სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ქმარი ფეხმძიმეს მცემდა... მემუქრებოდა, მამაჩემთან გამოგკეტავ ფსიქიატრიულშიო" - ძალადობის მსხვერპლი, 22 წლის გოგონას მძიმე ისტორია
"ქმარი ფეხმძიმეს მცემდა... მემუქრებოდა, მამაჩემთან გამოგკეტავ ფსიქიატრიულშიო" - ძალადობის მსხვერპლი, 22 წლის გოგონას მძიმე ისტორია

ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რე­ბი 22 წლის დეა გოშ­ხე­თე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის და­პა­ტიმ­რე­ბას ითხოვს, "ფე­ის­ბუქ­ზე" ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ჰყვე­ბა, თუ რო­გორ ძა­ლა­დობ­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­ზე ყო­ფი­ლი ქმა­რი. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ძა­ლა­დე პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა, თუმ­ცა ქუ­თა­ი­სის სა­სა­მარ­თლომ ის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. რო­გორც გოშ­ხე­თე­ლი­ა­ნი წერს, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მისი ყო­ფი­ლი მა­მამ­თი­ლის გავ­ლე­ნებს უკავ­შირ­დე­ბა.

"რა თქმა უნდა ვე­ლო­დი კი­დეც, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ იქ­ნე­ბო­და, ნა­წი­ლი კი ჩემს მხა­რეს.

მინ­და ცოტა უფრო ვრცლად ვი­სა­უბ­რო ამ თე­მა­ზე, რათა ნაკ­ლე­ბი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი იყოს. 2009 წელს ეს ადა­მი­ა­ნი იყო და­ჭე­რი­ლი პო­ლი­ცი­ას­თან და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გამო, ის ფეხ­მძი­მო­ბა­შიც მცემ­და რო­გორც პირ­ველ ბავ­შვზე, ასე­ვე მე­ო­რე ფეხ­მძი­მო­ბის დრო­საც (სამ­წუ­ხა­როდ მე­ო­რე ბავ­შვი მო­მე­შა­ლა). იყო გა­მუდ­მე­ბუ­ლი ზე­წო­ლა ჩემ­ზე და ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, დას­ცი­ნო­და და ლან­ძღავ­და ყვე­ლა ჩემს ახ­ლო­ბელს, მე­გო­ბარს, ნა­თე­სავს...

შევ­სწრე­ბი­ვარ შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც სა­კუ­თარ დე­და­საც შე­ხე­ბია ხე­ლით (ამას მხო­ლოდ ერთხელ შე­ვეს­წა­რი,კერ­ძოდ ყუ­რე­ბით "ით­რია") და თქვენ დას­ვამთ კი­თხვას , რა­ტომ არ ავ­დე­ქი და უბ­რა­ლოდ არ წა­მო­ვე­დი: ამა­ზეც გი­პა­სუ­ხებთ... რამ­დენ­ჯე­რაც ვცა­დე ცე­მის ფაქ­ტი და­მე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა თუნ­დაც სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში, თუნ­დაც ვინ­მე ახ­ლო­ბელ­თან, იმ­დენ­ჯერ ტე­ლე­ფო­ნი წა­მარ­თვა, სახ­ლის კარი ჩა­მი­კე­ტა (გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბა მქონ­და თუმ­ცა უშე­დე­გოდ) და მე­მუქ­რე­ბო­და მსგავ­სი ტექ­სტით: "მე გაგ­ლა­ხე? რა სი­სუ­ლე­ლეა, აბა და­მიმ­ტკი­ცე, მა­მა­ჩემ­თან გა­მოგ­კე­ტავ ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში, ჩემს გა­რე­შე არა­რა­ო­ბად გაქ­ცევ, გა­გამ­წა­რებ, დამ­შორ­დე­ბი და არ გა­გა­ხა­რებ, ბავ­შვს წა­გარ­თმევ, ცი­ხე­ში გა­მო­გამ­წყვდევ (რა მო­ტი­ვით არ ვიცი) " და ასე შემ­დეგ.

სვამ­და სა­ძი­ლე აბებს(რომ­ლის ფო­ტო­მა­სა­ლა მაქვს), სახ­ლში ჰქონ­და ია­რა­ღე­ბი, მათ შო­რის სა­კუ­თა­რი ხე­ლით ნა­კე­თი უწ­ვრი­ლე­სი დანა, რო­მე­ლიც მისი თქმით იწ­ვევს ში­ნა­გან სის­ხლდე­ნას და ადა­მი­ა­ნის ძა­ლი­ან მალე სიკ­ვდილს;

შევ­სწრე­ბი­ვარ ფაქტს, როცა მა­მა­მის­მა(გოჩა ბა­კუ­რა­ძემ) ხო­ნის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­უგ­ზავ­მა რა­ღაც წა­მა­ლი

რო­მე­ლიც ქა­ღალ­დებ­ში იყო სა­გულ­და­გუ­ლოდ გახ­ვე­უ­ლი და გა­აფრ­თხი­ლა ეს არ­სად აჩ­ვე­ნო ურე­ცეპ­ტოდ არ გა­ი­ცე­მაო. ჰქონ­და მცდე­ლო­ბა რომ ძალ­და­ტა­ნე­ბით ჩემ­თვის და­ე­ლე­ვი­ნე­ბი­ნა უც­ნო­ბი წამ­ლე­ბი - კერ­ძოდ, სუს­ტად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი

მოძ­ლი­ე­რე­ბა გჭირ­დე­ბაო და ამ თე­მა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ჩხუ­ბის შემ­დეგ პი­რო­ბა და­მა­დე­ბი­ნა რომ მის მიერ მი­ტა­ნილ "ვი­ტა­მი­ნებს" დავ­ლევ­დი- რო­დე­საც მო­მი­ტა­ნა ეს "ვი­ტა­მი­ნე­ბი", მე ანო­ტა­ცი­ის კი­თხვა და­ვი­წყე და ამა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად მე­ჩხუ­ბა და უნ­დობ­ლო­ბა­ში და­მა­და­ნა­შა­უ­ლა. შემ­დეგ მის თვალ­წინ და­მა­ლე­ვია ერთი, მე­ო­რე დღეს მე­ო­რე და მერე უკვე როცა ვა­ხერ­ხებ­დი და თი­თონ არ მი­ყუ­რებ­და ამ

წა­მალს ვაგ­დებ­დი ნა­გავ­ში და ჩუ­მად ვა­ტყუ­ებ­დი ვი­თომ დავ­ლიე. იყო შემ­თხვე­ვა, როცა ჰა­ი­მო­რი­ტი­ა­ნი და ფეხ­მძი­მე(მე­ო­რე ბავ­შვზე) სახ­ლი­დან გა­მო­მაგ­დო იმის გამო, რომ ლო­გინ­ში მწო­ლი­ა­რემ ტან­საც­მე­ლი ვერ გა­ვუ­უ­თო­ვე. ხოლო მა­მამ­თილ­მა როცა გა­ი­გო რომ მე­ო­რე ბავ­შვზე ვი­ყა­ვი ფეხ­მძი­მედ, თა­ვის ცოლს(ჩემს დე­დამ­თილს) ტე­ლე­ფონ­ში უყ­ვი­რო­და და უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით ლან­ძღავ­და და აგი­ნებ­და.

სა­ბო­ლო­ოდ, და­შო­რე­ბის დღეს, ჯერ გა­ვარ­კვიე რო­მელ სა­ათ­ზე დაბ­რუნ­დე­ბო­და სახ­ლში, როცა დავ­რწმუნ­დი მისი სა­უბ­რი­დან,რომ გვი­ან მო­ვი­დო­და, ავე­დი სახ­ლში, ჩუ­მად ჩა­ვა­ლა­გე ბარ­გი, დავ­წე­რე წე­რი­ლი .სახ­ლი­დან უნდა გავ­სუ­ლი­ყა­ვი , რო­დე­საც ნათ­ქვამ დროს­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან ადრე მო­ვი­და და მო­მის­წრო, მცე­მა, მმხრჩობ­და, ტე­ლე­ფო­ნი წა­მარ­თვა, კა­რე­ბი ჩა­მი­კე­ტა, სა­ბო­ლო­ოდ მისი ტე­ლე­ფო­ნი­დან შევ­ძე­ლი ოთახ­ში ჩა­კე­ტილ­მა პა­ატ­რულ­ში და­რეკ­ვა. და­რეკ­ვის­თა­ნა­ვე და­წყნარ­და, დამ­შვიდ­და, ვი­თომც არა­ფე­რი მომ­ხდა­რი­ყოს სახ­ლი­დან წას­ვლა მთხო­ვა მშვი­დად და წყნა­რად. 26 ივ­ლისს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­ვა­კე­თე, ვერ და­ვუმ­ტკი­ცე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი, მხო­ლოდ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი მქონ­და, სა­დაც სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­წყო­ფას მა­ყე­ნებს არ­ნა­ხუ­ლი აფექ­ტუ­რი სა­ხით და ცდი­ლობს ხე­ლის დარ­ტყმას თუმ­ცა ვი­დე­ოს და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე ხელს დაბ­ლა სწევს.

და­შო­რე­ბის შემ­დეგ იყო გა­მუდ­მე­ბუ­ლი ზე­წო­ლა ჩემს ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე, გა­მუდ­მე­ბუ­ლი კრი­ტი­კა, ლან­ძღვა-გი­ნე­ბა თუნ­დაც სა­კუ­თა­რი და­ბა­დე­ბის დღის მე­გობ­რე­ბის წრე­ში აღ­ნიშ­ვნის გამო. სა­კუ­თა­რი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით ლან­ძღვა-გი­ნე­ბა, ყვი­რი­ლი. ბავ­შვის თან­დას­წრე­ბით ლან­ძღვა-გი­ნე­ბის ფაქ­ტი იყო რო­გორც მისი მხრი­დან, ასე­ვე დე­და­მი­სის მხრი­დან, რო­მე­ლიც ბავ­შვის თან­დას­წრე­ბით მიყ­ვი­რო­და ჩემი შვი­ლია შენი კი­ა­რა , შენ სუ­რო­გა­ტი დედა ხარო, მე წმინ­და­ნი ვარ ზუს­ტა­და­ცო(ყო­ველ­გვა­რი გაზ­ვი­ა­დე­ბის გა­რე­შე ე), ბოზი ხარო რად­გან სი­გა­რეტს ეწე­ვიო ბოზ­თან ასო­ცირ­დე­ბიო და ასე

შემ­დეგ. და­შო­რე­ბის შემ­დეგ ბავ­შბის თან­დას­წრე­ბით ამ ლან­ძღვა-გი­ნე­ბას ბევ­რჯერ შეს­წრე­ბი­ან ჩემი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თან მყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვის წა­მო­საყ­ვა­ნად როცა მი­ვი­დო­დი. (მო­გახ­სე­ნებთ, რომ­ბავ­შვი და­უ­კი­თხა­ვად წა­იყ­ვა­ნა ბა­ღი­დან და­შო­რე­ბის შემ­დეგ და არ მა­ტან­და მა­ნამ სა­ნამ სა­სა­მარ­თლო­ში არ შე­ვი­ტა­ნე სარ­ჩე­ლი და სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნის

შემ­დე­გაც მე­მუქ­რე­ბო­და რომ თუ სარ­ჩელს არ გა­მო­ვი­ტან­დი ბავ­შვს არც კი მაჩ­ვე­ნებ­და).

ბოლო დროს ამ ლან­ძღვა გი­ნე­ბას აღა­რაფ­რის გამო აღარ ვუ­ტა­რებ­დი და არც ვუთ­მობ­დი. კი­დევ უამ­რა­ვი მსგავ­სი შემ­თხვე­ვის გახ­სე­ნე­ბა შე­მიძ­ლია უფრო ვრცლა­დაც. თუ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ შემ­თხვე­ვებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სწო­რედ მა­გიტ ვერ დავ­შორ­დი 2017 წლის ზა­ფხუ­ლამ­დე, სწო­რედ მა­გი­ტომ გო­ნივ­რუ­ლად მე­ში­ნია მა­მამ­თი­ლის გავ­ლე­ნე­ბის და

სწო­რედ მა­გი­ტომ მე­ში­ნია ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მო­ვარ­დნის და ჩემი მოკ­ვლის.

მე მინ­დო­და ხალ­ხის­თვის მი­მეწვდი­ნა ხმა, რად­გან ჩემი ეჭვი გა­მარ­თლდა (გი­რა­ოს შე­სა­ხებ) და სა­ვა­რა­უ­დოდ მა­მა­მი­სის დიდი გავ­ლე­ნის ფონ­ზე ის გი­რა­ო­თი გა­მო­უშ­ვეს. 3 წლის უკან ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ტო­რი მოკ­ლა თა­ვის­მა ყო­ფილ­მა ქმარ­მა, იმ ქალს ვე­ღარ გა­ვა­ცო­ცხლებთ და მე არ მინ­და სიკ­ვდი­ლი" - წერს დეა გოშ­ხე­თე­ლი­ა­ნი.

აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს აკე­თე­ბენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

"სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ 2018 წლის 3 იან­ვარს, ქუ­თა­ი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლი იქნა გ. ბ, რო­მელ­მაც მის ყო­ფილ მე­უღ­ლე მ. გ-ს და ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მა­მას მი­ა­ყე­ნა სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო გ. ბ-ს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც ქუ­თა­ი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. მო­სა­მარ­თლემ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და გ. ბ-ს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­უ­ფარ­და გი­რაო 3000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­დეგ გ.ბ. გა­თა­ვი­სუფ­ლდა სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან. სა­სა­მარ­თლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში" - გა­ნუ­ცხა­დეს Ambebi.ge-ს შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ქმარი ფეხმძიმეს მცემდა... მემუქრებოდა, მამაჩემთან გამოგკეტავ ფსიქიატრიულშიო" - ძალადობის მსხვერპლი, 22 წლის გოგონას მძიმე ისტორია

"ქმარი ფეხმძიმეს მცემდა... მემუქრებოდა, მამაჩემთან გამოგკეტავ ფსიქიატრიულშიო" - ძალადობის მსხვერპლი, 22 წლის გოგონას მძიმე ისტორია

ქუთაისში მცხოვრები 22 წლის დეა გოშხეთელიანი, რომელიც ყოფილი მეუღლის დაპატიმრებას ითხოვს, "ფეისბუქზე" ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჰყვება, თუ როგორ ძალადობდა წლების განმავლობაში მასზე ყოფილი ქმარი. მისი ინფორმაციით, მოძალადე პოლიციამ დააკავა, თუმცა ქუთაისის სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როგორც გოშხეთელიანი წერს, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მისი ყოფილი მამამთილის გავლენებს უკავშირდება. 

"რა თქმა უნდა ველოდი კიდეც, რომ საზოგადოების ნაწილი ჩემს წინააღმდეგ იქნებოდა, ნაწილი კი ჩემს მხარეს.

მინდა ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ თემაზე, რათა ნაკლები კითხვის ნიშნები იყოს. 2009 წელს ეს ადამიანი იყო დაჭერილი პოლიციასთან დაუმორჩილებლობის გამო, ის ფეხმძიმობაშიც მცემდა როგორც პირველ ბავშვზე, ასევე მეორე ფეხმძიმობის დროსაც (სამწუხაროდ მეორე ბავშვი მომეშალა). იყო გამუდმებული ზეწოლა ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე, დასცინოდა და ლანძღავდა ყველა  ჩემს ახლობელს, მეგობარს, ნათესავს...

შევსწრებივარ შემთხვევას, როდესაც საკუთარ დედასაც შეხებია ხელით (ამას მხოლოდ ერთხელ შევესწარი,კერძოდ ყურებით "ითრია") და თქვენ დასვამთ კითხვას , რატომ არ ავდექი და უბრალოდ არ წამოვედი: ამაზეც გიპასუხებთ... რამდენჯერაც ვცადე ცემის ფაქტი დამეფიქსირებინა თუნდაც სამართალდამცავ ორგანოებში, თუნდაც ვინმე ახლობელთან, იმდენჯერ ტელეფონი წამართვა, სახლის კარი ჩამიკეტა (გაქცევის მცდელობა მქონდა თუმცა უშედეგოდ) და მემუქრებოდა მსგავსი ტექსტით: "მე გაგლახე? რა სისულელეა, აბა დამიმტკიცე, მამაჩემთან გამოგკეტავ ფსიქიატრიულში, ჩემს გარეშე არარაობად გაქცევ, გაგამწარებ, დამშორდები და არ გაგახარებ, ბავშვს წაგართმევ, ციხეში გამოგამწყვდევ (რა მოტივით არ ვიცი) " და ასე შემდეგ.

სვამდა საძილე აბებს(რომლის ფოტომასალა მაქვს), სახლში ჰქონდა იარაღები, მათ შორის საკუთარი ხელით ნაკეთი უწვრილესი დანა, რომელიც მისი თქმით იწვევს შინაგან სისხლდენას და ადამიანის ძალიან მალე სიკვდილს;

შევსწრებივარ ფაქტს, როცა მამამისმა(გოჩა ბაკურაძემ) ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოუგზავმა რაღაც წამალი

რომელიც ქაღალდებში იყო საგულდაგულოდ გახვეული და გააფრთხილა ეს არსად აჩვენო ურეცეპტოდ არ გაიცემაო. ჰქონდა მცდელობა რომ ძალდატანებით ჩემთვის დაელევინებინა უცნობი წამლები - კერძოდ, სუსტად გამოიყურები

მოძლიერება გჭირდებაო და ამ თემაზე სერიოზული ჩხუბის შემდეგ პირობა დამადებინა რომ მის მიერ მიტანილ "ვიტამინებს" დავლევდი- როდესაც მომიტანა ეს "ვიტამინები", მე ანოტაციის კითხვა დავიწყე და ამაზე სერიოზულად მეჩხუბა და უნდობლობაში დამადანაშაულა. შემდეგ მის თვალწინ დამალევია ერთი, მეორე დღეს მეორე და მერე უკვე როცა ვახერხებდი და თითონ არ მიყურებდა ამ

წამალს ვაგდებდი ნაგავში და ჩუმად ვატყუებდი ვითომ დავლიე. იყო შემთხვევა, როცა ჰაიმორიტიანი და ფეხმძიმე(მეორე ბავშვზე) სახლიდან გამომაგდო იმის გამო, რომ ლოგინში მწოლიარემ ტანსაცმელი ვერ გავუუთოვე. ხოლო მამამთილმა როცა გაიგო რომ მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ, თავის ცოლს(ჩემს დედამთილს) ტელეფონში უყვიროდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა.

საბოლოოდ, დაშორების დღეს, ჯერ გავარკვიე რომელ საათზე დაბრუნდებოდა სახლში, როცა დავრწმუნდი მისი საუბრიდან,რომ გვიან მოვიდოდა, ავედი სახლში, ჩუმად ჩავალაგე ბარგი, დავწერე წერილი .სახლიდან უნდა გავსულიყავი , როდესაც ნათქვამ დროსთან შედარებით ძალიან ადრე მოვიდა და მომისწრო, მცემა, მმხრჩობდა, ტელეფონი წამართვა, კარები ჩამიკეტა, საბოლოოდ მისი ტელეფონიდან შევძელი ოთახში ჩაკეტილმა პაატრულში დარეკვა. დარეკვისთანავე დაწყნარდა, დამშვიდდა, ვითომც არაფერი მომხდარიყოს სახლიდან წასვლა მთხოვა მშვიდად და წყნარად. 26 ივლისს შემაკავებელი ორდერი გავაკეთე, ვერ დავუმტკიცე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, მხოლოდ ვიდეოჩანაწერი მქონდა, სადაც სიტყვიერ შეურაწყოფას მაყენებს არნახული აფექტური სახით და ცდილობს ხელის დარტყმას თუმცა ვიდეოს დანახვისთანავე ხელს დაბლა სწევს.

დაშორების შემდეგ იყო გამუდმებული ზეწოლა ჩემს ყოველ ნაბიჯზე, გამუდმებული კრიტიკა, ლანძღვა-გინება თუნდაც საკუთარი დაბადების დღის მეგობრების წრეში აღნიშვნის გამო. საკუთარი შვილის თანდასწრებით ლანძღვა-გინება, ყვირილი. ბავშვის თანდასწრებით ლანძღვა-გინების ფაქტი იყო როგორც მისი მხრიდან, ასევე დედამისის მხრიდან, რომელიც ბავშვის თანდასწრებით მიყვიროდა ჩემი შვილია შენი კიარა , შენ სუროგატი დედა ხარო, მე წმინდანი ვარ ზუსტადაცო(ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ე), ბოზი ხარო რადგან სიგარეტს ეწევიო ბოზთან ასოცირდებიო და ასე

შემდეგ. დაშორების შემდეგ ბავშბის თანდასწრებით ამ ლანძღვა-გინებას ბევრჯერ შესწრებიან ჩემი მეგობრები, რომლებიც თან მყავდა წაყვანილი ბავშვის წამოსაყვანად როცა მივიდოდი. (მოგახსენებთ, რომბავშვი დაუკითხავად წაიყვანა ბაღიდან დაშორების შემდეგ და არ მატანდა მანამ სანამ სასამართლოში არ შევიტანე სარჩელი და სარჩელის შეტანის

შემდეგაც მემუქრებოდა რომ თუ სარჩელს არ გამოვიტანდი ბავშვს არც კი მაჩვენებდა).

ბოლო დროს ამ ლანძღვა გინებას აღარაფრის გამო აღარ ვუტარებდი და არც ვუთმობდი. კიდევ უამრავი მსგავსი შემთხვევის გახსენება შემიძლია უფრო ვრცლადაც. თუ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებს გავითვალისწინებთ სწორედ მაგიტ ვერ დავშორდი 2017 წლის ზაფხულამდე, სწორედ მაგიტომ გონივრულად მეშინია მამამთილის გავლენების და

სწორედ მაგიტომ მეშინია ჩემი ყოფილი მეუღლის მოვარდნის და ჩემი მოკვლის.

მე მინდოდა ხალხისთვის მიმეწვდინა ხმა, რადგან ჩემი ეჭვი გამართლდა (გირაოს შესახებ) და სავარაუდოდ მამამისის დიდი გავლენის ფონზე ის გირაოთი გამოუშვეს. 3 წლის უკან ჩემს უნივერსიტეტში ლექტორი მოკლა თავისმა ყოფილმა ქმარმა, იმ ქალს ვეღარ გავაცოცხლებთ და მე არ მინდა სიკვდილი" - წერს დეა გოშხეთელიანი.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

"სამმართველოს უფროსმა განაცხადა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, ქუთაისის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა გ. ბ, რომელმაც მის ყოფილ მეუღლე მ. გ-ს და ყოფილი მეუღლის მამას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის გამო გ. ბ-ს წარედგინა ბრალდება, რის შემდეგაც ქუთაისის პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გ. ბ-ს აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 3000 ლარის ოდენობით. გირაოს გადახდის შემდეგ გ.ბ. გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში" - განუცხადეს Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში .

"საუბარი ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის დაიძაბა... დავით ჯალაღონია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას" - "კარტოგრაფების საქმეზე" ახალი ჩვენებები გასაჯაროვდა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციხიდან კლინიკაში გადაიყვანენ

"ლელოს" წევრის ცემისთვის ერთი პირი დააკავეს - დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება დაჭირდა