პარტნიორები:
    სამართალი
    საზოგადოება
    Faceამბები
    მსოფლიო
    მოზაიკა
    კულტურა/შოუბიზნესი
    სამხედრო
    სპორტი
    კონფლიქტები
    სასურველი გზავნილის ნაცვლად "სითი პარკის" ჯარიმები - რის შესახებ აფრთხილებენ ერთმანეთს ქართველი მძღოლები
    სასურველი გზავნილის ნაცვლად "სითი პარკის" ჯარიმები - რის შესახებ აფრთხილებენ ერთმანეთს ქართველი მძღოლები

    ქარ­თვე­ლი მძღო­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თმა­ნეთს აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ კერ­ძო სა­ფოს­ტო კომ­პა­ნი­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გზავ­ნი­ლის შე­სა­ხებ ყუ­რა­დღე­ბით გა­და­ა­მოწ­მონ, რად­გან ფოს­ტა­ში მი­სუ­ლებს, შე­საძ­ლოა, "სითი პარ­კის" ჯა­რი­მე­ბი დახ­ვდეთ.

    "ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მფლო­ბე­ლო მე­გობ­რე­ბო, თუ და­გი­რე­კეს კერ­ძო სა­ფოს­ტო კომ­პა­ნი­ი­დან, ტექ­სტით "თქვენს სა­ხელ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბაა / ამა­ნა­თია / გზავ­ნი­ლია და მობ­რძან­დით", არ გაბ­რიყ­ვდეთ და არ მიხ­ვი­დეთ: CT Park-ის ჯა­რი­მე­ბის და­რი­გე­ბის ახა­ლი მე­თო­დია"! - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

    ერთ-ერთი მძღო­ლი, ვინც "სითი პარ­კის­გან" შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ფოს­ტო კუ­რი­ე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ი­ღო, თენ­გო მირ­ცხუ­ლა­ვაა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი - მისი შე­ტყო­ბი­ნე­ბა კუ­რი­ერ­მა მე­ზო­ბელს და­უ­ტო­ვა.

    "ვი­ფიქ­რე, შე­საძ­ლოა, ჩემ­მა რო­მე­ლი­მე მე­გო­ბარ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნა რამე, რად­გან შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ფოს­ტა­ში ჩემს სა­ხელ­ზე გზავ­ნი­ლის ასა­ღე­ბად უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი. მი­ვე­დი მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე, ერთ-ერთი კერ­ძო სა­ფოს­ტო კომ­პა­ნია იყო. მი­თხრეს, რომ "სითი პარ­კის" ჯა­რი­მე­ბი უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. არ ჩა­ვი­ბა­რე, რად­გან შე­ტყო­ბი­ნე­ბა ჩემს ნაც­ვლად მე­ზო­ბელს და­უ­ტო­ვეს, მე კი ფოს­ტა­ში მო­ტყუ­ე­ბით მი­მიყ­ვა­ნეს,"- ამ­ბობს თენ­გო მირ­ცხუ­ლა­ვა.

    კომ­პა­ნია "სითი პარკში" AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მრა­ვა­ლი წე­ლია, მძღო­ლე­ბი შე­ტყო­ბი­ნე­ბებს ჯა­რი­მე­ბის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა სა­ფოს­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით იღე­ბენ.

    "ჩვენ გვყავს რამ­დე­ნი­მე სა­ფოს­ტო კომ­პა­ნია, ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი, რომ­ლე­ბიც არი­გე­ბენ ჯა­რი­მებს. მათ შო­რის არის "სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტაც". ისი­ნი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ად­რე­სა­ტამ­დე წე­რი­ლის მი­ტა­ნას.

    რაც ჯა­რი­მე­ბი არ­სე­ბობს, ყო­ველ­თვის სხვა­დას­ხვა სა­ფოს­ტო კომ­პა­ნი­ას მიჰ­ქონ­და ად­რე­სა­ტამ­დე შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მთა­ვა­რია, ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დოს ავ­ტომფლო­ბელს ჯა­რი­მის შე­სა­ხებ, ან - მისი ოჯა­ხის წევ­რს. ჯა­რი­მა კი ჩა­ბა­რე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა მას შემ­დეგ, რაც ჯა­რი­მას ჩა­ი­ბა­რებს ავ­ტომფლო­ბე­ლი, ან მისი ოჯა­ხის სრულ­წლო­ვა­ნი წევ­რი. ჯა­რი­მა ჩა­ბა­რე­ბა­ზე მათი უა­რის შემ­თხვე­ვა­შიც ჩა­ბა­რე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა," - გა­ნა­ცხა­და AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას კომ­პა­ნი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ლე­ვან ტა­ბი­ძემ.

    მი­სი­ვე თქმით, SMS ან სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი ჯა­რი­მე­ბის შე­სა­ხებ არის მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მძღო­ლის­თვის. "თუ თქვენ მი­ი­ღეთ მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა, ან - და­გი­რე­კეს, ეს არ ნიშ­ნავს, რომ თქვენ ჯა­რი­მა ჩა­ი­ბა­რეთ," - გან­მარ­ტავს ტა­ბი­ძე.

    მი­სი­ვე თქმით, კუ­რი­ე­რი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ტო­ვებს შე­ტყო­ბი­ნე­ბას, რომ ადა­მი­ა­ნის სა­ხელ­ზე გზავ­ნი­ლია ფოს­ტა­ში, თუ ავ­ტომფლო­ბელ­თან, ან მისი ოჯა­ხის სრულ­წლო­ვან წევრთან კო­მუ­ნი­კა­ცია ვერ შედ­გე­ბა.

    იმ შემ­თხვე­ვა­ში კი, თუ ავ­ტომფლო­ბე­ლი უარს იტყვის ჯა­რი­მე­ბის ჩა­ბა­რე­ბა­ზე, ის მა­ინც ჩა­ბა­რე­ბუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა და და­ი­წყე­ბა 30 დღი­ა­ნი ვა­დის ათ­ვლა, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც მძღოლ­მა ჯა­რი­მის სა­ფა­სუ­რი უნდა გა­და­ი­ხა­დოს.

    "თუ ჯა­რი­მის სა­ფა­სურს არ იხ­დის მო­ქა­ლა­ქე, მას ეკის­რე­ბა სა­უ­რა­ვი და იწყე­ბა ახა­ლი 30 დღი­ა­ნი ვა­დის ათ­ვლა ჯა­რი­მი­სა და სა­უ­რა­ვის გა­და­სახ­დე­ლად. ამ ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ კი, თუ მძღო­ლი კვლავ არ გა­და­იხ­დის სა­ჭი­რო თან­ხას, საქ­მე გა­და­ე­ცე­მა აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­როს," - გან­მარ­ტავს ტა­ბი­ძე.

    დღის ვიდეო
    00:00 / 00:00
    ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
    ავტორი:

    სასურველი გზავნილის ნაცვლად "სითი პარკის" ჯარიმები - რის შესახებ აფრთხილებენ ერთმანეთს ქართველი მძღოლები

    სასურველი გზავნილის ნაცვლად "სითი პარკის" ჯარიმები - რის შესახებ აფრთხილებენ ერთმანეთს ქართველი მძღოლები

    ქართველი მძღოლები სოციალურ ქსელში ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ კერძო საფოსტო კომპანიებიდან მიღებული შეტყობინებები გზავნილის შესახებ ყურადღებით გადაამოწმონ, რადგან ფოსტაში მისულებს, შესაძლოა, "სითი პარკის" ჯარიმები დახვდეთ.

    "ავტომანქანების მფლობელო მეგობრებო, თუ დაგირეკეს კერძო საფოსტო კომპანიიდან, ტექსტით "თქვენს სახელზე შეტყობინებაა / ამანათია / გზავნილია და მობრძანდით", არ გაბრიყვდეთ და არ მიხვიდეთ: CT Park-ის ჯარიმების დარიგების ახალი მეთოდია"! - წერს "ფეისბუქის" მომხმარებელი.

    ერთ-ერთი მძღოლი, ვინც "სითი პარკისგან" შეტყობინება საფოსტო კურიერის საშუალებით მიიღო, თენგო მირცხულავაა. უფრო კონკრეტულად კი - მისი შეტყობინება კურიერმა მეზობელს დაუტოვა.

    "ვიფიქრე, შესაძლოა, ჩემმა რომელიმე მეგობარმა გამომიგზავნა რამე, რადგან შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ ფოსტაში ჩემს სახელზე გზავნილის ასაღებად უნდა მივსულიყავი. მივედი მითითებულ მისამართზე, ერთ-ერთი კერძო საფოსტო კომპანია იყო. მითხრეს, რომ "სითი პარკის" ჯარიმები უნდა ჩამებარებინა. არ ჩავიბარე, რადგან შეტყობინება ჩემს ნაცვლად მეზობელს დაუტოვეს, მე კი ფოსტაში მოტყუებით მიმიყვანეს,"- ამბობს თენგო მირცხულავა.

    კომპანია "სითი პარკში" AMBEBI.GE-ს განუცხადეს, რომ მრავალი წელია, მძღოლები შეტყობინებებს ჯარიმების შესახებ სხვადასხვა საფოსტო მომსახურების საშუალებით იღებენ.

    "ჩვენ გვყავს რამდენიმე საფოსტო კომპანია, ქვეკონტრაქტორი, რომლებიც არიგებენ ჯარიმებს. მათ შორის არის "საქართველოს ფოსტაც". ისინი უზრუნველყოფენ ადრესატამდე წერილის მიტანას.

    რაც ჯარიმები არსებობს, ყოველთვის სხვადასხვა საფოსტო კომპანიას მიჰქონდა ადრესატამდე შეტყობინებები. კანონის მიხედვით, მთავარია, ინფორმაცია მიეწოდოს ავტომფლობელს ჯარიმის შესახებ, ან - მისი ოჯახის წევრს. ჯარიმა კი ჩაბარებულად ითვლება მას შემდეგ, რაც ჯარიმას ჩაიბარებს ავტომფლობელი, ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი. ჯარიმა ჩაბარებაზე მათი უარის შემთხვევაშიც ჩაბარებულად ითვლება," - განაცხადა AMBEBI.GE-სთან საუბრისას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ.

    მისივე თქმით, SMS ან სატელეფონო ზარი ჯარიმების შესახებ არის მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების საშუალება მძღოლისთვის. "თუ თქვენ მიიღეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება, ან - დაგირეკეს, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ჯარიმა ჩაიბარეთ," - განმარტავს ტაბიძე.

    მისივე თქმით, კურიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში ტოვებს შეტყობინებას, რომ ადამიანის სახელზე გზავნილია ფოსტაში, თუ ავტომფლობელთან, ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრთან კომუნიკაცია ვერ შედგება.

    იმ შემთხვევაში კი, თუ ავტომფლობელი უარს იტყვის ჯარიმების ჩაბარებაზე, ის მაინც ჩაბარებულად ჩაითვლება და დაიწყება 30 დღიანი ვადის ათვლა, რომლის განმავლობაშიც მძღოლმა ჯარიმის საფასური უნდა გადაიხადოს.

    "თუ ჯარიმის საფასურს არ იხდის მოქალაქე, მას ეკისრება საურავი და იწყება ახალი 30 დღიანი ვადის ათვლა ჯარიმისა და საურავის გადასახდელად. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი, თუ მძღოლი კვლავ არ გადაიხდის საჭირო თანხას, საქმე გადაეცემა აღსრულების ეროვნულ ბიუროს," - განმარტავს ტაბიძე.

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

    8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი