სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჩემთვის მოქნეული დანა პოლიციელმა ხელით დაიჭირა..." - რას ყვება "ბასიანის" დაცვის უფროსი სისხლიან გარჩევაზე
"ჩემთვის მოქნეული დანა პოლიციელმა ხელით დაიჭირა..." - რას ყვება "ბასიანის" დაცვის უფროსი სისხლიან გარჩევაზე

13 იან­ვარს კლუბ "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვის უფ­რო­სი, დაც­ვის წევ­რი და პო­ლი­ცი­ის მე­ო­თხე გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი დაჭ­რეს. დაც­ვის უფ­როსს, ზვი­ად მესხს, თავ­ზე უმ­ძი­მე­სი ჭრი­ლო­ბე­ბი აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

დაც­ვის უფ­რო­სი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან დღეს გა­წე­რეს და ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს პი­რა­დად ესა­უბ­რა. 13 იან­ვრის ღა­მეს მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას ის დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს:

"თა­მაზ ქვლი­ვი­ძე და მე­ო­რე პი­როვ­ნე­ბა (მი­ხე­ილ სვა­ნი­ძე), კლუბ­ში ნას­ვა­მე­ბი მო­ვიდ­ნენ. უნ­დო­დათ კლუბ­ში შე­მოს­ვლა, "ფეის კონ­ტროლ­მა" კლუბ­ში შე­მოს­ვლა­ზე უარი უთხრა, რად­გან აშ­კა­რა იყო, რომ ეს პი­რე­ბი კლუბ­ში გა­სარ­თო­ბად არ იყ­ვნენ მო­სუ­ლი - საკ­მა­ოდ აგ­რე­სი­უ­ლე­ბი გახ­ლდნენ. გა­და­ვიდ­ნენ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე. და­ი­წყო ჩხუ­ბი, რა დრო­საც სამი პირი დაჭ­რეს.

წა­ი­კი­თხეთ: ვინ არის 3 ადა­მი­ა­ნის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა - "ბა­სი­ან­ში" მომ­ხდა­რი გარ­ჩე­ვის დე­ტა­ლე­ბი

- პო­ლი­ცია ვინ გა­მო­ი­ძა­ხა?

- პო­ლი­ცია მუდ­მი­ვად აკონ­ტრო­ლებს კლუ­ბის ტე­რი­ტო­რი­ას. პატ­რუ­ლის ეკი­პა­ჟი მო­რი­გე­ობს ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე. როცა ჩხუ­ბი და­ი­წყო, პო­ლი­ცი­აც ჩა­ე­რია ჩხუბ­ში და ჩემ­თვის მოქ­ნე­უ­ლი დანა ხე­ლით და­ი­ჭი­რა პო­ლი­ცი­ელ­მა და და­იჭ­რა.

- რო­გო­რია თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ახლა ღვთის წყა­ლო­ბით სახ­ლში ვარ, შვი­ლებ­თან ერ­თად.

- ელო­დით, რომ თა­მაზ ქვლი­ვი­ძეს გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ?

- მე გა­და­ვურ­ჩი სიკ­ვდილს, სა­სიკ­ვდი­ლოდ გამ­წი­რეს თა­ნამ­შრო­მელ­თან და პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად. პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო დღეს, მე ცო­ცხა­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი. მთელ­მა ქვე­ყა­ნამ იცის ეს, რომ მოხ­და და სა­სა­მარ­თლომ ის გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მე გა­და­ვურ­ჩი სიკ­ვდილს და შე­საძ­ლოა სხვა ვერ გა­და­ურ­ჩეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო: "აფექ­ტში მოხ­და, დაც­ვე­ბი იცით თქვენც წე­სი­ე­რად რომ არ იქ­ცე­ვი­ან" - რას ამ­ბობს ბიზ­ნეს­მე­ნი, რომ­ლის შვილ­მა "ბა­სი­ან­ში" 3 პირი დაჭ­რა

წა­ი­კი­თხეთ: "დღეს სის­ტე­მა მკვლე­ლებს გი­რა­ო­თი ათა­ვი­სუფ­ლებს!" - რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ინ­ტერ­ნეტ­ში, 3 ადა­მი­ა­ნის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ჩემთვის მოქნეული დანა პოლიციელმა ხელით დაიჭირა..." - რას ყვება "ბასიანის" დაცვის უფროსი სისხლიან გარჩევაზე

"ჩემთვის მოქნეული დანა პოლიციელმა ხელით დაიჭირა..." - რას ყვება "ბასიანის" დაცვის უფროსი სისხლიან გარჩევაზე

13 იანვარს კლუბ "ბასიანის" დაცვის უფროსი, დაცვის წევრი და პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი დაჭრეს. დაცვის უფროსს, ზვიად მესხს, თავზე უმძიმესი ჭრილობები აქვს მიყენებული.

დაცვის უფროსი საავადმყოფოდან დღეს გაწერეს და ინციდენტის შესახებ AMBEBI.GE-ს პირადად ესაუბრა. 13 იანვრის ღამეს მომხდარ დაპირისპირებას ის დეტალურად იხსენებს:

"თამაზ ქვლივიძე და მეორე პიროვნება (მიხეილ სვანიძე), კლუბში ნასვამები მოვიდნენ. უნდოდათ კლუბში შემოსვლა, "ფეის კონტროლმა" კლუბში შემოსვლაზე უარი უთხრა, რადგან აშკარა იყო, რომ ეს პირები კლუბში გასართობად არ იყვნენ მოსული - საკმაოდ აგრესიულები გახლდნენ. გადავიდნენ შეურაცხყოფაზე. დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც სამი პირი დაჭრეს.

წაიკითხეთ: ვინ არის 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა - "ბასიანში" მომხდარი გარჩევის დეტალები

- პოლიცია ვინ გამოიძახა?

- პოლიცია მუდმივად აკონტროლებს კლუბის ტერიტორიას. პატრულის ეკიპაჟი მორიგეობს ცენტრალურ გზაზე. როცა ჩხუბი დაიწყო, პოლიციაც ჩაერია ჩხუბში და ჩემთვის მოქნეული დანა ხელით დაიჭირა პოლიციელმა და დაიჭრა.

- როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ახლა ღვთის წყალობით სახლში ვარ, შვილებთან ერთად.

- ელოდით, რომ თამაზ ქვლივიძეს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ?

- მე გადავურჩი სიკვდილს, სასიკვდილოდ გამწირეს თანამშრომელთან და პოლიციასთან ერთად. პოლიციის უფროსის მოადგილე რომ არ ყოფილიყო დღეს, მე ცოცხალი არ ვიქნებოდი. მთელმა ქვეყანამ იცის ეს, რომ მოხდა და სასამართლომ ის გაათავისუფლა. მე გადავურჩი სიკვდილს და შესაძლოა სხვა ვერ გადაურჩეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: "აფექტში მოხდა, დაცვები იცით თქვენც წესიერად რომ არ იქცევიან" - რას ამბობს ბიზნესმენი, რომლის შვილმა "ბასიანში" 3 პირი დაჭრა

წაიკითხეთ: "დღეს სისტემა მკვლელებს გირაოთი ათავისუფლებს!" - რა გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში, 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლებას

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

"ამბობს, არ მინდა, ჩემმა 12 წლის შვილმა გაიაროს იგივე გზა, რაც მეო" - ადვოკატის თქმით, თავდამსხმელს ხელყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა და ფულს არ ითხოვდა

შსს მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის დაკავებისა და მძევლების გათავისუფლების კადრებს ავრცელებს