ინტერნეტში ძაღლებისადმი სასტიკი მოპყრობის ამსახველი ინფორმაცია ღიად ვრცელდება - რატომ არ მუშაობს კანონი

ინტერნეტში ძაღლებისადმი სასტიკი მოპყრობის ამსახველი ინფორმაცია ღიად ვრცელდება - რატომ არ მუშაობს კანონი

სრულიად საქართველოს მთელი ცხოველთა დაცვის სფერო სულმოუთქმელად ელის ახალ კანონს... კანონს, რომელიც ცხოველს დაიცავს! კანონს, რომელიც დანაშაულის ადეკვატურ სასჯელს განსაზღვრავს; რომელიც ცოცხალს უსულო ქონებას მაინც გაუტოლებს; რომელიც სულიერს ფასის მიხედვით არ დაჰყოფს; რომელიც აღიარებს, რომ ამ ქვეყანაში არსებობის უფლება უტყვ არსებებსაც აქვთ... საქმე ისაა, რომ საჯარო სივრცეში ხშირად ღიად ვრცელდება დანაშაულის შემცველი ინფორმაცია, რომლის ავტორებსაც, ფაქტია, რომ კანონის დარღვვევის შიში არ აქვთ. დღეს არსებული კანონი მწირი და არაფრის მთქმელია!

მუხლი 259. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა

1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სულ 35 სიტყვა!.. 35 სიტყვა და შემზარავი სიხშირე სისასტიკისა, სასჯელი კი ჯარიმას არასდროს გამცდარა.

გაგრძელება + ფოტოები

ნახეთ ასევე: სანახაობა, რომელიც დასახიჩრებითა და ფატალური შედეგებით სრულდება - კრწანისში დაანონსებული დაუნდობელი "ძაღლური ჩხუბი"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს