სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"საპატრულო პოლიცია უნდა გახდეს სწრაფი და მოქნილი" - რა ცვლილებებს გეგმავს ახალი მინისტრი სისტემაში
"საპატრულო პოლიცია უნდა გახდეს სწრაფი და მოქნილი" - რა ცვლილებებს გეგმავს ახალი მინისტრი სისტემაში

შს მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია რე­ფორ­მი­რე­ბის შემ­დგომ ეტაპ­ზე გა­დას­ვლას სა­ჭი­რო­ებს. რო­გორც გა­ხა­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტში, რამ­დე­ნი­მე კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია უნდა გახ­დეს უფრო სწრა­ფი და მოქ­ნი­ლი.

"მო­ვი­და დრო სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რე­ფორ­მი­რე­ბის შემ­დგომ ეტაპ­ზე გა­დას­ვლის. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ გა­ნი­ცა­და რე­ფორ­მი­რე­ბა და ეს რე­ფორ­მა წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტარ­და, თუმ­ცა, აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ რე­ფორ­მის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტი შე­ე­ხო ე.წ. ფრონ­ტის ნა­წილს. სამ­წუ­ხა­როდ, ის პრო­ცე­სე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი, რო­მე­ლიც უნდა იყოს თვი­თონ სის­ტე­მა­ში და ინ­სტი­ტუ­ტში, სა­ჭი­რო­ებს დახ­ვე­წას. სა­ერ­თოდ არ მუ­შა­ოს ისე­თი კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რო­გო­რიც არის გა­ციფ­როვ­ნე­ბა და დი­ჯი­ტა­ლი­ზა­ცია. ჩვენ დღეს ვხე­დავთ აშ­კა­რა ტენ­დენ­ცი­ას, რო­დე­საც პატ­რუ­ლის მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა და სა­პო­ლი­ციო მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა უფრო ფარ­თოვ­დე­ბა.

მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სა­პო­ლი­ციო მომ­სა­ხუ­რე­ო­ბა­ზე და სერ­ვი­სებ­ზე მო­თხოვ­ნა იზ­რდე­ბა და ჩვენ თუ ე.წ. ბე­ქის კომ­პო­ნენ­ტი სას­წრა­ფოდ არ და­ვა­ლა­გეთ, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა რთუ­ლი. ამი­ტომ, ის პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნე­ბი, რო­მე­ლიც დღეს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წი­ნა­შე დგას, არის ის, რომ გახ­დეს უფრო სწრა­ფი და მოქ­ნი­ლი. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ უნდა მი­ი­ღოს სერ­ვის­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პლატ­ფორ­მის სახე და ეს სა­პო­ლი­ცო სერ­ვი­სე­ბი უფრო გა­ფარ­თოვ­დე­ბა და მოხ­მარ­დე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას", - აღ­ნიშ­ნა გა­ხა­რი­ამ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"საპატრულო პოლიცია უნდა გახდეს სწრაფი და მოქნილი" - რა ცვლილებებს გეგმავს ახალი მინისტრი სისტემაში

"საპატრულო პოლიცია უნდა გახდეს სწრაფი და მოქნილი" - რა ცვლილებებს გეგმავს ახალი მინისტრი სისტემაში

შს მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, საპატრულო პოლიცია რეფორმირების შემდგომ ეტაპზე გადასვლას საჭიროებს. როგორც გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, საპატრულო პოლიცია უნდა გახდეს უფრო სწრაფი და მოქნილი.

"მოვიდა დრო საპატრულო პოლიციის რეფორმირების შემდგომ ეტაპზე გადასვლის. რამდენიმე წლის წინ, საპატრულო პოლიციამ განიცადა რეფორმირება და ეს რეფორმა წარმატებით ჩატარდა, თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ რეფორმის ძირითადი კომპონენტი შეეხო ე.წ. ფრონტის ნაწილს. სამწუხაროდ, ის პროცესები და პროცედურები, რომელიც უნდა იყოს თვითონ სისტემაში და ინსტიტუტში, საჭიროებს დახვეწას. საერთოდ არ მუშაოს ისეთი კომპონენტები, როგორიც არის გაციფროვნება და დიჯიტალიზაცია. ჩვენ დღეს ვხედავთ აშკარა ტენდენციას, როდესაც პატრულის მომსახურეობა და საპოლიციო მომსახურეობა უფრო ფართოვდება.

მოსახლეობაში საპოლიციო მომსახურეობაზე და სერვისებზე მოთხოვნა იზრდება და ჩვენ თუ ე.წ. ბექის კომპონენტი სასწრაფოდ არ დავალაგეთ, საპატრულო პოლიციის შემდგომი განვითარება იქნება რთული. ამიტომ, ის პირველი ამოცანები, რომელიც დღეს საპატრულო პოლიციის წინაშე დგას, არის ის, რომ გახდეს უფრო სწრაფი და მოქნილი. საპატრულო პოლიციამ უნდა მიიღოს სერვისზე ორიენტირებული პლატფორმის სახე და ეს საპოლიცო სერვისები უფრო გაფართოვდება და მოხმარდება მოქალაქეების პირველადი უსაფრთხოების მიმართულებით მოთხოვნების დაკმაყოფილებას", - აღნიშნა გახარიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."