სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რამზან კადიროვი: "რუსეთისკენ მიმავალმა ტერორისტებმა, უკვე საქართველომდე ჩააღწიეს..."
რამზან კადიროვი: "რუსეთისკენ მიმავალმა ტერორისტებმა, უკვე საქართველომდე ჩააღწიეს..."

"ვი­პო­ვით და გა­ვა­ნად­გუ­რებთ" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტე­რო­რის­ტე­ბის შე­საძ­ლო მოხ­ვედ­რას... რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, კა­დი­რო­ვი "ხა­ლი­ფა­ტის და­ცე­მის" შემ­დეგ, რუ­სეთ­ში საკ­მა­ოდ ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ფი­გუ­რა გახ­და, რად­გან ერაყ­სა და სი­რი­ი­დან წა­მო­სუ­ლი ISIS-ის წევ­რე­ბის ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ, მას თა­ვი­სი "კა­დი­როვ­ცე­ბის" სა­შუ­ა­ლე­ბით, საკ­მა­ოდ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვს.

თა­ვად ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი აცხა­დებს, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩეჩ­ნე­თი­სა და ზო­გა­დად, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვა­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის შე­სა­ხებ სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს. მი­სი­ვე თქმით, - ბო­ე­ვი­კე­ბი რუ­სე­თის მო­სა­ზღვრე ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, თუმ­ცა, რუსი სა­მარ­თალ­და­ცა­ვე­ბი მზად არი­ან ისი­ნი სა­ზღვარ­თან­ვე გა­ა­ნად­გუ­რონ. "ამ საფრ­თხის შე­სა­ხებ უკვე ისა­უბ­რეს ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა და რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ალექ­სან­დრ ბორტნი­კოვ­მა, რომ­ლებ­მაც რა­დი­კა­ლი ის­ლა­მის­ტე­ბის მი­მართ რუსი ძა­ლოვ­ნე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლეს", - დას­ძენს კა­დი­რო­ვი.

"ერაყ­სა და სი­რი­ა­ში ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნი­ლი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წევ­რე­ბი რუ­სე­თის­კენ და­იძ­რნენ. ჩვენ კი ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის­გან და­ვიც­ვათ..." - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა ბორტნი­კოვ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ.

თა­ვის მხრივ, კა­დი­რო­ვი აცხა­დებს, რომ ჩე­ჩე­ნი ძა­ლოვ­ნე­ბი ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბის "დახ­ვედ­რის­თვის" მზად არი­ან, "თუმ­ცა, საქ­მე ის არის, რომ რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვალ­მა ტე­რო­რის­ტებ­მა უკვე სა­ქარ­თვე­ლომ­დე ჩა­აღ­წი­ეს" - ამის შე­სა­ხებ კა­დი­როვ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია НТВ-ს პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ შა­ი­თა­ნე­ბის ლო­ზუნ­გე­ბი მო­ვის­მი­ნეთ, სა­დაც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, - ჩა­ვალთ რუ­სეთ­ში და ვა­ნა­ხებთ მათ, რო­გორ ფეთ­ქდე­ბა და ნად­გურ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი გარ­შე­მო... ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე შა­ი­თან­ზე, რო­მელ­თაც ჩეჩ­ნეთ­ში ტე­რაქ­ტე­ბის მო­წყო­ბა და­ა­ვა­ლეს... ვიცი, რომ ისი­ნი უკვე ჩა­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში, და ვე­ლო­დე­ბით მათ აქ. რო­გორც კი გა­და­ლა­ხა­ვენ სა­ზღვარს, მა­შინ­ვე ავიყ­ვანთ და გა­ვა­ნად­გუ­რებთ...", - გა­ნა­ცხა­და კა­დი­როვ­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში.

მი­სი­ვე თქმით, ისი­ნი სრუ­ლად აკონ­ტრო­ლე­ბენ ყვე­ლა შე­სას­ვლელ-გა­სას­ვლელს, აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, სად არი­ან და რას აკე­თე­ბენ. კა­დი­რო­ვის თქმით, ჩე­ჩე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მზად არი­ან მათი შე­მოს­ვლა აღ­კვე­თონ.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მის პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ეხე­ბა ავ­ღა­ნეთს, ტა­ჯი­კეთს, თურ­ქმე­ნეთ­სა და უზ­ბე­კეთს, სა­დაც "ია­ტაკ­ქვე­შა ტე­რო­რიზ­მმა" პო­ზი­ცი­ე­ბი გა­იმ­ყა­რა, რაც რო­გორც და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს, რუ­სეთ­საც უქ­მნის სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს.

"ჩვენ ვხე­დავთ, რომ ქა­ბულ­ში, ცენ­ტრა­ლურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა და მზად ვართ ამ მხარ­და­ჭე­რის­თვის, ისე, რო­გორც ამას გა­სულ წელს ვა­კე­თებ­დით. ასე­ვე მზად ვართ, მო­ვამ­ზა­დოთ მათი კად­რე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, მი­ვა­წო­დოთ სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა" - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

ალექ­სან­დრე ბორტნი­კო­ვის თქმით, მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­რი­ა­სა და ერა­ყის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, ტე­რო­რიზ­მთან კავ­შირ­ში მყო­ფე­ბი ლტოლ­ვი­ლის სა­ხე­ლით სარ­გებ­ლო­ბას აპი­რე­ბენ, რათა ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში, იქი­დან კი რუ­სეთ­ში აღ­მოჩ­ნდნენ.

"ჩვენ მათ თვალ­ყურს ვა­დევ­ნებთ. ისი­ნი რუ­სეთ­ში შრო­მი­თი მიგ­რან­ტე­ბი­სა და ტუ­რის­ტე­ბის სტა­ტუ­სი­თაც ჩა­მო­დი­ან. სწო­რედ მათ გა­მო­სავ­ლე­ნად მუ­შა­ო­ბენ ჩვე­ნი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან, მათ შო­რის დსთ-ს ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან ერ­თად" - აღ­ნიშ­ნავს ბორტნი­კო­ვი, რომ­ლის თქმი­თაც, რუს­მა ძა­ლოვ­ნებ­მა ბოლო რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ტე­რო­რიზ­მთან კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით, 300-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

რუსი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის თქმით, დსთ-ს ქვეყ­ნე­ბი­დან 20 ათა­სამ­დე მო­ქა­ლა­ქე, ექ­სტრე­მის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან კავ­შირ­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნილ­ნი. ისი­ნი კონ­ტროლ­ზე სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თი­სას აიყ­ვა­ნეს და ახლა მათ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი მუდ­მი­ვად უთ­ვალ­თვა­ლე­ბენ, რათა მათი გა­რე­მოც­ვა და ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტე­ბი შე­ის­წავ­ლონ...

რუ­სე­თის შიდა დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, სერ­გეი ნა­რიშ­კი­ნის თქმით, არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­თა­რე­ბა არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია, რად­გან ტე­რო­რიზ­მი მთელ მსოფ­ლი­ოს აზან­ზა­რებს. "ამას ემა­ტე­ბა, მსხვი­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბის მოქ­მე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მხრივ, პრობ­ლე­მებს კი­დევ უფრო აღ­რმა­ვე­ბენ... თუმ­ცა, ეს საფრ­თხე ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში", - აცხა­დებს ნა­რიშ­კი­ნი.

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის არა­ერ­თი დე­პუ­ტა­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რამ­ზან კა­დი­რო­ვის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო­ო­ბა­ში, ეჭვი არ ეპა­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფოს კო­მი­ტე­ტის წევ­რს ადალ­ბი შხა­გო­შევს. მისი თქმით, კა­დი­რო­ვი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ში ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია და "შიდა დი­ნე­ბებ­ზე" საკ­მა­ოდ ბევ­რი რამ იცის...

"რუ­სეთ­ში ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხე რომ სე­რი­ო­ზუ­ლია, ამა­ზე ბოლო დროს და­კა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც მი­ა­ნიშ­ნებს, - სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ან უკვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტე­რაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რუ­სეთ­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით 5 000 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. დსთ-ს ქვეყ­ნე­ბი­დან რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თა­ზე, 17 500-ზე მეტ ადა­მი­ანს უარი უთხრეს" - გა­ნა­ცხა­და შხა­გო­შევ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა რა­დი­კა­ლის მო­ხელ­თე­ბა ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია, ოპე­რა­ტი­უ­ლი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი მა­ინც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ასე­თი სა­ხის ქმე­დე­ბე­ბი რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას და­ამ­შვი­დებს.

"ეს დას­ტუ­რია იმი­სა, რომ რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ტე­რაქ­ტე­ბის აღ­კვე­თა ის­წავ­ლეს... ადრე, 10-15 წლის წინ, ჩვენ, სამ­წუ­ხა­როდ, გახ­სნილ ტე­რაქ­ტებ­ზე ვმუ­შა­ობ­დით, ახლა კი, სხვა სუ­რა­თი გვაქვს, - 2017 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტებ­ზე 50-ზე მეტი ტე­რაქ­ტი აღვკვე­თეთ...

კი­დევ ერთი და­მამ­შვი­დე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბა ეს არის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის მიერ ISIS-ს "ვერ­ბოვ­ში­კე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი; აგ­რეთ­ვე, სა­ტე­ლე­ფო­ნო ტე­რო­რიზ­მზე სას­ჯე­ლის გამ­კაც­რე­ბა. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც "მო­ხა­ლი­სე­ე­ბის" იდე­ლო­გი­ურ და­მუ­შა­ვე­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ, ბოლო დროს, ძა­ლი­ან მო­თხოვ­ნა­დი გახ­დნენ, რად­გან "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" ახლა "ახა­ლი სის­ხლი" სჭირ­დე­ბა. ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ძა­ლი­ან ბევ­რი ფული აქვთ და შე­ეც­დე­ბი­ან, ეს მიზ­ნობ­რი­ვად გა­მო­ი­ყე­ნონ, - ისი­ნი და­მარ­ცხდნენ და ახლა გავ­ლე­ნე­ბის აღ­სად­გე­ნად ძა­ლებს იკ­რე­ბენ, ოღონდ შეც­ვლი­ლი მე­თო­დე­ბით", - აცხა­დებს შხა­გო­შე­ვი.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რამზან კადიროვი: "რუსეთისკენ მიმავალმა ტერორისტებმა, უკვე საქართველომდე ჩააღწიეს..."

რამზან კადიროვი: "რუსეთისკენ მიმავალმა ტერორისტებმა, უკვე საქართველომდე ჩააღწიეს..."

"ვიპოვით და გავანადგურებთ" - ასე ეხმაურება ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შესაძლო მოხვედრას... რუსული მედიის ცნობით, შეიძლება ითქვას, კადიროვი "ხალიფატის დაცემის" შემდეგ, რუსეთში საკმაოდ ანგარიშგასაწევი ფიგურა გახდა, რადგან ერაყსა და სირიიდან წამოსული ISIS-ის წევრების ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნების შესახებ, მას თავისი "კადიროვცების" საშუალებით, საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვს.

თავად ჩეჩნეთის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ჩეჩნეთისა და ზოგადად, ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით მიმავალი ტერორისტების შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობს. მისივე თქმით, - ბოევიკები რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანაში იმყოფებიან, თუმცა, რუსი სამართალდაცავები მზად არიან ისინი საზღვართანვე გაანადგურონ. "ამ საფრთხის შესახებ უკვე ისაუბრეს ვლადიმირ პუტინმა და რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა, რომლებმაც რადიკალი ისლამისტების მიმართ რუსი ძალოვნების ოპერატიული ქმედებები განიხილეს", - დასძენს კადიროვი.

"ერაყსა და სირიაში ცოცხლად გადარჩენილი "ისლამური სახელმწიფოს" წევრები რუსეთისკენ დაიძრნენ. ჩვენ კი ვალდებული ვართ, კანონის ფარგლებში რუსეთის მოქალაქეები მოსალოდნელი საფრთხისგან დავიცვათ..." - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ბორტნიკოვთან შეხვედრის შემდეგ.

თავის მხრივ, კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩენი ძალოვნები ტერორისტული დაჯგუფების წევრების "დახვედრისთვის" მზად არიან, "თუმცა, საქმე ის არის, რომ რუსეთის მიმართულებით მიმავალმა ტერორისტებმა უკვე საქართველომდე ჩააღწიეს" - ამის შესახებ კადიროვმა ტელეკომპანია НТВ-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"ჩვენ შაითანების ლოზუნგები მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობენ, - ჩავალთ რუსეთში და ვანახებთ მათ, როგორ ფეთქდება და ნადგურდება ყველაფერი გარშემო... ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რამდენიმე შაითანზე, რომელთაც ჩეჩნეთში ტერაქტების მოწყობა დაავალეს... ვიცი, რომ ისინი უკვე ჩავიდნენ საქართველოში, და ველოდებით მათ აქ. როგორც კი გადალახავენ საზღვარს, მაშინვე ავიყვანთ და გავანადგურებთ...", - განაცხადა კადიროვმა სატელევიზიო გადაცემაში.

მისივე თქმით, ისინი სრულად აკონტროლებენ ყველა შესასვლელ-გასასვლელს, აქვთ ინფორმაცია, სად არიან და რას აკეთებენ. კადიროვის თქმით, ჩეჩენი სამართალდამცველები მზად არიან მათი შემოსვლა აღკვეთონ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, საერთაშორისო ტერორიზმის პოზიციების გამყარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ეხება ავღანეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთსა და უზბეკეთს, სადაც "იატაკქვეშა ტერორიზმმა" პოზიციები გაიმყარა, რაც როგორც დანარჩენ მსოფლიოს, რუსეთსაც უქმნის სერიოზულ საფრთხეს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ქაბულში, ცენტრალურ ხელმძღვანელობას საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება და მზად ვართ ამ მხარდაჭერისთვის, ისე, როგორც ამას გასულ წელს ვაკეთებდით. ასევე მზად ვართ, მოვამზადოთ მათი კადრები სამართალდამცავ სტრუქტურებსა და შეიარაღებულ ძალებში, მივაწოდოთ სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა" - განაცხადა პუტინმა.

ალექსანდრე ბორტნიკოვის თქმით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სირიასა და ერაყის დატოვების შემდეგ, ტერორიზმთან კავშირში მყოფები ლტოლვილის სახელით სარგებლობას აპირებენ, რათა ცენტრალურ აზიაში, იქიდან კი რუსეთში აღმოჩნდნენ.

"ჩვენ მათ თვალყურს ვადევნებთ. ისინი რუსეთში შრომითი მიგრანტებისა და ტურისტების სტატუსითაც ჩამოდიან. სწორედ მათ გამოსავლენად მუშაობენ ჩვენი სპეცსამსახურები უცხოელ კოლეგებთან, მათ შორის დსთ-ს ქვეყნების სპეცსამსახურებთან ერთად" - აღნიშნავს ბორტნიკოვი, რომლის თქმითაც, რუსმა ძალოვნებმა ბოლო რამდენიმე დღეში, ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით, 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

რუსი მაღალჩინოსნის თქმით, დსთ-ს ქვეყნებიდან 20 ათასამდე მოქალაქე, ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. ისინი კონტროლზე საზღვრის გადაკვეთისას აიყვანეს და ახლა მათ შესაბამისი სამსახურები მუდმივად უთვალთვალებენ, რათა მათი გარემოცვა და ინტერესის ობიექტები შეისწავლონ...

რუსეთის შიდა დაზვერვის სამსახურის უფროსის, სერგეი ნარიშკინის თქმით, არსებული საერთაშორისო ვითარება არაპროგნოზირებადია, რადგან ტერორიზმი მთელ მსოფლიოს აზანზარებს. "ამას ემატება, მსხვილი მოთამაშეების მოქმედებები, რომლებიც ამ მხრივ, პრობლემებს კიდევ უფრო აღრმავებენ... თუმცა, ეს საფრთხე ყველაზე აქტუალურია პოსტსაბჭოთა სივრცესა და ცენტრალურ აზიაში", - აცხადებს ნარიშკინი.

რუსეთის სახელმწიფო დუმის არაერთი დეპუტატისგან განსხვავებით, რამზან კადიროვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის სანდოობაში, ეჭვი არ ეპარება საერთაშორისო საკითხებში სახელმწიფოს კომიტეტის წევრს ადალბი შხაგოშევს. მისი თქმით, კადიროვი ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში ინფორმირებულია და "შიდა დინებებზე" საკმაოდ ბევრი რამ იცის...

"რუსეთში ტერორიზმის საფრთხე რომ სერიოზულია, ამაზე ბოლო დროს დაკავებულთა რაოდენობაც მიანიშნებს, - სტატისტიკის თანახმად, ბოლო თვეების განმავლობაში, განსახორციელებელ ან უკვე განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით, რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით 5 000 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. დსთ-ს ქვეყნებიდან რუსეთის მიმართულებით საზღვრის გადმოკვეთაზე, 17 500-ზე მეტ ადამიანს უარი უთხრეს" - განაცხადა შხაგოშევმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა რადიკალის მოხელთება ფიზიკურად შეუძლებელია, ოპერატიული ანტიტერორისტული ოპერაციები მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი სახის ქმედებები რუსეთის მოსახლეობას დაამშვიდებს.

"ეს დასტურია იმისა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ტერაქტების აღკვეთა ისწავლეს... ადრე, 10-15 წლის წინ, ჩვენ, სამწუხაროდ, გახსნილ ტერაქტებზე ვმუშაობდით, ახლა კი, სხვა სურათი გვაქვს, - 2017 წლის მეორე ნახევარში, სხვადასხვა ობიექტებზე 50-ზე მეტი ტერაქტი აღვკვეთეთ...

კიდევ ერთი დამამშვიდებელი გარემოება ეს არის სახელმწიფო დუმის მიერ ISIS-ს "ვერბოვშიკების" წინააღმდეგ მიღებული კანონი; აგრეთვე, სატელეფონო ტერორიზმზე სასჯელის გამკაცრება. ის ადამიანები, ვინც "მოხალისეების" იდელოგიურ დამუშავებაზე მუშაობდნენ, ბოლო დროს, ძალიან მოთხოვნადი გახდნენ, რადგან "ისლამურ სახელმწიფოს" ახლა "ახალი სისხლი" სჭირდება. ტერორისტულ ორგანიზაციებს ძალიან ბევრი ფული აქვთ და შეეცდებიან, ეს მიზნობრივად გამოიყენონ, - ისინი დამარცხდნენ და ახლა გავლენების აღსადგენად ძალებს იკრებენ, ოღონდ შეცვლილი მეთოდებით", - აცხადებს შხაგოშევი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

როგორ აქციეს უწყინარი საჰაერო ბუშტები "ცეცხლოვან იარაღად" და რას უპირისპირებს მას ისრაელი?

რუსული თანამგზავრი, რომლითაც ირანი შეძლებს, თვალყური ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთში - რას გეგმავს რუსეთი?

ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს