5 ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა - რომელ ადგილზეა საქართველო

5 ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა -  რომელ ადგილზეა საქართველო

საბჭოთა კავშირი მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფო იყო, რომელიც 15 რესპუბლიკისაგან შედგებოდა.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ ეს რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. რომელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე მდიდარი? - ამის თაობაზე ინფორმაცია ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ირაკლი მაკალათიამ მოგვაწოდა.

"მოსახლეობის ცხოვრების დონის ამსახველი ზოგადი მაჩვენებელია მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), რომელიც გვიჩვენებს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონესაც. მშპ-ის ერთ მოსახლეზე განაწილებით პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო მე-10 ადგილზეა და მეზობელი ქვეყნებიდან მხოლოდ სომხეთს უსწრებს" - აღნიშნა მან "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.

ირაკლი მაკალათიას თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მშპ ერთ მოსახლეზე (მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით) პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ასე გამოიყურება:

1. ესტონეთი - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 25 795 დოლარი

ეკონომიკური თავისუფლება, გამარტივებული საგადასახადო სისტემა, უცხოური ინვესტიციებისადმი გახსნილობა და ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი ხელს უწყობს ესტონეთის ეკონომიკის წინსვლას. ყველაზე მაღალი საშემოსავლო და კორპორატიული საგადასახადო განაკვეთი ამ ქვეყანაში 20 პროცენტია. გაუნაწილებელი მოგება კი არ იბეგრება. ესტონეთის სახელმწიფო ვალის მოცულობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და მშპ-ის 10.1 პროცენტს შეადგენს.

2. ლიტვა - მშპ ერთ სულ მოსახლეზე 24 303 დოლარი

ლიტვამ, მიუხედავად გლობალური და რეგიონული გამოწვევებისა, კორუფციის აღმოფხვრით, ეფექტიანი ფისკალური პოლიტიკის გატარებით, სახელმწიფო ხარჯების შემცირებითა და მასზე მაქსიმალური კონტროლით გაიუმჯობესა მაკროეკონომიკური მდგომარეობა. ლიტვის ექსპორტის 30%-ზე მეტი ნავთობზე მოდის, ხოლო დამუშავებულ და გადაუმუშავებელ საკვებ პროდუქტებზე - 16,9%. ლიტვა 2016 წლიდან აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და ბუნებრივი აირის იმპორტს ნორვეგიიდან ახორციელებს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი