სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"კოკა-კოლას" დღესასწაული და საახალწლო ქარავანის რეალური ისტორია
"კოკა-კოლას" დღესასწაული და საახალწლო ქარავანის რეალური ისტორია

"უნდა და­ი­ჯე­რო, რომ სას­წა­უ­ლი ხდე­ბა, ახა­ლი წლის ღა­მით ნატ­ვრა აგიხ­დე­ბა... გა­უხ­სე­ნით ყვე­ლას, ოც­ნე­ბის კარი, ერ­თად შე­მოვკრათ სი­ხა­რუ­ლის ზარი! ახა­ლი წე­ლია, ახა­ლი წე­ლია..." - ამ სი­ტყვე­ბის წა­კი­თხვი­სას, გო­ნე­ბა­ში ალ­ბათ ნაც­ნო­ბი მე­ლო­დია ამო­გი­ტივ­ტივ­დათ - ბავ­შვო­ბის, თოვ­ლი­ა­ნი ახა­ლი წლის, ბუ­ხარ­თან შეკ­რე­ბი­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სა­ო­ჯა­ხო, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის სურ­ნე­ლით...

ამ სიმ­ღე­რის გახ­სე­ნე­ბი­სას, აუ­ცი­ლებ­ლად წარ­მო­გიდ­გე­ბათ თვალ­წინ, პუტ­კუ­ნა, თეთ­რწვე­რი­ა­ნი, წით­ლებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ბაბუ, რო­მე­ლიც გემ­რი­ელ, ყა­ვის­ფერ სას­მელს მი­ირ­თმევს და თვალს გიკ­რავთ.

ეს "კოკა-კო­ლაა", უამ­რა­ვი ნა­თუ­რით გა­ნა­თე­ბუ­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი, ყვე­ლა­ზე რე­ა­ლის­ტუ­რი სან­ტა-კლა­უ­სი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ემო­ცი­ე­ბი - რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ჯა­დოს­ნურ ახალ წელ­თან ასო­ცირ­დე­ბა.

"კოკა-კო­ლას" ქა­რა­ვა­ნის პირ­ვე­ლი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ნამ­დვი­ლი არ ყო­ფი­ლა, ეს იყო რეკ­ლა­მის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც 1995 წელს შე­იქ­მნა და დღემ­დე ფან­ტას­ტი­კურ მო­გო­ნე­ბებს აღ­ძრავს ჩვენ­ში.

ყო­ველ წელს თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნე­ბის სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში ეს ჯა­დოს­ნუ­რი ამ­ბა­ვი რე­ა­ლო­ბად იქ­ცე­ვა, არც ეს ზამ­თა­რია გა­მო­ნაკ­ლი­სი - 20 დე­კემ­ბრი­დან "კოკა-კო­ლას" ქა­რა­ვან­მა მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან ერ­თად, სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და­ი­წყო.

ყო­ველ­დღი­უ­რად ქა­რა­ვა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბას 20:00 სა­ათ­ზე იწყებს და სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში "მაკ­დო­ნალდსის" შე­ნო­ბას­თან ჩერ­დე­ბა, რომ საყ­ვა­რე­ლი სასმლით ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­ა­ხა­როს.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ქა­რა­ვან­მა უკვე იმოგ­ზა­უ­რა თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, წყნეთ­ში, ბა­თუმ­ში, ქო­ბუ­ლეთ­ში, სე­ნაკ­ში და ზუგ­დიდ­ში. თა­ვის ჯა­დოს­ნურ მარ­შრუტს ის დღეს, 30 დე­კემ­ბერს, ქუ­თა­ის­ში და­ას­რუ­ლებს.

ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან რე­ა­ლო­ბა­ში გად­მო­სუ­ლი სა­დღე­სას­წა­უ­ლო ქა­რა­ვა­ნი, პო­ზი­ტი­ურ სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბას ტო­ვებს მთელ ქვე­ყა­ნა­ში და თქვენ­თან ერ­თად ით­ვლის 2018 წლის დად­გო­მამ­დე დარ­ჩე­ნილ სა­ა­თებს.

ნა­რი­ტა ჩხა­ი­ძე

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"კოკა-კოლას" დღესასწაული და საახალწლო ქარავანის რეალური ისტორია

"კოკა-კოლას" დღესასწაული და საახალწლო ქარავანის რეალური ისტორია

"უნდა დაიჯერო, რომ სასწაული ხდება, ახალი წლის ღამით ნატვრა აგიხდება... გაუხსენით ყველას, ოცნების კარი, ერთად შემოვკრათ სიხარულის ზარი! ახალი წელია, ახალი წელია..." - ამ სიტყვების წაკითხვისას, გონებაში ალბათ ნაცნობი მელოდია ამოგიტივტივდათ - ბავშვობის, თოვლიანი ახალი წლის, ბუხართან შეკრებილი ოჯახის წევრებისა და საოჯახო, საახალწლო სუფრის სურნელით...

ამ სიმღერის გახსენებისას, აუცილებლად წარმოგიდგებათ თვალწინ, პუტკუნა, თეთრწვერიანი, წითლებში გამოწყობილი ბაბუ, რომელიც გემრიელ, ყავისფერ სასმელს მიირთმევს და თვალს გიკრავთ.

ეს "კოკა-კოლაა", უამრავი ნათურით განათებული სატვირთო მანქანები, ყველაზე რეალისტური სანტა-კლაუსი და ამაღელვებელი ემოციები - რომელიც ყველაზე ჯადოსნურ ახალ წელთან ასოცირდება.

"კოკა-კოლას" ქარავანის პირველი სატვირთო ავტომობილები ნამდვილი არ ყოფილა, ეს იყო რეკლამის ნაწილი, რომელიც 1995 წელს შეიქმნა და დღემდე ფანტასტიკურ მოგონებებს აღძრავს ჩვენში.

ყოველ წელს თბილისსა და რეგიონების სხვადასხვა ქალაქებში ეს ჯადოსნური ამბავი რეალობად იქცევა, არც ეს ზამთარია გამონაკლისი - 20 დეკემბრიდან "კოკა-კოლას" ქარავანმა მოგზაურობასთან ერთად, საახალწლო განწყობის გაზიარება დაიწყო.

ყოველდღიურად ქარავანი მოგზაურობას 20:00 საათზე იწყებს და სხვადასხვა ქალაქში "მაკდონალდსის" შენობასთან ჩერდება, რომ საყვარელი სასმლით ერთგული მომხმარებელი გაახაროს.

კამპანიის ფარგლებში ქარავანმა უკვე იმოგზაურა თბილისში, რუსთავში, წყნეთში, ბათუმში, ქობულეთში, სენაკში და ზუგდიდში. თავის ჯადოსნურ მარშრუტს ის დღეს, 30 დეკემბერს, ქუთაისში დაასრულებს.

ტელეეკრანებიდან რეალობაში გადმოსული სადღესასწაულო ქარავანი, პოზიტიურ საახალწლო განწყობას ტოვებს მთელ ქვეყანაში და თქვენთან ერთად ითვლის 2018 წლის დადგომამდე დარჩენილ საათებს.

ნარიტა ჩხაიძე

R

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."