სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რუსთავში მამაკაცი ორსული 20 წლის მეუღლის ცემის ფაქტზე დააკავეს
რუსთავში მამაკაცი ორსული 20 წლის მეუღლის ცემის ფაქტზე დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით, 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი რ.თ. რუს­თავ­ში და­ა­კა­ვეს.

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლი 3 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა 9 თვის ორ­სულ მე­უღ­ლეს - 1998 წელს და­ბა­დე­ბულ თ.გ.-ს. და­კა­ვე­ბულ­მა მსგავ­სი ქმე­დე­ბა გა­სულ წელ­საც ჩა­ი­დი­ნა, რის გა­მოც პო­ლი­ცი­ამ რ.თ.-ს მი­მართ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­წე­რა.

გა­მო­ძი­ე­ბა ორ­სუ­ლი ქა­ლის მი­მართ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და "ე" ქვე­პუნ­ქტე­ბით", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რუსთავში მამაკაცი ორსული 20 წლის მეუღლის ცემის ფაქტზე დააკავეს

რუსთავში მამაკაცი ორსული 20 წლის მეუღლის ცემის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.თ. რუსთავში დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 9 თვის ორსულ მეუღლეს - 1998 წელს დაბადებულ თ.გ.-ს. დაკავებულმა მსგავსი ქმედება გასულ წელსაც ჩაიდინა, რის გამოც პოლიციამ რ.თ.-ს მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა.

გამოძიება ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ დაკავების კადრები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ