სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორია ხათუნა იოსელიანისა და მისი შვილის ცხოვრება მანჰეტენზე - "ეს სახლი ხათუნას ამერიკამ აჩუქა..."
როგორია ხათუნა იოსელიანისა და მისი შვილის ცხოვრება მანჰეტენზე - "ეს სახლი ხათუნას ამერიკამ აჩუქა..."

ეს ამ­ბა­ვი 45 წლის წინ, მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო თბი­ლი­სის კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის კედ­ლებ­ში და თა­ვის ლო­გი­კურ კულ­მი­ნა­ცი­ას ნიუ-იორ­კის სა­შო­ბაო გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვით მი­აღ­წია. მაკა შენ­გე­ლია ნიუ-იორკში ცხოვ­რობს დე­დას­თან, მსა­ხი­ობ ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ან­თან ერ­თად, ტომა, თა­მარ კვერ­ნა­ძე კი თბი­ლის­ში ქა­ლიშ­ვილს, მა­რი­ამს ზრდის. მე­გობ­რებს შო­რის მან­ძი­ლი დი­დია, მაგ­რამ სა­ერ­თო გეგ­მე­ბი­სა და ოც­ნე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მათ სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბა, ოპ­ტი­მიზ­მი და ამე­რი­კა ეხ­მა­რე­ბა.

მაკა:

- გა­და­ვახ­ტეთ წლებს და 2017 წლის 9 დე­კემ­ბრით და­ვი­წყოთ სა­უ­ბა­რი. ამ დღეს შენი ოც­ნე­ბა ახდა.

- ეს დღე დიდ­ხანს მე­ყო­ფა ენერ­გი­ად. მე და ტომა ბავ­შვო­ბი­დან ვფიქ­რობ­დით სა­ერ­თო გა­მო­ფე­ნის გა­მარ­თვა­ზე, მაგ­რამ ეს ოც­ნე­ბა უფრო იყო, ვიდ­რე გეგ­მა. ახლა, რო­დე­საც გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვამ ყვე­ლა ჩემს იმედს გა­და­ა­ჭარ­ბა, ვიცი, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. ოპ­ტი­მიზ­მი არას­დროს მაკ­ლდა, მაგ­რამ ამე­რი­კამ სულ სხვა, ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ა­ჩი­ნა ჩემს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში. ეს ქვე­ყა­ნა ყო­ველ­თვის გაძ­ლევს შანსს აკე­თო ის, რაც მთე­ლი გუ­ლით გინ­და.

- გა­მო­ფე­ნა­ზე შენი შექ­მნი­ლი ნაქ­სო­ვი სა­მო­სი და ტო­მას სამ­კა­უ­ლე­ბი გა­ი­ტა­ნეთ.

- დიახ და მინ­და, სი­ა­მა­ყით გან­ვა­ცხა­დო, რომ კო­ლექ­ცი­ამ დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, ყვე­ლა ექ­სპო­ნა­ტი გა­ი­ყი­და. ქარ­თვე­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი არ გამ­კვირ­ვე­ბია, მაგ­რამ ამე­რი­კე­ლე­ბი რო­გორ შეხ­ვდე­ბოდ­ნენ მათ­თვის უც­ნო­ბი ავ­ტო­რე­ბის ნა­მუ­შევ­რებს, არ ვი­ცო­დი და ვღე­ლავ­დი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ მათი ინ­ტე­რე­სი ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის მი­მართ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია; ისი­ნი არც მათ­თვის ეგ­ზო­ტი­კუ­რი ხა­ზე­ბის, ჩუ­ქურ­თმის, აქ­სე­სუ­ა­რის ტა­რე­ბას ერი­დე­ბი­ან. ამი­ტო­მაც, ტო­მას შექ­მნი­ლი ქარ­თუ­ლი ხა­ზე­ბით მდი­და­რი სამ­კა­უ­ლე­ბი ამე­რი­კე­ლებ­მაც შე­ი­ძი­ნეს და ერთი სული ჰქონ­დათ, რო­დის გა­ი­კე­თებ­დნენ, რად­გან მხო­ლოდ გა­მო­ფე­ნის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ნა­ყი­დი ნივ­თი ჩა­მო­ეხ­სნათ ექ­სპო­ზი­ცი­ი­დან.

- ტო­მამ გა­მო­ფე­ნის­თვის თბი­ლის­ში იმუ­შა­ვა?

- ტო­მას ჯერ არ უმოგ­ზა­უ­რია ამე­რი­კა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, მზრუნ­ვე­ლი ძმა აქ, ამე­რი­კის ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობს. ტომა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დი­ზა­ი­ნე­რია. ის თა­ვი­დან­ვე სა­მოს­ზე მუ­შა­ობ­და და რამ­დე­ნი­მე გა­მო­ფე­ნაც გა­მარ­თა თბი­ლის­ში, მაგ­რამ ბოლო ხა­ნებ­ში აღარ თუ ვე­ღარ აქ­ტი­უ­რობ­და. რო­გორც ჩანს, თბი­ლი­სუ­რი გა­რე­მო, დამ­თრგუნ­ვე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა არ­ცთუ დიდი ბე­დე­ნაა შე­მოქ­მე­დის­თვის, მაგ­რამ მე შე­ვუ­ძა­ხე და ამ­ყვა, რის­თვი­საც მად­ლო­ბე­ლი ვარ. გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და კო­ლექ­ცია ნელ-ნელა გა­მო­მიგ­ზავ­ნა. სუ­რა­თე­ბი­და­ნაც ჩანს, რო­გო­რი ფა­ქი­ზი ხე­ლო­ვა­ნია თამ­რი­კო კვერ­ნა­ძე. ახლა შე­დე­გი რომ ნახა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, უკვე და­გეგ­მი­ლი გა­მო­ფე­ნის­თვის ახალ კო­ლექ­ცი­ა­ზე და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას და ამე­რი­კა­საც ეწ­ვე­ვა.

- შენი სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლის მი­ზე­ზე­ბიც და­ა­ინ­ტე­რე­სებს მკი­თხველს.

- ორ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია აქ ვარ. 2015-ში წა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან. ჯერ ექ­ვსთვი­ა­ნი გა­მო­საც­დე­ლი ვადა და­ვუ­წე­სე თავს. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, შევ­ძლებ­დი თუ არა აქ ცხოვ­რე­ბას. დე­და­ჩე­მი, ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ა­ნი უკვე 12 წე­ლია, ნიუ-იორკშია. ასა­კი ემა­ტე­ბა, ახლა მის გვერ­დით უნდა ვიყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ძალ­ზე აქ­ტი­უ­რია და ბევრ კარგ საქ­მეს აკე­თებს. ნიუ-იორკში რომ ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი არ­სე­ბობს, პრინ­ციპ­ში, ხა­თუ­ნას დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

- ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრი, სა­დაც ქალ­ბა­ტო­ნი ხა­თუ­ნას თე­ატ­რია, ამე­რი­კე­ლის და­არ­სე­ბუ­ლია.

- არის ასე­თი ძა­ლი­ან კარ­გი ამე­რი­კე­ლი კაცი, ვიქ­ტორ სი­ლერ­სო­ნი, რო­მე­ლიც უზო­მო­დაა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლებ­ზე. ის ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს ჩვენს ადათ-წე­სებს, ჩო­ხო­სა­ნი­ცაა... ამ სიყ­ვა­რუ­ლის მი­ზე­ზი მისი მე­უღ­ლე ლიკა სი­ლერ­სო­ნი-ბახ­ტუ­რი­ძეა. ის პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბია და გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრის გახ­სნის იდეა გა­უჩ­ნდა, რო­მელ­შიც მე­უღ­ლე და­ეხ­მა­რა. 12 წლის წინ, რო­დე­საც ხა­თუ­ნა ჩა­მო­ვი­და ამე­რი­კა­ში, ამ ცენ­ტრში პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის­თვის დგამ­და სპექ­ტაკ­ლებს, მერე თე­ატ­რის გა­კე­თე­ბის იდე­აც და­ი­ბა­და. ეს მთლი­ა­ნად ენ­თუ­ზი­აზმზე ხდე­ბა, ამა­ში არა­ვინ არა­ფერს იღებს, არც ხა­თუ­ნა. ეს სუ­ლის­თვის, გამ­ძლე­ო­ბის­თვის, გა­დარ­ჩე­ნის­თვი­საა, სა­კუ­თარ ფეს­ვებს რომ არ მოვ­წყდეთ, ერ­თმა­ნე­თი ვნა­ხოთ, ხე­ლოვ­ნე­ბას ვემ­სა­ხუ­როთ და სხვე­ბიც ვა­ზი­ა­როთ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორია ხათუნა იოსელიანისა და მისი შვილის ცხოვრება მანჰეტენზე - "ეს სახლი ხათუნას ამერიკამ აჩუქა..."

როგორია ხათუნა იოსელიანისა და მისი შვილის ცხოვრება მანჰეტენზე - "ეს სახლი ხათუნას ამერიკამ აჩუქა..."

ეს ამბავი 45 წლის წინ, მეგობრობით დაიწყო თბილისის კლასიკური გიმნაზიის კედლებში და თავის ლოგიკურ კულმინაციას ნიუ-იორკის საშობაო გამოფენა-გაყიდვით მიაღწია. მაკა შენგელია ნიუ-იორკში ცხოვრობს დედასთან, მსახიობ ხათუნა იოსელიანთან ერთად, ტომა, თამარ კვერნაძე კი თბილისში ქალიშვილს, მარიამს ზრდის. მეგობრებს შორის მანძილი დიდია, მაგრამ საერთო გეგმებისა და ოცნებების განხორციელებაში მათ საკუთარი შემოქმედება, ოპტიმიზმი და ამერიკა ეხმარება.

მაკა:

- გადავახტეთ წლებს და 2017 წლის 9 დეკემბრით დავიწყოთ საუბარი. ამ დღეს შენი ოცნება ახდა.

- ეს დღე დიდხანს მეყოფა ენერგიად. მე და ტომა ბავშვობიდან ვფიქრობდით საერთო გამოფენის გამართვაზე, მაგრამ ეს ოცნება უფრო იყო, ვიდრე გეგმა. ახლა, როდესაც გამოფენა-გაყიდვამ ყველა ჩემს იმედს გადააჭარბა, ვიცი, შეუძლებელი არაფერია. ოპტიმიზმი არასდროს მაკლდა, მაგრამ ამერიკამ სულ სხვა, ახალი შესაძლებლობები გააჩინა ჩემს ცნობიერებაში. ეს ქვეყანა ყოველთვის გაძლევს შანსს აკეთო ის, რაც მთელი გულით გინდა.

- გამოფენაზე შენი შექმნილი ნაქსოვი სამოსი და ტომას სამკაულები გაიტანეთ.

- დიახ და მინდა, სიამაყით განვაცხადო, რომ კოლექციამ დიდი მოწონება დაიმსახურა, ყველა ექსპონატი გაიყიდა. ქართველების ინტერესი არ გამკვირვებია, მაგრამ ამერიკელები როგორ შეხვდებოდნენ მათთვის უცნობი ავტორების ნამუშევრებს, არ ვიცოდი და ვღელავდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი ინტერესი ხელნაკეთი ნივთების მიმართ საკმაოდ მაღალია; ისინი არც მათთვის ეგზოტიკური ხაზების, ჩუქურთმის, აქსესუარის ტარებას ერიდებიან. ამიტომაც, ტომას შექმნილი ქართული ხაზებით მდიდარი სამკაულები ამერიკელებმაც შეიძინეს და ერთი სული ჰქონდათ, როდის გაიკეთებდნენ, რადგან მხოლოდ გამოფენის დამთავრების შემდეგ მიეცათ საშუალება, ნაყიდი ნივთი ჩამოეხსნათ ექსპოზიციიდან.

- ტომამ გამოფენისთვის თბილისში იმუშავა?

- ტომას ჯერ არ უმოგზაურია ამერიკაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი არაჩვეულებრივი, მზრუნველი ძმა აქ, ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მუშაობს. ტომა პროფესიონალი დიზაინერია. ის თავიდანვე სამოსზე მუშაობდა და რამდენიმე გამოფენაც გამართა თბილისში, მაგრამ ბოლო ხანებში აღარ თუ ვეღარ აქტიურობდა. როგორც ჩანს, თბილისური გარემო, დამთრგუნველი ყოველდღიურობა არცთუ დიდი ბედენაა შემოქმედისთვის, მაგრამ მე შევუძახე და ამყვა, რისთვისაც მადლობელი ვარ. გაზაფხულზე დაიწყო მუშაობა და კოლექცია ნელ-ნელა გამომიგზავნა. სურათებიდანაც ჩანს, როგორი ფაქიზი ხელოვანია თამრიკო კვერნაძე. ახლა შედეგი რომ ნახა, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, უკვე დაგეგმილი გამოფენისთვის ახალ კოლექციაზე დაიწყებს მუშაობას და ამერიკასაც ეწვევა.

- შენი საქართველოდან წასვლის მიზეზებიც დააინტერესებს მკითხველს.

- ორწელიწად-ნახევარია აქ ვარ. 2015-ში წამოვედი საქართველოდან. ჯერ ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადა დავუწესე თავს. მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა აქ ცხოვრებას. დედაჩემი, ხათუნა იოსელიანი უკვე 12 წელია, ნიუ-იორკშია. ასაკი ემატება, ახლა მის გვერდით უნდა ვიყო, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალზე აქტიურია და ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. ნიუ-იორკში რომ ერთადერთი ქართული თეატრი არსებობს, პრინციპში, ხათუნას დამსახურებაა.

- ქართული კულტურის ცენტრი, სადაც ქალბატონი ხათუნას თეატრია, ამერიკელის დაარსებულია.

- არის ასეთი ძალიან კარგი ამერიკელი კაცი, ვიქტორ სილერსონი, რომელიც უზომოდაა შეყვარებული საქართველოსა და ქართველებზე. ის ძალიან კარგად იცნობს ჩვენს ადათ-წესებს, ჩოხოსანიცაა... ამ სიყვარულის მიზეზი მისი მეუღლე ლიკა სილერსონი-ბახტურიძეა. ის პროფესიით მსახიობია და გასაკვირი არ არის, რომ ქართული კულტურის ცენტრის გახსნის იდეა გაუჩნდა, რომელშიც მეუღლე დაეხმარა. 12 წლის წინ, როდესაც ხათუნა ჩამოვიდა ამერიკაში, ამ ცენტრში პატარა ბავშვებისთვის დგამდა სპექტაკლებს, მერე თეატრის გაკეთების იდეაც დაიბადა. ეს მთლიანად ენთუზიაზმზე ხდება, ამაში არავინ არაფერს იღებს, არც ხათუნა. ეს სულისთვის, გამძლეობისთვის, გადარჩენისთვისაა, საკუთარ ფესვებს რომ არ მოვწყდეთ, ერთმანეთი ვნახოთ, ხელოვნებას ვემსახუროთ და სხვებიც ვაზიაროთ... განაგრძეთ კითხვა

როგორ გამოიყურებოდნენ ნუნუკა თამაზაშვილი და ანუკი არეშიძე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე (ფოტოები)

სოფელ გუმათში საპოლიციო ძალების მობილიზებაა

როგორ გამოიყურებოდა ნუნუკა თამაზაშვილი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე - ფოტოები