017 წელს ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი მი­ე­მა­ტა ამ სიას.

2017-ში დიდი მოვ­ლე­ნა მოხ­და - ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი შე­ვი­და მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში, თუმ­ცა მე­გო­ნა, რომ ამ ფაქტს უფრო გრან­დი­ო­ზუ­ლად აღ­ნიშ­ნავ­და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ხალ­ხის მხრი­და­ნაც უფრო დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ექ­ნე­ბო­და. მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი 14 ან­ბა­ნი­დან პირ­ვე­ლე­ბი ვართ, ვინც მსოფ­ლიო მემ­კვი­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში მოვ­ხვდით, 14 ან­ბა­ნი­დან ერ­თა­დერ­თე­ბი ვართ, ვი­საც ან­ბა­ნის სამი ცო­ცხა­ლი სა­ხე­ო­ბა გვაქვს (მრგლო­ვა­ნი, ნუს­ხუ­რი, მხედ­რუ­ლი) და ეს აღი­ა­რა მსოფ­ლი­ომ. ეთი­ო­პი­ა­ში, სა­დაც ვეს­წრე­ბო­დი გან­ხილ­ვას სი­ა­მა­ყით აღ­ვივ­სე, რო­დე­საც 150-ზე მეტი ქვე­ყა­ნა ფეხ­ზე წა­მომ­დგა­რი ტაშს უკ­რავ­და ნო­მი­ნა­ცი­ას.

- რას ნიშ­ნავს იუ­ნეს­კო­ში არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში ყოფ­ნა?

- "პირ­ველ რიგ­ში ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდას. მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში ყოფ­ნა ცნო­ბა­დო­ბის თვალ­საზ­რით არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ქვეყ­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბას უწყობს ხელს. ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ასე­ვე იუ­ნეს­კო­ში ყოფ­ნა მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბის და­წყე­ბა­სა და და­ფი­ნან­სე­ბას გუ­ლის­ხმობსდა და კი­დევ სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებს, რო­გორც ად­გი­ლობ­რივ ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე.

UNESCO-ს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში დღე­ი­სათ­ვის წარ­მოდ­გე­ნი­ლია 1073 ძეგლი, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის 3 ძეგლი: მცხე­თის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი (შე­ტა­ნი­ლია სი­ა­ში 1994 წელს); გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი (შე­ტა­ნი­ლია სი­ა­ში 1994 წელს); ზემო სვა­ნე­თი (სი­ა­ში 1996 წლი­დან). ამ სი­ა­ში იყო ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რიც, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ 2017 წელს ამო­ი­ღეს ნუს­ხი­დან.

ხში­რად ის­მის კი­თხვა რა­ტომ ამო­ი­ღეს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხი­დან ბაგ­რა­ტი? მე­თო­დო­ლო­გია არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, ძეგლი ისე უნდა აღ­დგეს, რომ მისი პრი­ვან­დე­ლი სახე არ და­ი­კარ­გოს. ბაგ­რა­ტის მთა­ვა­რი შეც­დო­მა იყო ვა­დე­ბი. 2 წე­ლი­წად­ში უნდა დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო ამ­ხე­ლა მო­ცუ­ლო­ბის რეს­ტავ­რა­ცია, მოხ­და სწრა­ფად, თუმ­ცა დაშ­ვე­ბუ­ლი იქნა შეც­დო­მე­ბი.

მე მო­ვიყ­ვან ცი­ტა­ტას, რო­გორც შე­ფას­და მრჩე­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან ბაგ­რა­ტის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი: "რეს­ტავ­რა­ცია იმ­დე­ნად სწრა­ფად მი­დი­ო­და, რომ მისი ავ­თენ­ტუ­რი ქვე­ბის 400 ქვა არის გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი". ტაძ­რის ეზო­შია ასო­ბით ქვა, ანუ არ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უკან დაბ­რუ­ნე­ბის მე­თო­დი და ახა­ლი ქვე­ბით არის აშე­ნე­ბუ­ლი, რა­ღაც ნა­წი­ლი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ 400 ქვა გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლია. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ხარ­ვე­ზე­ბი არ­სე­ბობ­და პრო­ექ­ტში. ბაგ­რატ­მა და­კარ­გა ზო­გადსა­კა­ცობ­რიო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ბაგ­რა­ტი, რო­გორც ნან­გრე­ვი და რო­გორც ნა­ხევ­რად არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ძეგლი იყო შე­სუ­ლი ნუს­ხა­ში და მის სრულ­ფა­სოვ­ნად აღ­დგე­ნას იუ­ნეს­კო არ ემ­ხრო­ბო­და, ამის გა­მოს­წო­რე­ბა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია...

- წელს იუ­ნეს­კო­ში რო­მე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის წარ­დგე­ნას გეგ­მავთ?

- ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობთ ახა­ლი ნო­მი­ნა­ცი­ის ნუს­ხა­ზე. ზუს­ტად იმ მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნა­წი­ლი გვინ­და ავარ­ჩი­ოთ წარ­სად­გე­ნად, რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს იუ­ნეს­კოს მო­თხოვ­ნებს. ვმუ­შა­ობთ კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე და შე­მიძ­ლია გა­გიმ­ხი­ლოთ ამ ძეგ­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. პირ­ვე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით გვაქვს თუ­შე­თი, რო­გორც შე­რე­უ­ლი ნო­მი­ნა­ცია ბუ­ნე­ბის და მემ­კვიდ­რე­ო­ბის, მთლი­ა­ნად თუ­შე­თის მხა­რე. მე­ო­რე არის ვარ­ძია-ხერ­თვი­სი-ოლო­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ეს კა­ნი­ო­ნი არის რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლად, ასე­ვე კულ­ტუ­რულ-ლან­დშაფ­ტუ­რად გა­მორ­ჩე­უ­ლი, მე­სა­მე არის დმა­ნი­სი პირ­ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნის ძეგლი და მე­ო­თხე ვფიქ­რობთ ენ­გურ­ჰესს­ზე, რო­მე­ლიც არის მსოფ­ლიო დო­ნის ატ­რაქ­ცია და ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბა, ინ­დუსტრი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნა­წი­ლი. ამ ოთხი ძეგლის წარ­დგე­ნა­ზე ვმუ­შა­ობთ იუ­ნეს­კოს­თან ერ­თად და გვაქვს ყო­ველ­დღუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი.

ნინო წი­ფუ­რია

AMBEBI.GE

ფო­ტო­ე­ბი: unesco.org

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"150 ქვეყანა ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს ქართულ ანბანს..." - კულტურული მემკვიდრეობის ქართული ძეგლები UNESCO-ს ნუსხაში

"150 ქვეყანა ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს ქართულ ანბანს..." - კულტურული მემკვიდრეობის ქართული ძეგლები UNESCO-ს ნუსხაში

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ იგივე "იუნესკო"-მ არაერთხელ შეიტანა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა თავის ნუსხაში. UNESCO 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. მისი შტაბ-ბინა პარიზში მდებარეობს, ამჟამად UNESCO-ს ჰყავს 195 წევრი და 9 ასოცირებული ქვეყანა.

2017 წელი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელი იყო კულტურული მემკვიდრების მხრივ. რატომ არის მნიშვნელოვანი იუნესკო-ს სიაში ყოფნა და რას გულისხმობს ორგანიზაციის მიერ მინიჭებული სტატუსი - ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე გვესაუბრება.

"იუნესკოში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ნუსხაში წარდგენის მთავარი არსი ის არის, რომ დღეს დარგი პრაქტიცირებულია. თუ რაღაც ტრადიცია არსებობდა, მაგრამ დაიკარგა, რაც არ უნდა უნიკალური იყოს, მისი წარდგენა შეუძლებელია, იმიტომ, რომ დღეს აღარ მოქმედებს. ზუსტად ამიტომ მოხვდა ამ ნუსხაში ქართული ანბანი და ღვინო. ღვინო, კონკრეტულად კი ქვევრის ტრადიციით ღვინის დაყენების მეთოდი მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში 2013 წელს შევიდა. 2017 წელს ქართული ჭიდაობა წარვადგინეთ, წელს იქნება განხილვა. მრჩეველ ორგანიზაციებს სჭირდება ერთი წელი რომ შეაფასონ.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია ქართული მრავალხმიანობა (2001 წელი), რომელიც UNESCO-ს მიერ აღიარებული იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი და მსოფლიო უნიკალურ, ხელთუქმნელ 19 შედევრს შორის დასახელდა, ასევე ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციული მეთოდი, როგორც აღნიშნეთ, 2017 წელს ქართული ანბანი მიემატა ამ სიას.

2017-ში დიდი მოვლენა მოხდა - ქართული ანბანი შევიდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, თუმცა მეგონა, რომ ამ ფაქტს უფრო გრანდიოზულად აღნიშნავდა ჩვენი ქვეყანა და ხალხის მხრიდანაც უფრო დიდი გამოხმაურება ექნებოდა. მსოფლიოში არსებული 14 ანბანიდან პირველები ვართ, ვინც მსოფლიო მემკვირეობის ნუსხაში მოვხვდით, 14 ანბანიდან ერთადერთები ვართ, ვისაც ანბანის სამი ცოცხალი სახეობა გვაქვს (მრგლოვანი, ნუსხური, მხედრული) და ეს აღიარა მსოფლიომ. ეთიოპიაში, სადაც ვესწრებოდი განხილვას სიამაყით აღვივსე, როდესაც 150-ზე მეტი ქვეყანა ფეხზე წამომდგარი ტაშს უკრავდა ნომინაციას.

- რას ნიშნავს იუნესკოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნა?

- "პირველ რიგში ცნობადობის გაზრდას. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნა ცნობადობის თვალსაზრით არის უმნიშვნელოვანესი. საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნით დაინტერესებას უწყობს ხელს. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე იუნესკოში ყოფნა მეცნიერული კვლევების დაწყებასა და დაფინანსებას გულისხმობსდა და კიდევ სხვადასხვა აქტივობებს, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე.

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დღეისათვის წარმოდგენილია 1073 ძეგლი, მათ შორის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის 3 ძეგლი: მცხეთის ისტორიული ძეგლები (შეტანილია სიაში 1994 წელს); გელათის სამონასტრო კომპლექსი (შეტანილია სიაში 1994 წელს); ზემო სვანეთი (სიაში 1996 წლიდან). ამ სიაში იყო ბაგრატის ტაძარიც, რომელიც სამწუხაროდ 2017 წელს ამოიღეს ნუსხიდან.

ხშირად ისმის კითხვა რატომ ამოიღეს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ბაგრატი? მეთოდოლოგია არის უმნიშვნელოვანესი, ძეგლი ისე უნდა აღდგეს, რომ მისი პრივანდელი სახე არ დაიკარგოს. ბაგრატის მთავარი შეცდომა იყო ვადები. 2 წელიწადში უნდა დამთავრებულიყო ამხელა მოცულობის რესტავრაცია, მოხდა სწრაფად, თუმცა დაშვებული იქნა შეცდომები.

მე მოვიყვან ციტატას, როგორც შეფასდა მრჩეველი ორგანიზაციებიდან ბაგრატის აღდგენის პროცესი: "რესტავრაცია იმდენად სწრაფად მიდიოდა, რომ მისი ავთენტური ქვების 400 ქვა არის გამოუყენებელი". ტაძრის ეზოშია ასობით ქვა, ანუ არ არის გამოყენებული უკან დაბრუნების მეთოდი და ახალი ქვებით არის აშენებული, რაღაც ნაწილი გამოყენებულია, მაგრამ 400 ქვა გამოუყენებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხარვეზები არსებობდა პროექტში. ბაგრატმა დაკარგა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები. ბაგრატი, როგორც ნანგრევი და როგორც ნახევრად არქეოლოგიური ძეგლი იყო შესული ნუსხაში და მის სრულფასოვნად აღდგენას იუნესკო არ ემხრობოდა, ამის გამოსწორება უკვე შეუძლებელია...

- წელს იუნესკოში რომელი ისტორიული ძეგლების წარდგენას გეგმავთ?

- ამჟამად ვმუშაობთ ახალი ნომინაციის ნუსხაზე. ზუსტად იმ მემკვიდრეობის ნაწილი გვინდა ავარჩიოთ წარსადგენად, რომელიც აკმაყოფილებს იუნესკოს მოთხოვნებს. ვმუშაობთ კრიტერიუმებზე და შემიძლია გაგიმხილოთ ამ ძეგლების ჩამონათვალი. პირველი მონაცემებით გვაქვს თუშეთი, როგორც შერეული ნომინაცია ბუნების და მემკვიდრეობის, მთლიანად თუშეთის მხარე. მეორე არის ვარძია-ხერთვისი-ოლოდა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს კანიონი არის როგორც ისტორიულად, ასევე კულტურულ-ლანდშაფტურად გამორჩეული, მესამე არის დმანისი პირველყოფილი ადამიანის ძეგლი და მეოთხე ვფიქრობთ ენგურჰესსზე, რომელიც არის მსოფლიო დონის ატრაქცია და ერთ-ერთი გამორჩეული საინჟინრო ნაგებობა, ინდუსტრიული მემკვიდრეობის ნაწილი. ამ ოთხი ძეგლის წარდგენაზე ვმუშაობთ იუნესკოსთან ერთად და გვაქვს ყოველდღური კონსულტაციები.

ნინო წიფურია

AMBEBI.GE

ფოტოები: unesco.org

"ვიცნობ არსენ ტოროსიან... ცოტა მიკვირს მისგან ამ ტიპის "არადიპლომატიური განცხადება" - გამყრელიძის პასუხი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს

"ქორწილის გადახდას შევძლებთ, მაგრამ ჯერჯერობით 10 კაციანს" - ამირან გამყრელიძე

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" გაუქმდა