პოლიციამ დააკავა 14 წლის მოზარდი, რომელიც ქურდობის ფაქტებზე 27-ჯერ არის მხილებული, ამჟამად კი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზია გაქურდა. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ს.ს.-მ მის მიერ იმავე დღეს ჩადენილი ორი მაღაზიის გაქურდვის ფაქტიც აღიარა.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით.