სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ოსური მხარე ახალგორში "საბაჟო პუნქტს" ხსნის - რა გეგმა აქვს ბიბილოვს?
ოსური მხარე ახალგორში "საბაჟო პუნქტს" ხსნის - რა გეგმა აქვს ბიბილოვს?

მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი "სამ­ხრეთ ოსე­თი" ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში გამ­შვებ პუნ­ქტ "რაზ­და­ხან­ზე", ე.წ. სა­ბა­ჟო პუნ­ქტს გახ­სნის. ამის შე­სა­ხებ სამ­შა­ბათს, ე.წ. სა­ბა­ჟო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა მუ­რატ ცხოვ­რე­ბოვ­მა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს­თან "სა­ზღვარ­ზე" სა­ბა­ჟო პუნ­ქტის გახ­სნის იდეა სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­მო­სუ­ლი ტვირ­თე­ბის მო­ცუ­ლო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის შემ­დეგ გაჩ­ნდა, ვი­ნა­ი­დან აქამ­დე ამ ტვირ­თებს არა­ნა­ი­რი გა­და­სა­ხა­დი არ ემა­ტე­ბო­და.

ცხოვ­რე­ბო­ვის თქმით­ვე, პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე კვი­რას დას­რულ­დე­ბა. ოსი ე.წ. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის თქმით, მისი ე.წ. უწყე­ბი­სა და "სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტის მო­ნი­ტო­რინ­გის" თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, გა­და­სა­ტა­ნი ტვირ­თე­ბის ხა­რისხს შე­ა­მოწ­მებს. ამ პრო­ცეს­ში ასე­ვე ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბი­ან რეს­პუბ­ლი­კის "სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი...

ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბით, უკვე და­წყე­ბუ­ლია მუ­შა­ო­ბა იმა­ზე, თუ რა ფუნ­ქცი­ე­ბი და­ე­კის­რე­ბა ახ­ლად­შექ­მნილ "სა­ბა­ჟო პუნ­ქტს..." ცხოვ­რე­ბო­ვის თქმით, ეს არის სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც ცხინ­ვა­ლის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებს. ის თან­და­თან, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ კო­რექ­ტირ­დე­ბა. ასე­ვე, თუ სი­ტუ­ა­ცი­ამ მო­ი­თხო­ვა, - "სა­ბა­ჟო პუნ­ქტი", შე­საძ­ლოა სხვა ად­გი­ლას გა­და­ი­ტა­ნონ.

ცხოვ­რე­ბო­ვის თქმით, ე.წ. გამ­შვებ პუნ­ქტზე, ხელ­ბარ­გის ქვეშ, რეს­პუბ­ლი­კა­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ბოსტნე­უ­ლის, ხი­ლი­სა და მწვა­ნი­ლის ნა­კა­დი შე­დის, რომ­ლის კონ­ტრო­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ის "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კონ­ტრა­ბან­დაა"... ოსუ­რი მე­დი­ის თქმით, აქამ­დე მას, ე.წ. მე­სა­ზღვე­ე­ბი აკონ­ტრო­ლებ­დნენ. თუმ­ცა, უწყე­ბის ჯგუ­ფი, ხელ­ბარ­გს არ ამოწ­მებ­და, - არა­და, ად­გი­ლობ­რი­ვი "კა­ნო­ნის" თა­ნახ­მად, - ერთ და­რე­გის­ტრი­რე­ბულ მგზავრს, 50-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ბარ­გის გა­და­ტა­ნის უფ­ლე­ბა აქვს, თუმ­ცა, იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ხელ­ბარ­გი­ა­ნი მგზავ­რე­ბი "კა­ნონს არ­ღვე­ვენ".

ოსურ მე­დი­ას, ახა­ლი უწყე­ბის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბის არ სჯე­რა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში, და­მა­ტე­ბი­თი ფუ­ლის კე­თე­ბის შან­სი აქვს, - "ეტყო­ბა, ახლა ახა­ლი კლა­ნი შე­მო­დის მოქ­მე­დე­ბა­ში, - მე­სა­ზღვრე­ებს ამ სფე­როს კონ­ტრო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ­თმე­ვენ და ეს მომ­გე­ბი­ა­ნი ფუნ­ქცია მე­ბა­ჟე­ებს ეძ­ლე­ვათ, რო­მელ­საც ვი­ღაც ახა­ლი ჯგუ­ფი კუ­რი­რებს... ოფი­ცი­ა­ლურ გა­და­სა­ხადს, მე­ბა­ჟე­ე­ბიც არ და­ა­წე­სე­ბენ, რაც კო­რუფ­ცი­ის ალ­ბა­თო­ბას ზრდის.

არა­და, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა, კონ­ტრა­ბან­და მო­ის­პოს, - ამის­თვის სა­ჭი­როა შე­მოწ­მდეს ხელ­ბარ­გი. მა­გა­ლი­თად, საკ­მა­რი­სია 50 კი­ლოგ­რა­მი­ან ხელ­ბარ­გში ამა­ვე რა­ო­დე­ნო­ბის ქინ­ძი იყოს, ეს უკვე არა­ლე­გა­ლუ­რი ტვირ­თია... თუმ­ცა, საქ­მე ის არის, რომ რეს­პუბ­ლი­კას ჯერ­ჯე­რო­ბით ამის აკ­რძალ­ვის უფ­ლე­ბა და მით უფრო მო­ტი­ვი არ აქვს, - ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე, სწო­რედ ამ გზით შე­მო­ტა­ნილ პრო­დუქ­ცი­ას წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს, რუ­სე­თი­დან მსგავ­სი პრო­დუქ­ტის მი­წო­დე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე ძვი­რი ჯდე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა კი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ გან­ვი­თარ­და ისე, რომ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს" - წერს ოსუ­რი მე­დია.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტის მი­მართ, თა­ვი­დან­ვე სკეპ­ტი­კუ­რად არი­ან გან­წყო­ბი­ლი, - "წი­ნას­წარ ვი­ცით, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ნა­წარ­მის სა­ბა­ჟო­ზე გად­მო­ტა­ნის პრო­ცე­სი გამჭვირ­ვა­ლე არას­დროს გახ­დე­ბა; არც მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი წავა სა­ხელ­მწი­ფოს ბი­უ­ჯეტ­ში, - მას კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი სა­კუ­თარ ჯი­ბე­ებ­ში გა­და­ი­ნა­წი­ლე­ბენ. ქარ­თუ­ლი იმ­პორ­ტი, ძვე­ლე­ბუ­რად, "ნაც­რის­ფე­რი სქე­მით" გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ვე­ღარც კო­რუფ­ცია გაქ­რე­ბა, რად­გან ამის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ არ­სე­ბობს..." - მი­აჩ­ნი­ათ მათ.

თუმ­ცა, არ­სე­ბობს კი­დევ ერთი, უფრო "ოპ­ტი­მის­ტუ­რი" ვერ­სია, - ამ უწყე­ბის შექ­მნის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, სხვა შე­დე­გი დად­გეს - ანუ პრე­ტენ­ზი­ე­ბი სა­ქო­ნელ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ი­მა­ტებს, ისე­ვე, რო­გორც მო­ი­მა­ტებს სა­ქონ­ლის შემ­მოწ­მე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რა­მაც შე­საძ­ლოა, კონ­ტრა­ბან­და შე­ამ­ცი­როს...

"ცხა­დია, ძნე­ლია, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო და სა­ბა­ჟო ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში პრო­დუქ­ცი­ის სრულ­ყო­ფი­ლად მო­ნი­ტი­რონგს შეძ­ლე­ბენ, რად­გან საქ­მე ეხე­ბა ხელ­ბარ­გს და ყვე­ლა ჩან­თის სა­თი­თა­ოდ შე­მოწ­მე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ცდად მა­ინც ღირს"- წე­რენ ისი­ნი.

რო­გორც ჩანს, ბოლო დროს ახალ­გო­რის ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ინ­ტეგ­რა­ცია, ბი­ბი­ლო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სუს­ტი წერ­ტი­ლია, - კი­დევ ერთი სი­ახ­ლე, რა­ზეც ცხოვ­რე­ბო­ვი აქ­ცენტს აკე­თებს, არის სა­ქარ­თვე­ლო­დან, კონ­კრე­ტუ­ლად ლე­ნინ­გო­რის სა­ბა­ჟო­ზე, ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ტის შე­მო­ტა­ნის აკ­რძალ­ვა. ასე­ვე, აიკ­რძა­ლე­ბა სა­ქონ­ლის შე­მოყ­ვა­ნაც... ცოტა უფრო შორს თუ წა­ვალთ, საქ­მე ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან და სამ­ხრეთ ოსე­თი­დან, ფერ­მე­რე­ბი, რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში, ზა­ფხუ­ლის სა­ძოვ­რებ­ზე თა­ვის სა­ქო­ნელს ერე­კე­ბოდ­ნენ, - შე­მოდ­გო­მა­ზე კი - დუ­შეთ­ში.

ოსუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ეს რა­ღაც გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვაა, რად­გან სხვა "სა­და­ვო ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე" ასე­თი რამ არ ხდე­ბა - თუ იმ ექ­სპერ­ტე­ბის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას არ ჩავ­თვლით, რომ­ლე­ბიც ამ კონ­ფლიქ­ტებს ჯერ კი­დევ პოსტსაბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან ადევ­ნებ­დნენ თვალს, ეს ამ­ბა­ვი ბევ­რის გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს.

"ზო­გა­დად, სა­ზღვრის­პი­რა ხაზ­ზე, ქარ­თვე­ლებ­სა და ოსებს შო­რის ახლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, ასე­ვე იქ არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი­სა და ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე რომ ლე­გენ­დე­ბი და­დის, ეს ახა­ლი არ არის. ეს ერ­თის მხრივ, 2008 წლის, აგ­ვის­ტოს 5-დღი­ა­ნი ომის შემ­დეგ, ლე­ნინ­გო­რის რა­ი­ონ­ში, ედუ­არდ კო­კო­ი­თის ქარ­თულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ვი­ზი­ტის პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბაა. კო­კო­ით­მა, მა­შინ, ქარ­თულ მო­სახ­ლე­ო­ბას გა­რან­ტია მის­ცა, რომ მათი უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბო­და; ისი­ნი, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას მშობ­ლი­ურ ენა­ზე შეძ­ლებ­დნენ; ასე­ვე, თა­ვი­სუფ­ლად შეძ­ლებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ად­გი­ლე­ბას და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­ეძ­ლოთ, პი­რა­დად მისი მხარ­და­ჭე­რის იმე­დიც ჰქო­ნო­დათ..." - წერს ოსუ­რი მე­დია.

თუმ­ცა, ოსუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით­ვე, ამ ის­ტო­რი­ას, გაგ­რძე­ლე­ბა არ ჰქო­ნია, - კო­კო­ი­თის და­პი­რე­ბას რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი ვერ მოჰ­ყვა, - მისი ჩა­ნა­ფიქ­რი, ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა "სამ­ხრეთ ოსე­თის" რეს­პუბ­ლი­კა­ში "გად­მო­ე­ბი­რე­ბი­ნათ" და მათი სრუ­ლად ინ­ტეგ­რა­ცია მომ­ხდა­რი­ყო, ჩა­ვარ­და... ისი­ნი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში, ისევ "არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი კუნ­ძუ­ლის" არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სით გა­ნაგ­რძო­ბენ ცხოვ­რე­ბას.

"ცხა­დია, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სურ­ვი­ლის გა­რე­შე, ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი და ქარ­თვე­ლი და ოსი ფერ­მე­რე­ბის სა­ქონ­ლის ერ­თობ­ლი­ვი გა­და­რეკ­ვე­ბი, ახ­ლად შექ­მნი­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ხელ­მწი­ფოს ნა­წი­ლი ვერ გახ­და... შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ცე­სე­ბი თან­და­თან, თუმ­ცა, შე­უ­პოვ­რად მი­დის იქით­კენ, რომ მათ არ­ჩე­ვა­ნი რო­მე­ლი­მე მხა­რის სა­სარ­გებ­ლოდ უნდა გა­ა­კე­თონ, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ვი­თა­რე­ბა მუდ­მი­ვად და­ძა­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და ყვე­ლა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი, მხო­ლოდ ქა­ღალ­დზე დარ­ჩე­ბა", - მი­აჩ­ნია ოსურ მე­დი­ას.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ოსური მხარე ახალგორში "საბაჟო პუნქტს" ხსნის - რა გეგმა აქვს ბიბილოვს?

ოსური მხარე ახალგორში "საბაჟო პუნქტს" ხსნის - რა გეგმა აქვს ბიბილოვს?

მიმდინარე კვირაში, ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთი" ახალგორის რაიონში გამშვებ პუნქტ "რაზდახანზე", ე.წ. საბაჟო პუნქტს გახსნის. ამის შესახებ სამშაბათს, ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა მურატ ცხოვრებოვმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთან "საზღვარზე" საბაჟო პუნქტის გახსნის იდეა საქართველოდან შემოსული ტვირთების მოცულობის მონიტორინგის შემდეგ გაჩნდა, ვინაიდან აქამდე ამ ტვირთებს არანაირი გადასახადი არ ემატებოდა.

ცხოვრებოვის თქმითვე, პროექტი მიმდინარე კვირას დასრულდება. ოსი ე.წ. მაღალჩინოსნის თქმით, მისი ე.წ. უწყებისა და "სოფლის მეურნეობის პროდუქტის მონიტორინგის" თანამშრომლებთან ერთად, გადასატანი ტვირთების ხარისხს შეამოწმებს. ამ პროცესში ასევე ჩართული იქნებიან რესპუბლიკის "სოფლის მეურნეობის სამინისტროს" თანამშრომლები...

ადგილობრივი მაღალჩინოსნების განცხადებით, უკვე დაწყებულია მუშაობა იმაზე, თუ რა ფუნქციები დაეკისრება ახლადშექმნილ "საბაჟო პუნქტს..." ცხოვრებოვის თქმით, ეს არის საპილოტე პროექტი, რომელზეც ცხინვალის ე.წ. ხელმძღვანელობა დიდ იმედებს ამყარებს. ის თანდათან, მუშაობის პროცესში, საჭიროებისამებრ კორექტირდება. ასევე, თუ სიტუაციამ მოითხოვა, - "საბაჟო პუნქტი", შესაძლოა სხვა ადგილას გადაიტანონ.

ცხოვრებოვის თქმით, ე.წ. გამშვებ პუნქტზე, ხელბარგის ქვეშ, რესპუბლიკაში დიდი რაოდენობით ბოსტნეულის, ხილისა და მწვანილის ნაკადი შედის, რომლის კონტროლიც აუცილებელია, რადგან ის "ჩვეულებრივი კონტრაბანდაა"... ოსური მედიის თქმით, აქამდე მას, ე.წ. მესაზღვეები აკონტროლებდნენ. თუმცა, უწყების ჯგუფი, ხელბარგს არ ამოწმებდა, - არადა, ადგილობრივი "კანონის" თანახმად, - ერთ დარეგისტრირებულ მგზავრს, 50-კილოგრამიანი ბარგის გადატანის უფლება აქვს, თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც ხელბარგიანი მგზავრები "კანონს არღვევენ".

ოსურ მედიას, ახალი უწყების გამართულად მუშაობის არ სჯერა. მათი ინფორმაციით, "ახალ ხელისუფლებას ახალი ინიციატივის ფარგლებში, დამატებითი ფულის კეთების შანსი აქვს, - "ეტყობა, ახლა ახალი კლანი შემოდის მოქმედებაში, - მესაზღვრეებს ამ სფეროს კონტროლის საშუალებას ართმევენ და ეს მომგებიანი ფუნქცია მებაჟეებს ეძლევათ, რომელსაც ვიღაც ახალი ჯგუფი კურირებს... ოფიციალურ გადასახადს, მებაჟეებიც არ დააწესებენ, რაც კორუფციის ალბათობას ზრდის.

არადა, ძალიან მარტივად შეიძლება, კონტრაბანდა მოისპოს, - ამისთვის საჭიროა შემოწმდეს ხელბარგი. მაგალითად, საკმარისია 50 კილოგრამიან ხელბარგში ამავე რაოდენობის ქინძი იყოს, ეს უკვე არალეგალური ტვირთია... თუმცა, საქმე ის არის, რომ რესპუბლიკას ჯერჯერობით ამის აკრძალვის უფლება და მით უფრო მოტივი არ აქვს, - ადგილობრივ ბაზარზე, სწორედ ამ გზით შემოტანილ პროდუქციას წამყვანი ადგილი უჭირავს, რუსეთიდან მსგავსი პროდუქტის მიწოდება რამდენჯერმე ძვირი ჯდება. ადგილობრივი წარმოება კი, წლების განმავლობაში ვერ განვითარდა ისე, რომ ცხინვალის რეგიონის მოთხოვნა დააკმაყოფილოს" - წერს ოსური მედია.

მათივე ცნობით, საპილოტე პროექტის მიმართ, თავიდანვე სკეპტიკურად არიან განწყობილი, - "წინასწარ ვიცით, რომ სოფლის მეურნეობის ნაწარმის საბაჟოზე გადმოტანის პროცესი გამჭვირვალე არასდროს გახდება; არც მიღებული შემოსავალი წავა სახელმწიფოს ბიუჯეტში, - მას კონკრეტული პირები საკუთარ ჯიბეებში გადაინაწილებენ. ქართული იმპორტი, ძველებურად, "ნაცრისფერი სქემით" განხორციელდება და ვეღარც კორუფცია გაქრება, რადგან ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს..." - მიაჩნიათ მათ.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი, უფრო "ოპტიმისტური" ვერსია, - ამ უწყების შექმნის შემდეგ, შესაძლოა, სხვა შედეგი დადგეს - ანუ პრეტენზიები საქონელთან დაკავშირებით მოიმატებს, ისევე, როგორც მოიმატებს საქონლის შემმოწმებელთა რაოდენობა, რამაც შესაძლოა, კონტრაბანდა შეამციროს...

"ცხადია, ძნელია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საბაჟო ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის სრულყოფილად მონიტირონგს შეძლებენ, რადგან საქმე ეხება ხელბარგს და ყველა ჩანთის სათითაოდ შემოწმება შეუძლებელია, მაგრამ ცდად მაინც ღირს"- წერენ ისინი.

როგორც ჩანს, ბოლო დროს ახალგორის ცხინვალის რეგიონში ინტეგრაცია, ბიბილოვის ხელისუფლების სუსტი წერტილია, - კიდევ ერთი სიახლე, რაზეც ცხოვრებოვი აქცენტს აკეთებს, არის საქართველოდან, კონკრეტულად ლენინგორის საბაჟოზე, ცხოველური წარმოების პროდუქტის შემოტანის აკრძალვა. ასევე, აიკრძალება საქონლის შემოყვანაც... ცოტა უფრო შორს თუ წავალთ, საქმე ის არის, რომ საქართველოდან და სამხრეთ ოსეთიდან, ფერმერები, რვა წლის განმავლობაში, ახალგორის რაიონში, ზაფხულის საძოვრებზე თავის საქონელს ერეკებოდნენ, - შემოდგომაზე კი - დუშეთში.

ოსური მედიის ცნობით, ეს რაღაც გამონაკლისი შემთხვევაა, რადგან სხვა "სადავო ტერიტორიებზე" ასეთი რამ არ ხდება - თუ იმ ექსპერტების აღფრთოვანებას არ ჩავთვლით, რომლებიც ამ კონფლიქტებს ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა პერიოდიდან ადევნებდნენ თვალს, ეს ამბავი ბევრის გაოცებას იწვევს.

"ზოგადად, საზღვრისპირა ხაზზე, ქართველებსა და ოსებს შორის ახლო ურთიერთობებზე, ასევე იქ არსებული ქართული სკოლებისა და ქართულენოვანი მოსახლეობის მიმართ დამოკიდებულებაზე რომ ლეგენდები დადის, ეს ახალი არ არის. ეს ერთის მხრივ, 2008 წლის, აგვისტოს 5-დღიანი ომის შემდეგ, ლენინგორის რაიონში, ედუარდ კოკოითის ქართულ მოსახლეობასთან ვიზიტის პოლიტიკის გაგრძელებაა. კოკოითმა, მაშინ, ქართულ მოსახლეობას გარანტია მისცა, რომ მათი უფლებები დაცული იქნებოდა; ისინი, განათლების მიღებას მშობლიურ ენაზე შეძლებდნენ; ასევე, თავისუფლად შეძლებდნენ საქართველოში გადაადგილებას და საჭიროების შემთხვევაში, შეეძლოთ, პირადად მისი მხარდაჭერის იმედიც ჰქონოდათ..." - წერს ოსური მედია.

თუმცა, ოსური მედიის ცნობითვე, ამ ისტორიას, გაგრძელება არ ჰქონია, - კოკოითის დაპირებას რეალური შედეგი ვერ მოჰყვა, - მისი ჩანაფიქრი, ქართული მოსახლეობა "სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკაში "გადმოებირებინათ" და მათი სრულად ინტეგრაცია მომხდარიყო, ჩავარდა... ისინი კონფლიქტის ზონაში, ისევ "არაოფიციალური კუნძულის" არაოფიციალური სტატუსით განაგრძობენ ცხოვრებას.

"ცხადია, ამ ადამიანების ცხინვალის რეგიონში ინტეგრაციის სურვილის გარეშე, ქართული სკოლები და ქართველი და ოსი ფერმერების საქონლის ერთობლივი გადარეკვები, ახლად შექმნილი სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს ნაწილი ვერ გახდა... შესაბამისად, პროცესები თანდათან, თუმცა, შეუპოვრად მიდის იქითკენ, რომ მათ არჩევანი რომელიმე მხარის სასარგებლოდ უნდა გააკეთონ, სხვა შემთხვევაში, ვითარება მუდმივად დაძაბული იქნება და ყველანაირი კანონი, მხოლოდ ქაღალდზე დარჩება", - მიაჩნია ოსურ მედიას.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?