სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რით ვერ ეღირსა თბილისს გენგეგმა?! - რას პასუხობს მწვავე კითხვებს პროექტზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი
რით ვერ ეღირსა თბილისს გენგეგმა?! - რას პასუხობს მწვავე კითხვებს პროექტზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი

თბი­ლისს რომ გენ­გეგ­მა ექ­ნე­ბო­და და ქა­ლა­ქი ქა­ო­სუ­რად­ აღარ გან­ვი­თარ­დე­ბო­და, ამას ჯერ კი­დევ ყო­ფი­ლი მერი, და­ვით ნარ­მა­ნია გვპირ­დე­ბო­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ.­

თბი­ლისს უკვე ახა­ლი მერი ჰყავს, თუმ­ცა გენ­გეგ­მის­ ბედი კვლა­ვაც გა­ურ­კვე­ვე­ლია. ორ წე­ლი­წად­ზე მეტი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც გენ­გეგ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნია მე­რი­ამ კონ­კურ­სით გა­მო­ავ­ლი­ნა და და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­ო­ნი ლა­რიც გა­და­უ­ხა­და. დღეს კი ირ­კვე­ვა,­ რომ თბი­ლი­სის ახალ­მა მთავ­რო­ბამ გენ­გეგ­მა­ში ხარ­ვე­ზე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რჩე­უ­ლი კომ­პა­ნია და­ა­ჯა­რი­მა­ და ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არც იმას გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ დე­და­ქა­ლა­ქის გენ­გეგ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუფ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ერ­თოდ გა­ა­უქ­მონ. შე­სა­ბა­მი­სად, დი­დია შან­სი, თბი­ლი­სი ისევ "კონ­სტი­ტუ­ცი­ის","გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს გა­რე­შე დარ­ჩეს, ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­დახ­დი­ლი 3 მი­ლი­ო­ნი კი წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი აღ­მოჩ­ნდეს.

მა­მუ­კა სა­ლუქ­ვა­ძე, გენ­გეგ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის "სითი ინ­სტი­ტუტ სა­ქარ­თვე­ლოს" დი­რექ­ტო­რი: "მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბი გა­ი­მარ­თა და და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა ჩვენს თბი­ლი­სის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის გე­ნე­რა­ლურ გეგ­მას. მახ­სოვს, თბი­ლი­სის წინა მოწ­ვე­ვის საკ­რე­ბუ­ლო­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა­მაც და ოპო­ზი­ცი­ა­მაც გენ­გეგ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას­ ერ­თხმად აღი­ა­რეს, - შე­საძ­ლე­ბე­ლი რომ იყოს, ახ­ლა­ვე და­ვამ­ტკი­ცებ­დით ამ დო­კუ­მენტსო.

მოკ­ლედ, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია - დო­კუ­მენ­ტის და­ახ­ლო­ე­ბით 80% უკვე მი­ღე­ბუ­ლი და ჩა­ბა­რე­ბუ­ლია დამ­კვე­თის­თვის­ (ვგუ­ლის­ხმობთ თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურს) და ამა­ში­ გა­დახ­დი­ლია თან­ხა, რო­მე­ლიც ექ­სპერ­ტე­ბის ხელ­ფა­სებ­სა და კვლე­ვებს მოხ­მარ­და.

პრო­ცე­სი თით­ქოს დას­რუ­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ მი­წუ­რულს მოხ­და რა­ღაც დიდი გა­უ­გებ­რო­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ­თვის ასეა, ვი­ღა­ცის­თვის კი შე­იძ­ლე­ბა­ გა­სა­გე­ბიც არის, რაც ხდე­ბა.

და­ვით ნარ­მა­ნი­ას დრო­საც, როცა გენ­გეგ­მის დო­კუ­მენ­ტი ჩა­ვა­ბა­რეთ, მა­ში­ნაც გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს შე­ნიშ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, თე­მა­ტურ რუ­კას, სხვა­დას­ხვა გან­მარ­ტე­ბას,­ მაგ­რამ ეს არ იყო კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ნიშ­ვნე­ბი. როცა შე­ნო­ბის პრო­ექტს აბა­რებ­ არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში, ისიც შე­იძ­ლე­ბა და­გიბ­რუ­ნონ შე­ნიშ­ვნე­ბით და მით უფრო, როცა მთე­ლი ქა­ლა­ქის და­გეგ­მა­რე­ბის პრო­ექტს წა­რად­გენ, არა­ვის უნდა გა­უკ­ვირ­დეს შე­ნიშ­ვნე­ბის არ­სე­ბო­ბა. ტრა­გი­კუ­ლი ამა­ში არა­ფე­რია, ასე ხდე­ბა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, როცა ასეთ მას­შტა­ბურ დო­კუ­მენტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. აქ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ გა­რე­მო­ე­ბაა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი - ამ პრო­ცეს­ში დამ­კვე­თიც მხა­რეა და ჩვენც. ამი­ტომ თა­ვის დრო­ზე დამ­კვეთ­თან მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, რომ გენ­გეგ­მის ექ­სპერ­ტი­ზას ჩა­ა­ტა­რებ­დნენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი, ნე­იტ­რა­ლუ­რი პი­რე­ბი, ამ საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და ჩვენ, ორი­ვე მხა­რე, სწო­რედ მათ დას­კვნას და­ვეყ­რდნო­ბო­დით.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რით ვერ ეღირსა თბილისს გენგეგმა?! - რას პასუხობს მწვავე კითხვებს პროექტზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი

რით ვერ ეღირსა თბილისს გენგეგმა?! - რას პასუხობს მწვავე კითხვებს პროექტზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი

თბილისს რომ გენგეგმა ექნებოდა და ქალაქი ქაოსურად­ აღარ განვითარდებოდა, ამას ჯერ კიდევ ყოფილი მერი, დავით ნარმანია გვპირდებოდა წინასაარჩევნოდ.­

თბილისს უკვე ახალი მერი ჰყავს, თუმცა გენგეგმის­ ბედი კვლავაც გაურკვეველია. ორ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც გენგეგმაზე მომუშავე კომპანია მერიამ კონკურსით გამოავლინა და დაახლოებით 3 მილიონი ლარიც გადაუხადა. დღეს კი ირკვევა,­ რომ თბილისის ახალმა მთავრობამ გენგეგმაში ხარვეზები აღმოაჩინა, რჩეული კომპანია დააჯარიმა­ და ადგილობრივ ხელისუფლებაში არც იმას გამორიცხავენ, რომ დედაქალაქის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ხელშეკრულება საერთოდ გააუქმონ. შესაბამისად, დიდია შანსი, თბილისი ისევ "კონსტიტუციის","განვითარების მთავარი სახელმძღვანელოს გარეშე დარჩეს, ბიუჯეტიდან გადახდილი 3 მილიონი კი წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს.

მამუკა სალუქვაძე, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის "სითი ინსტიტუტ საქართველოს" დირექტორი: "მოგეხსენებათ, საჯარო განხილვები გაიმართა და დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა ჩვენს თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმას. მახსოვს, თბილისის წინა მოწვევის საკრებულოში უმრავლესობამაც და ოპოზიციამაც გენგეგმის პრეზენტაციისას­ ერთხმად აღიარეს, - შესაძლებელი რომ იყოს, ახლავე დავამტკიცებდით ამ დოკუმენტსო.

მოკლედ, თითქოს ყველაფერი ნათელია - დოკუმენტის დაახლოებით 80% უკვე მიღებული და ჩაბარებულია დამკვეთისთვის­ (ვგულისხმობთ თბილისის არქიტექტურის სამსახურს) და ამაში­ გადახდილია თანხა, რომელიც ექსპერტების ხელფასებსა და კვლევებს მოხმარდა.

პროცესი თითქოს დასრულებულია, მაგრამ მიწურულს მოხდა რაღაც დიდი გაუგებრობა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ასეა, ვიღაცისთვის კი შეიძლება­ გასაგებიც არის, რაც ხდება.

დავით ნარმანიას დროსაც, როცა გენგეგმის დოკუმენტი ჩავაბარეთ, მაშინაც გამოგვიგზავნეს შენიშვნები, რომლებიც ეხებოდა, მაგალითად, თემატურ რუკას, სხვადასხვა განმარტებას,­ მაგრამ ეს არ იყო კონცეპტუალური ხასიათის შენიშვნები. როცა შენობის პროექტს აბარებ­ არქიტექტურის სამსახურში, ისიც შეიძლება დაგიბრუნონ შენიშვნებით და მით უფრო, როცა მთელი ქალაქის დაგეგმარების პროექტს წარადგენ, არავის უნდა გაუკვირდეს შენიშვნების არსებობა. ტრაგიკული ამაში არაფერია, ასე ხდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, როცა ასეთ მასშტაბურ დოკუმენტზე მიმდინარეობს მუშაობა. აქ ერთი მნიშვნელოვანი­ გარემოებაა გასათვალისწინებელი - ამ პროცესში დამკვეთიც მხარეა და ჩვენც. ამიტომ თავის დროზე დამკვეთთან მოვილაპარაკეთ, რომ გენგეგმის ექსპერტიზას ჩაატარებდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, ნეიტრალური პირები, ამ საქმის სპეციალისტები და ჩვენ, ორივე მხარე, სწორედ მათ დასკვნას დავეყრდნობოდით.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."