სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"პატრიარქს სთხოვა მოენათლა, ციხეშივე მონათლეს..." - რას ჰყვება მარეკ დუდაევზე მისი ქართველი ადვოკატი
"პატრიარქს სთხოვა მოენათლა, ციხეშივე მონათლეს..." - რას ჰყვება მარეკ დუდაევზე მისი ქართველი ადვოკატი

ცხინ­ვალ­ში მოკ­ლუ­ლი მა­რეკ დუ­და­ე­ვის გარ­შე­მო, რო­მელ­მაც ქარ­თულ ცი­ხე­ში თით­ქმის ათი წელი გა­ა­ტა­რა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი არ ცხრე­ბა. ამის დას­ტუ­რია მის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი უამ­რა­ვი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ინ­ფორ­მა­ცია... ჩვენ ქარ­თუ­ლი ცი­ხის ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რის ად­ვო­კატს, ნა­თია სი­რა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

"ძა­ლი­ან მძი­მე ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და გა­მოვ­ლი­ლი და ამას ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, ვი­ცით, ალ­ბათ 90-იან წლებ­ში რა გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაც ხდე­ბო­და. ვინ და­ი­წყო და რო­გორ, ამას ოდეს­მე ის­ტო­რია შე­ა­ფა­სებს, მაგ­რამ მა­შინ­დელ­მა პო­ლი­ტი­კამ, ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს და­უნ­გრია ცხოვ­რე­ბა... ქარ­თვე­ლე­ბი და ოსე­ბი ერ­თმა­ნეთს ოჯა­ხის წევ­რებს უხო­ცავ­დნენ და ამას "სის­ხლის აღე­ბას" ეძახ­დნენ. ისე­დაც მძი­მე ცხოვ­რე­ბა დუ­და­ევს, მაგ­რამ უფრო მეტი და­აბ­რა­ლეს. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ ასე­თი იყო, ბე­სიკ თე­ნა­ძის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც მი­სი­ვე სო­ფელ­ში, ე.წ. ბირ­ჟა­ზე მა­რე­კის მო­საკ­ლა­ვად იყო მი­სუ­ლი, უბ­რა­ლოდ, ამან და­ას­წრო და პირ­ველ­მა ეს­რო­ლა... ეს იყო თავ­დაც­ვა, თუმ­ცა, მა­ინც მკვლე­ლო­ბად ჩა­უთ­ვა­ლეს...

რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბას, - მას მწყემ­სე­ბი ჰყავ­და, სა­სა­ქონ­ლო მე­ურ­ნე­ო­ბა ჰქონ­და, ორი ქარ­თვე­ლი ბიჭი ჰყავ­და მწყემ­სად აყ­ვა­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, ფერ­მა­ში­ვე გა­კო­ჭეს და მა­რეკ­საც ჩა­უ­საფ­რდნენ. მას ყო­ველ დი­ლით მათ­თვის საჭ­მე­ლი მიჰ­ქონ­და. და­ძა­ხე­ბა­ზე რომ კა­რე­ბი არ გა­უ­ღეს, იფიქ­რა, - ხომ არ ჩა­ე­ძი­ნა­თო და სახ­ლთან რამ­დე­ნი­მე მეტრში ეს­რო­ლეს, - რამ­დე­ნი­მე გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და. შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბევ­რი რამ შეც­ვა­ლეს და რო­გორც თა­ვად აწყობ­დათ ისე შე­ად­გი­ნეს საქ­მე... და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, მი­თხრა, რომ ქარ­თვე­ლი ძა­ლოვ­ნე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბას სთა­ვა­ზობ­დნენ, მაგ­რამ არ დას­თან­ხმდა..." - იხ­სე­ნებს ად­ვო­კა­ტი.

წა­ი­კი­თხეთ: შუ­რის­ძი­ე­ბი­დან კრი­მი­ნა­ლამ­დე - ვინ იყო ცხინ­ვალ­ში მოკ­ლუ­ლი მა­რეკ დუ­და­ე­ვი?

რაც შე­ე­ხე­ბა დუ­და­ე­ვის ცი­ხე­ში ცხოვ­რე­ბას, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ცი­ხე­ში, მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ა­ნად მო­ი­ნათ­ლა:

"ერთხელ მი­თხრა, იმ­დე­ნად მძი­მე ცხოვ­რე­ბა მქონ­და, ნე­ტავ რა­ტომ გა­დავ­რჩიო, - ამის შემ­დეგ ვურ­ჩიე მო­ნათ­ვლა და თა­ვად გა­და­წყვი­ტა, პატ­რი­არ­ქს მო­ე­ნათ­ლა და სთხო­ვა, რა­ზეც, რო­გორც ირ­კვე­ვა, პატ­რი­არ­ქს უარი არ უთ­ქვამს... ცი­ხე­ში­ვე მო­ნათ­ლეს და ამის შემ­დეგ, თით­ქოს ცოტა დამ­შვიდ­და. მე მას­თან მუდ­მი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, იმ წლებ­ში მისი ცე­მის სა­შიშ­რო­ე­ბა იყო, თუმ­ცა, ამ­ბობ­და, რომ მას შემ­დეგ, რაც ჩემი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ი­გეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კარ­გი წარ­სუ­ლი არ ჰქონ­და, ქარ­თველ პა­ტიმ­რე­ბი ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს სცემ­დნენ" - ამ­ბობს ნა­თია სი­რა­ძე, რომ­ლის თქმი­თაც, რამ­დე­ნი­მე ბრა­ლი, მათ შო­რის, ყა­ჩა­ღო­ბებ­ზე, მო­უხ­სნეს, რად­გან სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით, მას გო­რის პრო­კუ­რო­რის, აკა­კი ტე­რაშ­ვი­ლის დის­შვი­ლი ჰყავ­და ცო­ლად და შვი­ლე­ბიც ჰყავ­და, თუმ­ცა, ცხინ­ვალ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ჰქონ­დათ თუ არა მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის... სი­რა­ძის თქმით, მა­საც სმე­ნია დუ­და­ე­ვის ძმა­ზე, ერიკ დუ­და­ევ­სა და ცხონ­ვალ­ში, მის "პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რა­ზე", თუმ­ცა, მას არ იც­ნობ­და და ამის შე­სა­ხებ მხო­ლოდ გად­მო­ცე­მით იცის...

ად­ვო­კა­ტი ნა­თია სი­რა­ძე ასე­ვე იხ­სნებს, რომ ცხინ­ვალ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მა­რეკ დუ­და­ე­ვი შე­ეხ­მი­ა­ნა და სახ­ლში და­პა­ტი­ჟა:

"მგო­ნი, და­ბა­დე­ბის დღეს იხ­დი­და, - სუფ­რა მაქვს და გე­პა­ტი­ჟე­ბით, ჩე­მე­ბი მან­ქა­ნით დაგ­ხვდე­ბი­ან და წა­მო­გიყ­ვა­ნე­ნო, მი­თხრა... ვერ წა­ვე­დი, თუმ­ცა, არა, უნ­დობ­ლო­ბის გამო, - პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და. მას შემ­დეგ არ შემ­ხმი­ა­ნე­ბია..." - ამ­ბობს ის და დას­ძენს, რომ "რო­გორც ჩანს, ცხინ­ვალ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, იმ წრი­დან გა­მოს­ვლა ვერ შეძ­ლო და ცხოვ­რე­ბა ისევ ძველ გა­რე­მო­ში გა­ნაგ­რძო, რა­მაც შე­ი­წი­რა კი­დეც..."

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"პატრიარქს სთხოვა მოენათლა, ციხეშივე მონათლეს..." - რას ჰყვება მარეკ დუდაევზე მისი ქართველი ადვოკატი

"პატრიარქს სთხოვა მოენათლა, ციხეშივე მონათლეს..." - რას ჰყვება მარეკ დუდაევზე მისი ქართველი ადვოკატი

ცხინვალში მოკლული მარეკ დუდაევის გარშემო, რომელმაც ქართულ ციხეში თითქმის ათი წელი გაატარა, საზოგადოების ინტერესი არ ცხრება. ამის დასტურია მის შესახებ გავრცელებული უამრავი, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია... ჩვენ ქართული ციხის ყოფილი პატიმრის ადვოკატს, ნათია სირაძეს ვესაუბრეთ.

"ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი და ამას ძალიან განიცდიდა, ვიცით, ალბათ 90-იან წლებში რა განუკითხაობაც ხდებოდა. ვინ დაიწყო და როგორ, ამას ოდესმე ისტორია შეაფასებს, მაგრამ მაშინდელმა პოლიტიკამ, ძალიან ბევრ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება... ქართველები და ოსები ერთმანეთს ოჯახის წევრებს უხოცავდნენ და ამას "სისხლის აღებას" ეძახდნენ. ისედაც მძიმე ცხოვრება დუდაევს, მაგრამ უფრო მეტი დააბრალეს. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთი იყო, ბესიკ თენაძის ამბავი, რომელიც მისივე სოფელში, ე.წ. ბირჟაზე მარეკის მოსაკლავად იყო მისული, უბრალოდ, ამან დაასწრო და პირველმა ესროლა... ეს იყო თავდაცვა, თუმცა, მაინც მკვლელობად ჩაუთვალეს...

რაც შეეხება დაკავებას, - მას მწყემსები ჰყავდა, სასაქონლო მეურნეობა ჰქონდა, ორი ქართველი ბიჭი ჰყავდა მწყემსად აყვანილი, რომლებიც ქართველმა სამართალდამცავებმა, ფერმაშივე გაკოჭეს და მარეკსაც ჩაუსაფრდნენ. მას ყოველ დილით მათთვის საჭმელი მიჰქონდა. დაძახებაზე რომ კარები არ გაუღეს, იფიქრა, - ხომ არ ჩაეძინათო და სახლთან რამდენიმე მეტრში ესროლეს, - რამდენიმე გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. შემდეგ სამართალდამცავებმა ბევრი რამ შეცვალეს და როგორც თავად აწყობდათ ისე შეადგინეს საქმე... დაკავების შემდეგ, მითხრა, რომ ქართველი ძალოვნები მოლაპარაკებას სთავაზობდნენ, მაგრამ არ დასთანხმდა..." - იხსენებს ადვოკატი.

წაიკითხეთ: შურისძიებიდან კრიმინალამდე - ვინ იყო ცხინვალში მოკლული მარეკ დუდაევი?

რაც შეეხება დუდაევის ციხეში ცხოვრებას, არსებული ინფორმაციით, ის ციხეში, მართლმადიდებელ ქრისტიანად მოინათლა:

"ერთხელ მითხრა, იმდენად მძიმე ცხოვრება მქონდა, ნეტავ რატომ გადავრჩიო, - ამის შემდეგ ვურჩიე მონათვლა და თავად გადაწყვიტა, პატრიარქს მოენათლა და სთხოვა, რაზეც, როგორც ირკვევა, პატრიარქს უარი არ უთქვამს... ციხეშივე მონათლეს და ამის შემდეგ, თითქოს ცოტა დამშვიდდა. მე მასთან მუდმივი ურთიერთობა მქონდა, იმ წლებში მისი ცემის საშიშროება იყო, თუმცა, ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც ჩემი ცხოვრების შესახებ გაიგეს, მიუხედავად იმისა, რომ კარგი წარსული არ ჰქონდა, ქართველ პატიმრები ძალიან დიდ პატივს სცემდნენ" - ამბობს ნათია სირაძე, რომლის თქმითაც, რამდენიმე ბრალი, მათ შორის, ყაჩაღობებზე, მოუხსნეს, რადგან სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ადვოკატის თქმით, მას გორის პროკურორის, აკაკი ტერაშვილის დისშვილი ჰყავდა ცოლად და შვილებიც ჰყავდა, თუმცა, ცხინვალში დაბრუნების შემდეგ ჰქონდათ თუ არა მათთან ურთიერთობა, ამის შესახებ არაფერი იცის... სირაძის თქმით, მასაც სმენია დუდაევის ძმაზე, ერიკ დუდაევსა და ცხონვალში, მის "პოლიტიკურ კარიერაზე", თუმცა, მას არ იცნობდა და ამის შესახებ მხოლოდ გადმოცემით იცის...

ადვოკატი ნათია სირაძე ასევე იხსნებს, რომ ცხინვალში დაბრუნების შემდეგ, მარეკ დუდაევი შეეხმიანა და სახლში დაპატიჟა:

"მგონი, დაბადების დღეს იხდიდა, - სუფრა მაქვს და გეპატიჟებით, ჩემები მანქანით დაგხვდებიან და წამოგიყვანენო, მითხრა... ვერ წავედი, თუმცა, არა, უნდობლობის გამო, - პირადი პრობლემები მქონდა. მას შემდეგ არ შემხმიანებია..." - ამბობს ის და დასძენს, რომ "როგორც ჩანს, ცხინვალში დაბრუნების შემდეგ, იმ წრიდან გამოსვლა ვერ შეძლო და ცხოვრება ისევ ძველ გარემოში განაგრძო, რამაც შეიწირა კიდეც..."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ