სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლევან იზორია: "აშშ-ის კონგრესმა "ჯაველინების" გადმოცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო"
ლევან იზორია: "აშშ-ის კონგრესმა "ჯაველინების" გადმოცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო"

"მინ­და დღეს პირ­ვე­ლად გამ­ცნოთ, რომ გუ­შინ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­გრეს­მა "ჯა­ვე­ლი­ნე­ბის" გად­მო­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო" - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა ლე­ვან იზო­რი­ამ რამ­დე­ნი­მე კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

ლე­ვან იზო­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, აშშ-ს კონ­გრე­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნიშ­ნავს იმ რე­ფორ­მე­ბის აღი­ა­რე­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის უწყე­ბამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

"ჩვენ გვაქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბა ან­ტი­სა­ტან­კო სის­ტე­მის "ჯა­ვე­ლი­ნე­ბის" შეს­ყიდ­ვის თვალ­საზ­რი­სით. მიმ­დი­ნა­რე წლის 29 მარტს, მქონ­და პა­ტი­ვი და მივ­მარ­თე წე­რი­ლო­ბით აშშ-ს თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენტს. სა­ჯა­როდ, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გახ­და ნო­ემ­ბერ­ში. პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი და მინ­და დღეს პირ­ვე­ლად გამ­ცნოთ, რომ გუ­შინ, კონ­გრეს­მა მი­ი­ღო და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მე ხელთ მაქვს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ორი­გი­ნა­ლი, ასე რომ, სა­ბო­ლო­ოდ მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ეს არის იმ რე­ფორ­მე­ბის აღი­ა­რე­ბა, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. ეს იყო ერთ-ერთი წი­ნა­პი­რო­ბა სწო­რედ ამ სის­ტე­მის გად­მო­ცე­მის­თვის. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ ვი­თხოვ­დით ამ სის­ტე­მის გად­მო­ცე­მას. ეს მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მიღ­წე­ვაა და მინ­და მო­გი­ლო­ცოთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გუ­შინ იქნა მი­ღე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იზო­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ მო­თხოვ­ნი­ლი ტექ­ნი­კის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის, ლო­ჯის­ტი­კის და ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის­თვის სა­ჭი­რო ხარ­ჯე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შეს­ყიდ­ვის მთლი­ა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, 75 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

"ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო ქვე­ყა­ნა Javelin-ის 410 მარ­თვად რა­კე­ტას, 72 გამ­შვებ და­ნად­გარს, 10 ძი­რი­თა­დი უნა­რე­ბის საწ­ვრთნელ მო­წყო­ბი­ლო­ბა­სა და 70 სი­მუ­ლა­ცი­ურ ჭურვს მი­ი­ღებს.

"ამე­რი­კის ხმის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, FGM-148 აშშ-ს არ­მი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში 1996 წლი­დან გა­მოჩ­ნდა, ის მე­სა­მე თა­ო­ბის ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სია, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც ასე­ვე ჯავ­შან­ტექ­ნი­კის, ბუნ­კე­რე­ბის, ვერ­ტმფრე­ნე­ბი­სა და დრო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც შე­იძ­ლე­ბა. ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­პლექსს Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture-ის ერ­თობ­ლი­ვი კომ­პა­ნია აწარ­მო­ებს.

Javelin-ის რა­კე­ტა აღ­ჭურ­ვი­ლია, თვით­და­მიზ­ნე­ბის რთუ­ლი ინფრა­წი­თე­ლი ქო­ბი­ნით, რომ­ლის სრო­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი მან­ძი­ლი 2.5 კი­ლო­მეტ­რია. თუმ­ცა, 2017 წლის სა­ტეს­ტო მო­დე­ლებ­მა ეს მან­ძი­ლი 4.5 კი­ლო­მეტ­რამ­დე გა­ზარ­დეს...

აე­რო­დი­ნა­მი­კუ­რი სქე­მის სა­შა­უ­ლე­ბით, Javelin-ის რა­კე­ტას შე­უძ­ლია მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნოს, რო­გორც პირ­და­პირ, ისე ბა­ლის­ტი­კუ­რი ტრა­ექ­ტო­რი­ით, ზე­მო­დან, რაც თით­ქმის ნე­ბის­მი­ე­რი და რაც მთა­ვა­რია, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­მიზ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, პირ­ვე­ლად, - FGM-148 Javelin-ის გა­და­სა­ტა­ნი სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სი აშშ-ის ევ­რო­პუ­ლი სარ­დლო­ბის მებ­რძო­ლებ­მა 2017 წლის აგ­ვის­ტო­ში, ვა­ზი­ან­ში, "ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რის" სწავ­ლე­ბის დროს გა­მო­ი­ყე­ნეს წა­ი­კი­თხეთ მეტი Javelin-ის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლევან იზორია: "აშშ-ის კონგრესმა "ჯაველინების" გადმოცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო"

ლევან იზორია: "აშშ-ის კონგრესმა "ჯაველინების" გადმოცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო"

"მინდა დღეს პირველად გამცნოთ, რომ გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა "ჯაველინების" გადმოცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო" - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

ლევან იზორიას განცხადებით, აშშ-ს კონგრესის გადაწყვეტილება ნიშნავს იმ რეფორმების აღიარებას, რომელიც საქართველოს თავდაცვის უწყებამ განახორციელა.

"ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატება ანტისატანკო სისტემის "ჯაველინების" შესყიდვის თვალსაზრისით. მიმდინარე წლის 29 მარტს, მქონდა პატივი და მივმართე წერილობით აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს. საჯაროდ, ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა ნოემბერში. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მინდა დღეს პირველად გამცნოთ, რომ გუშინ, კონგრესმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. მე ხელთ მაქვს, გადაწყვეტილების ორიგინალი, ასე რომ, საბოლოოდ მიღებულია გადაწყვეტილება.

ეს არის იმ რეფორმების აღიარება, რომელიც თავდაცვის უწყებაში განხორციელდა. ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ ამ სისტემის გადმოცემისთვის. წლების განმავლობაში, ჩვენ ვითხოვდით ამ სისტემის გადმოცემას. ეს მთელი სახელმწიფოს მიღწევაა და მინდა მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იქნა მიღებული", - განაცხადა ლევან იზორიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ მოთხოვნილი ტექნიკის ტრანსპორტირების, ლოჯისტიკის და ტექნიკური დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით, შესყიდვის მთლიანი ღირებულება, 75 მილიონი დოლარია.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, საქართველო ქვეყანა Javelin-ის 410 მართვად რაკეტას, 72 გამშვებ დანადგარს, 10 ძირითადი უნარების საწვრთნელ მოწყობილობასა და 70 სიმულაციურ ჭურვს მიიღებს.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, FGM-148 აშშ-ს არმიის შეიარაღებაში 1996 წლიდან გამოჩნდა, ის მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსია, რომლის გამოყენებაც ასევე ჯავშანტექნიკის, ბუნკერების, ვერტმფრენებისა და დრონების წინააღმდეგაც შეიძლება. ულტრათანამედროვე კომპლექსს Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture-ის ერთობლივი კომპანია აწარმოებს.

Javelin-ის რაკეტა აღჭურვილია, თვითდამიზნების რთული ინფრაწითელი ქობინით, რომლის სროლის მაქსიმალური მანძილი 2.5 კილომეტრია. თუმცა, 2017 წლის სატესტო მოდელებმა ეს მანძილი 4.5 კილომეტრამდე გაზარდეს...

აეროდინამიკური სქემის საშაულებით, Javelin-ის რაკეტას შეუძლია მოწინააღმდეგეზე იერიში მიიტანოს, როგორც პირდაპირ, ისე ბალისტიკური ტრაექტორიით, ზემოდან, რაც თითქმის ნებისმიერი და რაც მთავარია, ძვირადღირებული სამიზნის განადგურების საშუალებას იძლევა.

საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად, - FGM-148 Javelin-ის გადასატანი სარაკეტო კომპლექსი აშშ-ის ევროპული სარდლობის მებრძოლებმა 2017 წლის აგვისტოში, ვაზიანში, "ღირსეული პარტნიორის" სწავლების დროს გამოიყენეს  წაიკითხეთ მეტი Javelin-ის შესახებ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."