სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აკნე, ანუ... მუდამ ასე დავიტანჯები? - დერმატოლოგის რეკომენდაციები
აკნე, ანუ... მუდამ ასე დავიტანჯები? - დერმატოლოგის რეკომენდაციები

აკნე მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა არ არის, მაგ­რამ მა­ინც "ახერ­ხებს" გუ­ნე­ბა გა­უ­ფუ­ჭოს ადა­მი­ა­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით თი­ნე­ი­ჯე­რებს - ამ ასაკ­ში ხომ ადა­მი­ა­ნი ეს­თე­ტი­კურ სი­ლა­მა­ზეს ყვე­ლა­ზე დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს. თუმ­ცა არ­სე­ბობს შუ­ახ­ნის ქალ­ბა­ტო­ნე­ბის აკ­ნეც, რო­მე­ლიც ხან­გრძლივ მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს. და მა­ინც, არა­ვინ იფიქ­როს, რომ აკ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბით საშ­ვე­ლი არ არის. ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე დერ­მა­ტო­ლო­გი მაკა გოგ­სა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნო მაკა, რო­გორ ჩნდე­ბა ეს შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი აკნე?

- აკ­ნეს გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი ში­ნა­გა­ნია, მათ შო­რის 3 ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ყოთ: ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დის­ბა­ლან­სი; კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის მუ­შა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა; ცხვირ-ხა­ხის ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბა.

ამ მი­ზე­ზე­ბის დროს კა­ნის ცხი­მო­ვან ჯირ­კვლებ­ში ზო­მა­ზე მეტი ცხი­მი გა­მო­მუ­შავ­დე­ბა. ამას ემა­ტე­ბა თმის ფო­ლი­კულ­ში გარ­ქო­ვა­ნე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბის ჭარ­ბი წარ­მოქ­მნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ფო­ლი­კუ­ლა­ში გროვ­დე­ბა, იბე­რე­ბა და სა­დი­ნა­რე­ბი იხ­შო­ბა. როცა მათ­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბი სახ­ლდე­ბა, გარ­და­უ­ვა­ლია ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სის და­წყე­ბა. სწო­რედ ამ დროს წარ­მო­იქ­მნე­ბა აკ­ნეს აგ­რე­სი­უ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი: პა­პუ­ლა - ან­თე­ბა­დი, შე­წით­ლე­ბუ­ლი, მა­გა­რი, მუ­წუ­კის­მაგ­ვა­რი წარ­მო­ნაქ­მნი; პუს­ტუ­ლა - ჩირ­ქი­ა­ნი წარ­მო­ნაქ­მნი, რო­მელ­საც გარს შე­წით­ლე­ბუ­ლი კანი არ­ტყია; ნო­დუ­ლა - უფრო დიდი ზო­მის, კან­ში ღრმად ჩამ­ჯდა­რი, ძლი­ერ მტკივ­ნე­უ­ლი წარ­მო­ნაქ­მნი, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა ნა­წი­ბუ­რიც კი და­ტო­ვოს და კის­ტაც. აკნე მო­ზარ­დე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 80%-ს აწუ­ხებს.

- რას იტყვით ვარ­დის­ფერ ფე­რიმ­ჭა­მე­ლა­ზე?

- ვარ­დის­ფე­რი ფე­რიმ­ჭა­მე­ლა, ანუ რო­ზა­ცეა, შუ­ა­ხან­ში ჩნდე­ბა - ქალ­ბა­ტო­ნებს ზოგ­ჯერ გა­მათ­ბო­ბელ­თან ახ­ლოს ჯდო­მის, მზე­ზე სი­ა­რუ­ლის შე­დე­გად ლო­ყებ­ზე, ცხვირ­ზე, შუბ­ლზე, ნი­კაპ­ზე კანი უწით­ლდე­ბათ, რა­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­მო­ხუ­რე­ბაც ერ­თვის. თუ პრობ­ლე­მა ღრმავ­დე­ბა და უყუ­რა­დღე­ბოდ რჩე­ბა, მა­შინ სა­ხე­ზე გა­მო­იკ­ვე­თე­ბა წვრი­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად გარ­და­მა­ვა­ლია, მაგ­რამ უყუ­რა­დღე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას შე­საძ­ლოა აკნე-რო­ზა­ცე­აც, აკ­ნეს ვარ­დის­ფე­რი გა­მო­ნა­ყა­რი და­ერ­თოს..

- იკურ­ნე­ბა თუ არა აკნე?

- აკნე იკურ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად რამ­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლის­ტმა უნდა წარ­მარ­თოს: დერ­მა­ტო­ლოგ­მა, გი­ნე­კო­ლოგ­მა, ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­მა და გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლოგ­მა. აკ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე უნდა გა­კეთ­დეს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბი, უპირ­ვე­ლე­სად ჰორ­მო­ნუ­ლი, ასე­ვე მოხ­დეს ცხვირ-ხა­ხის, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის გა­მოკ­ვლე­ვა. მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მი­ვაღ­წი­ოთ და­დე­ბით შე­დეგს.

გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­დეგ დერ­მა­ტო­ლო­გი იწყებს კან­ზე მუ­შა­ო­ბას. და­სა­წყის­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი კრე­მე­ბი და მა­ლა­მო­ე­ბი. თუ 1-2 კვი­რა­ში მათ შე­დე­გი არ მოჰ­ყვა, პრო­ცეს­ში ერ­თვე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი, ასე­ვე კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბი, Aვი­ტა­მი­ნის შემ­ცვე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი და მა­ლა­მო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ დახ­შულ ფო­რებს და აფერ­ხე­ბენ აკ­ნეს გან­ვი­თა­რე­ბას. ბოლო დროს ეფექ­ტი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა აკ­ნეს ლა­ზე­რით მკურ­ნა­ლო­ბა.

პა­ცი­ენ­ტებ­მა უნდა და­იც­ვან დი­ე­ტა - უარი თქვან პრო­დუქ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც იწ­ვე­ვენ ცხი­მო­ვა­ნი ჯირ­კვლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბულ მოქ­მე­დე­ბას: ალ­კოჰო­ლი, ყავა, ცხი­მი­ა­ნი და შე­ბო­ლი­ლი საკ­ვე­ბი. ასე­ვე, სა­სურ­ვე­ლია ტკბი­ლე­უ­ლის შე­ზღუდ­ვა. უნდა მი­ი­ღონ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყა­ლი - 1,5-2 ლ დღის მან­ძილ­ზე.

აკ­ნეს პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის ხში­რად მარ­ტი­ვი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვაც კი საკ­მა­რი­სია: თუ სახე შავ­წერ­ტი­ლო­ვა­ნი გა­მო­ნა­ყა­რით და­ი­ფა­რა, დღე­ში ორ­ჯერ, დილა-სა­ღა­მოს, და­ი­ბა­ნეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, გარ­და ამი­სა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ხის ჩა­მო­ბა­ნა ვარ­ჯი­შის და ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის შემ­დე­გაც. ფე­რიმ­ჭა­მე­ლე­ბი­ა­ნი სა­ხის კა­ნის მოვ­ლა თმის მოვ­ლა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. თუ გაქვთ გა­მო­ნა­ყა­რი და ამა­ვე დროს თმაც ცხი­მი­ა­ნია, თავი ხში­რად და­ი­ბა­ნეთ ცხი­მი­ა­ნი თმის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი შამ­პუ­ნით.

- ალ­ბათ ძალ­ზე საფრ­თხი­ლოა კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაც.

- ამ შემ­თხვე­ვა­შიც სპე­ცი­ა­ლის­ტის კონ­სულ­ტა­ცი­აა სა­ჭი­რო, - რო­გორც სამ­კურ­ნა­ლო, ისე დე­კო­რა­ტი­უ­ლი კოს­მე­ტი­კის დიდი ნა­წი­ლი ისეთ ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს, რომ­ლებ­საც აკ­ნეს პრო­ვო­ცი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს.

სამი ძი­რი­თა­დი შე­ზღუდ­ვა: არა­სო­დეს ამო­ი­ღოთ ფე­რიმ­ჭა­მე­ლე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად - შე­საძ­ლოა ჯან­მრთე­ლი ქსო­ვი­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა; არ გა­მო­ი­ყე­ნოთ სპირ­ტის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის მქო­ნე სა­პო­ნი და ლო­სი­ო­ნე­ბი, რად­გან ისი­ნი კანს აშ­რო­ბენ და აღი­ზი­ა­ნე­ბენ. ამ დროს ცხი­მო­ვა­ნი ჯირ­კვლე­ბი უფრო აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან და აკ­ნეც მა­ტუ­ლობს; არ შე­იძ­ლე­ბა კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბის პრო­ცეს­ში.

ეთერ ერა­ძე

"კვი­რის პა­ლიტ­რა"

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანზორი
0

სად შეიძლება შვიძინო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

აკნე, ანუ... მუდამ ასე დავიტანჯები? - დერმატოლოგის რეკომენდაციები

აკნე, ანუ... მუდამ ასე დავიტანჯები? - დერმატოლოგის რეკომენდაციები

აკნე მძიმე დაავადება არ არის, მაგრამ მაინც "ახერხებს" გუნება გაუფუჭოს ადამიანებს, განსაკუთრებით თინეიჯერებს - ამ ასაკში ხომ ადამიანი ესთეტიკურ სილამაზეს ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს. თუმცა არსებობს შუახნის ქალბატონების აკნეც, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს. და მაინც, არავინ იფიქროს, რომ აკნესთან დაკავშირებით საშველი არ არის. ამ და სხვა საკითხებზე დერმატოლოგი მაკა გოგსაძე გვესაუბრება.

- ქალბატონო მაკა, როგორ ჩნდება ეს შემაწუხებელი აკნე?

- აკნეს გამომწვევი მიზეზები შინაგანია, მათ შორის 3 ძირითადი მიზეზი შეიძლება გამოვყოთ: ჰორმონალური დისბალანსი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის შეფერხება; ცხვირ-ხახის ქრონიკული ანთება.

ამ მიზეზების დროს კანის ცხიმოვან ჯირკვლებში ზომაზე მეტი ცხიმი გამომუშავდება. ამას ემატება თმის ფოლიკულში გარქოვანებული უჯრედების ჭარბი წარმოქმნა. ეს ყველაფერი ფოლიკულაში გროვდება, იბერება და სადინარები იხშობა. როცა მათში ბაქტერიები სახლდება, გარდაუვალია ანთებითი პროცესის დაწყება. სწორედ ამ დროს წარმოიქმნება აკნეს აგრესიული ვარიანტები: პაპულა - ანთებადი, შეწითლებული, მაგარი, მუწუკისმაგვარი წარმონაქმნი; პუსტულა - ჩირქიანი წარმონაქმნი, რომელსაც გარს შეწითლებული კანი არტყია; ნოდულა - უფრო დიდი ზომის, კანში ღრმად ჩამჯდარი, ძლიერ მტკივნეული წარმონაქმნი, რომელმაც შესაძლოა ნაწიბურიც კი დატოვოს და კისტაც. აკნე მოზარდების დაახლოებით 80%-ს აწუხებს.

- რას იტყვით ვარდისფერ ფერიმჭამელაზე?

- ვარდისფერი ფერიმჭამელა, ანუ როზაცეა, შუახანში ჩნდება - ქალბატონებს ზოგჯერ გამათბობელთან ახლოს ჯდომის, მზეზე სიარულის შედეგად ლოყებზე, ცხვირზე, შუბლზე, ნიკაპზე კანი უწითლდებათ, რასაც მოგვიანებით წამოხურებაც ერთვის. თუ პრობლემა ღრმავდება და უყურადღებოდ რჩება, მაშინ სახეზე გამოიკვეთება წვრილი სისხლძარღვები, რომელიც თავდაპირველად გარდამავალია, მაგრამ უყურადღებობის შემთხვევაში მას შესაძლოა აკნე-როზაცეაც, აკნეს ვარდისფერი გამონაყარი დაერთოს..

- იკურნება თუ არა აკნე?

- აკნე იკურნება, მაგრამ ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომელიც აუცილებლად რამდენიმე სპეციალისტმა უნდა წარმართოს: დერმატოლოგმა, გინეკოლოგმა, ენდოკრინოლოგმა და გასტროენტეროლოგმა. აკნეს მკურნალობის დაწყებამდე უნდა გაკეთდეს ლაბორატორიული ანალიზები, უპირველესად ჰორმონული, ასევე მოხდეს ცხვირ-ხახის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მივაღწიოთ დადებით შედეგს.

გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაციის შემდეგ დერმატოლოგი იწყებს კანზე მუშაობას. დასაწყისში გამოიყენება ანტიბაქტერიული კრემები და მალამოები. თუ 1-2 კვირაში მათ შედეგი არ მოჰყვა, პროცესში ერთვება ანტიბიოტიკები, ასევე კომბინირებული კონტრაცეპტივები, Aვიტამინის შემცველი პრეპარატები და მალამოები, რომლებიც ათავისუფლებენ დახშულ ფორებს და აფერხებენ აკნეს განვითარებას. ბოლო დროს ეფექტიანი აღმოჩნდა აკნეს ლაზერით მკურნალობა.

პაციენტებმა უნდა დაიცვან დიეტა - უარი თქვან პროდუქტებზე, რომლებიც იწვევენ ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებულ მოქმედებას: ალკოჰოლი, ყავა, ცხიმიანი და შებოლილი საკვები. ასევე, სასურველია ტკბილეულის შეზღუდვა. უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი - 1,5-2 ლ დღის მანძილზე.

აკნეს პროფილაქტიკისთვის ხშირად მარტივი ჰიგიენური ნორმების დაცვაც კი საკმარისია: თუ სახე შავწერტილოვანი გამონაყარით დაიფარა, დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, დაიბანეთ სპეციალური საშუალებებით, გარდა ამისა, აუცილებელია სახის ჩამობანა ვარჯიშის და ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგაც. ფერიმჭამელებიანი სახის კანის მოვლა თმის მოვლასაც ითვალისწინებს. თუ გაქვთ გამონაყარი და ამავე დროს თმაც ცხიმიანია, თავი ხშირად დაიბანეთ ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნით.

- ალბათ ძალზე საფრთხილოა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაც.

- ამ შემთხვევაშიც სპეციალისტის კონსულტაციაა საჭირო, - როგორც სამკურნალო, ისე დეკორატიული კოსმეტიკის დიდი ნაწილი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებსაც აკნეს პროვოცირება შეიძლება მოჰყვეს.

სამი ძირითადი შეზღუდვა: არასოდეს ამოიღოთ ფერიმჭამელები დამოუკიდებლად - შესაძლოა ჯანმრთელი ქსოვილის დაინფიცირება; არ გამოიყენოთ სპირტის მაღალი შემცველობის მქონე საპონი და ლოსიონები, რადგან ისინი კანს აშრობენ და აღიზიანებენ. ამ დროს ცხიმოვანი ჯირკვლები უფრო აქტიურდებიან და აკნეც მატულობს; არ შეიძლება კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება დაავადების გამწვავების პროცესში.

ეთერ ერაძე

"კვირის პალიტრა"

PSP "მადლიერების კვირეულს" 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს კოსმეტიკურ პროდუქციაზე

შატილში, უამინდობის გამო, საარჩევნო უბანი ამ დრომდე ვერ იხსნება

აქცია-პერფორმანსი ცესკოსთან - აქტივისტებმა რუსეთის ჰიმნი ჩართეს და ჯებირზე საბჭოთა კავშირის ამსახველი პოსტერები გააკრეს