სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პრეზიდენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო
პრეზიდენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო

პრე­ზი­დენ­ტმა "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექტს ვეტო და­ა­დო. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა.

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა უფარ­თოვ­დე­ბა და შე­ეძ­ლე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი, მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი ასიგ­ნე­ბე­ბი დამ­წყე­ბი სა­წარ­მო­ე­ბის (სტარ­ტე­პე­ბი) წა­ხა­ლი­სე­ბის, (ტელე, რა­დიო და ონ­ლა­ინ პრო­დუქ­ცი­ის) ინო­ვა­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, მა­უ­წყებ­ლო­ბის სფე­რო­ში გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ზე მი­მარ­თოს. ამას­თან, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში და­საშ­ვე­ბი ხდე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა სა­მუ­შაო დღე­ებ­ში.

გარ­და ამი­სა, "სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი არ გავ­რცელ­დე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კერ­ძო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბულ პროგ­რა­მა­ზე, რომ­ლებ­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთე­რის არა­ნაკ­ლებ 25% და­ეთ­მო­ბა. "სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ასე­ვე არ გავ­რცელ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყებ­ლის ეთე­რით გა­და­სა­ცე­მი გა­და­ცე­მე­ბის, ფილ­მე­ბის, სე­რი­ა­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე.

"მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ არის ინი­ცი­რე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პრეზიდენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში.

გარდა ამისა, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."