კომპანია "კანოს" კომენტარი მთაწმინდის პარკში "ეშმაკის ბორბალზე" მომხდარი ტრაგედიის შესახებ

კომპანია "კანოს" კომენტარი მთაწმინდის პარკში "ეშმაკის ბორბალზე" მომხდარი ტრაგედიის შესახებ

ჩვენი კომპანია იღებს ყველანაირ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც გამოძიებით დადგინდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "კანოს" პრესსამსახურში განუცხადეს, რომელიც "მთაწმინდის პარკში" "ეშმაკის ბორბლის" დემონტაჟს ახორციელებს.

მათივე თქმით, კომპანიას უსაფრთხოების ნორმები დაცული აქვს და გუშინდელი ფაქტი უბედური შემთხვევა იყო.

"ჩვენი კომპანია იღებს ყველანაირ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც დადგინდება გამოძიებით. ეს იყო უბედური შემთხვევა. ჩვენ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცული გვაქვს, მაგრამ ხომ იცით, უბედური შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ არის", - განაცხადეს კომპანიაში.

მთაწმინდის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ, ეშმაკის ბორბლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია