ქუთაისში არასრულწლოვანი დაჭრეს

ქუთაისში არასრულწლოვანი დაჭრეს

ქუთაისში არასრულწლოვანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა აიდინოვეების ოჯახში მაშინ მოხდა, როდესაც გვიან ღამით სახლში სამი ნიღბიანი შეიჭრა.

ოჯახის ინფორმაციით, ნიღბიანებს ბავშვმა წინააღმდეგობა გაუწია, სწორედ ამ დროს გაისროლეს იარაღი და ტყვია არასრულწლოვანს ფეხში მოხვდა.

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდართან  დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, სამი დაუდგენელი ნიღბიანი პირი ქუთაისში, სულხან საბას მე-5 ჩიხში, 1980 წელს დაბადებული თ. ა.-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ. ერთ-ერთმა პირმა გადაჭრილი თოფიდან გასროლით ოჯახის ერთი წევრი - 2002 წელს დაბადებული ნ. მ. ფეხის არეში დაჭრა, რის გამოც იგი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ თვითმხილველები და თ. ა.-ს ოჯახის წევრები.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დადგინდა, რომ თავდამსხმელებს ფული ან ძვირფასეულობა არ მოუთხოვიათ. შესაბამისად, გამოძიება მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ