სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რატომ გაათავისუფლეს გირაოთი 3 პირის დაჭრაში ბრალდებული - თბილისის ყოფილი პროკურორის მოსაზრება
რატომ გაათავისუფლეს გირაოთი 3 პირის დაჭრაში ბრალდებული - თბილისის ყოფილი პროკურორის მოსაზრება

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი მაია მწა­რი­აშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ერთი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი­სა და კლუბ "ბა­სი­ა­ნის" დაც­ვის ორი თა­ნამ­შრომ­ლის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც მი­ი­ღო, რომ და­კა­ვე­ბულს ორ ეპი­ზოდ­ზე ბრა­ლი ნაკ­ლე­ბად მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის მუხ­ლე­ბით აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

ამას­თან, რო­გორც მწა­რი­აშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ზო­გა­დად ით­ვლე­ბა, რომ ძა­ლა­დობ­რივ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე უფრო მე­ტად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან ასეთ საქ­მე­ებ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საფრ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლია.

კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად უნდა იყოს აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლი მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის მუხ­ლე­ბით, თუნ­დაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით, მწა­რი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამის შე­სა­ფა­სებ­ლად სა­ჭი­როა სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა და და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ხა­რის­ხე­ბის შეს­წავ­ლა.

"ზო­გა­დად გა­მო­ძი­ე­ბის­თვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არაა, რო­მე­ლი მუხ­ლით და­ი­წყე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, მისი კო­რექ­ტი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ხოლ­მე ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას. მთა­ვა­რია აბ­სურ­დუ­ლი მუხ­ლით არ და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა. ზო­გა­დად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ გა­მო­ძი­ე­ბა უფრო ნე­იტ­რა­ლუ­რი მუხ­ლით და­ი­წყონ, ზოგ­ჯერ სტა­ტის­ტი­კის გა­მოც სცო­და­ვენ. თავ­და­პირ­ვე­ლად და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მუხ­ლი, არ ნიშ­ნავს სა­ბო­ლოო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას.

მე­ო­რე მხრივ, საქ­მე­ში მხო­ლოდ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის ფი­გუ­რი­რე­ბა, არ იძ­ლე­ვა მინ­ცდა­მა­ინც იმის ავ­ტო­მა­ტურ სა­ფუძ­ველს, რომ საქ­მეს მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ნი­ჭოს და იყოს მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და საქ­მის სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბი არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - მო­ტი­ვი, მი­ზა­ნი და ა.შ.", - გა­ნა­ცხა­და მწა­რი­აშ­ვილ­მა, თუმ­ცა ასე­ვე არ გა­მო­რი­ცხა, რომ საქ­მე­ში ორი ნაკ­ლე­ბად მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის მუხ­ლის არ­სე­ბო­ბამ, სა­სა­მარ­თლოს ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, ლა­ვი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა და სწო­რედ ამი­ტომ გა­მო­ი­ყე­ნა მო­სა­მარ­თლემ ნაკ­ლე­ბად მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ.

"სა­სა­მარ­თლო­სას სა­ერ­თოდ ვერ გა­ი­გებ ვე­რა­ფერს. ჩვე­ნი სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა სრუ­ლი­ად არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია. იქ ლო­გი­კას და და­სა­ბუ­თე­ბას ვე­რა­სო­დეს ვერ ნა­ხავთ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას­თან და­ა­კავ­ში­რე­ბით. გა­უ­ხარ­დე­ბა ასე იზამს და გა­უ­ხარ­დე­ბა ისე იზამს. აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხეს - პა­ტიმ­რო­ბას სხვა და­სა­ბუ­თე­ბა სჭირ­დე­ბა ხოლ­მე, რა­ზეც თავს სა­ერ­თოდ არ იტ­კი­ე­ბენ. ზო­გა­დად ით­ვლე­ბა, რომ ძა­ლა­დობ­რივ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, უფრო და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია პა­ტიმ­რო­ბა ანუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე საფრ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლია ეს ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა ჩვენ­თან ე.წ. "თეთ­რსა­ყე­ლო­ი­ან" და­ნა­შა­უ­ლებ­ზე უფრო ხე­ლა­ღე­ბით უფარ­დე­ბენ პა­ტიმ­რო­ბას, ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბა ძა­ლა­დობ­რივ და­ნა­შა­ულ­ზე", - გა­ნა­ცხა­და მწა­რი­აშ­ვილ­მა.

თბი­ლის­ში, კლუბ "ბა­სი­ა­ნის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამი პი­რის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა, დღეს გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 30 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რაო შე­უ­ფარ­და.

წა­ი­კი­თხეთ: ვინ არის 3 ადა­მი­ა­ნის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა - "ბა­სი­ან­ში" მომ­ხდა­რი გარ­ჩე­ვის დე­ტა­ლე­ბი

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რატომ გაათავისუფლეს გირაოთი 3 პირის დაჭრაში ბრალდებული - თბილისის ყოფილი პროკურორის მოსაზრება

რატომ გაათავისუფლეს გირაოთი 3 პირის დაჭრაში ბრალდებული - თბილისის ყოფილი პროკურორის მოსაზრება

თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ერთი სამართალდამცავისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება მოსამართლემ იმის გათვალისწინებითაც მიიღო, რომ დაკავებულს ორ ეპიზოდზე ბრალი ნაკლებად მძიმე კატეგორიის მუხლებით აქვს წარდგენილი.

ამასთან, როგორც მწარიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ზოგადად ითვლება, რომ ძალადობრივ დანაშაულებზე უფრო მეტად დასაბუთებულია პატიმრობის გამოყენება, ვინაიდან ასეთ საქმეებზე ბრალდებული საზოგადოებისთვის საფრთხის მატარებელია.

კითხვაზე, რამდენად უნდა იყოს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაწყებული მძიმე კატეგორიის მუხლებით, თუნდაც განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, მწარიაშვილმა აღნიშნა, რომ ამის შესაფასებლად საჭიროა სხვადასხვა გარემოებებისა და დაზიანებების ხარისხების შესწავლა.

"ზოგადად გამოძიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არაა, რომელი მუხლით დაიწყება გამოძიება, მისი კორექტირება შეიძლება ხოლმე ძიების მსვლელობისას. მთავარია აბსურდული მუხლით არ დაიწყოს გამოძიება. ზოგადად სამართალდამცველები ცდილობენ გამოძიება უფრო ნეიტრალური მუხლით დაიწყონ, ზოგჯერ სტატისტიკის გამოც სცოდავენ. თავდაპირველად დაწყებული გამოძიების მუხლი, არ ნიშნავს საბოლოო კვალიფიკაციას.

მეორე მხრივ, საქმეში მხოლოდ სამართალდამცველის ფიგურირება, არ იძლევა მინცდამაინც იმის ავტომატურ საფუძველს, რომ საქმეს მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭოს და იყოს მკვლელობის მცდელობა. დაზიანებები და საქმის სხვა გარემოებები არის მნიშვნელოვანი - მოტივი, მიზანი და ა.შ.", - განაცხადა მწარიაშვილმა, თუმცა ასევე არ გამორიცხა, რომ საქმეში ორი ნაკლებად მძიმე კატეგორიის მუხლის არსებობამ, სასამართლოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ლავირების საშუალება მისცა და სწორედ ამიტომ გამოიყენა მოსამართლემ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ბრალდებულის მიმართ.

"სასამართლოსას საერთოდ ვერ გაიგებ ვერაფერს. ჩვენი სასამართლო პრაქტიკა სრულიად არაერთგვაროვანია. იქ ლოგიკას და დასაბუთებას ვერასოდეს ვერ ნახავთ აღკვეთის ღონისძიებასთან დააკავშირებით. გაუხარდება ასე იზამს და გაუხარდება ისე იზამს. აღკვეთის ღონისძიების სახეს - პატიმრობას სხვა დასაბუთება სჭირდება ხოლმე, რაზეც თავს საერთოდ არ იტკიებენ. ზოგადად ითვლება, რომ ძალადობრივ დანაშაულებზე, უფრო დასაბუთებულია პატიმრობა ანუ საზოგადოებისთვის უკვე საფრთხის მატარებელია ეს ადამიანი, თუმცა ჩვენთან ე.წ. "თეთრსაყელოიან" დანაშაულებზე უფრო ხელაღებით უფარდებენ პატიმრობას, ვიდრე შეიძლება ძალადობრივ დანაშაულზე", - განაცხადა მწარიაშვილმა.

თბილისში, კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

წაიკითხეთ: ვინ არის 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა - "ბასიანში" მომხდარი გარჩევის დეტალები

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ