სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რუსთავში ხანძრის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი
რუსთავში ხანძრის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

რუს­თავ­ში, მე­გობ­რო­ბის გამ­ზი­რის მე­ო­რე გა­სას­ვლე­ლის N3 სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად, აღ­ნიშ­ნუ­ლი კორ­პუ­სის მე-5 სა­დარ­ბა­ზო­ში, პირ­ველ სარ­თულ­ზე ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში, მცხოვ­რე­ბი 48 წლის მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა, კორ­პუ­სის მე-4 და მე-5 სარ­თულ­ზე მცხოვ­რე­ბი 57 წლის მა­მა­კა­ცი და 30 წლის ქალი კი კვამ­ლით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად გარ­და­იც­ვალ­ნენ.

30 წლის ქალი კლი­ნი­კა "რუს­თავ­ში" გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, ის მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, კლი­ნი­კა­ში მი­იყ­ვა­ნეს კი­დევ ერთი ქალი, რო­მე­ლიც მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძრის დროს ფან­ჯრი­დან გად­მოხ­ტა და ფეხი მო­ი­ტე­ხა.

კვამ­ლით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით, წუ­ხელ გვი­ან ღა­მით, რუს­თა­ვის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და ამ დრო­ის­თვის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე-4 და მე-5 სარ­თუ­ლებ­ზე მცხოვ­რე­ბი მა­მა­კა­ცი­სა და ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის სა­ვენ­ტი­ლა­ციო მი­ლი­დან ზედა სარ­თუ­ლებ­ზე ასუ­ლი კვამ­ლი გახ­და.

ხან­ძრის ლიკ­ვი­და­ცი­ას ოთხი ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბრი­გა­და აწარ­მო­ებ­და. მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის გამო, სა­დარ­ბა­ზო­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და რუს­თა­ვის მერი ირაკ­ლი ტა­ბა­ღუა.

უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ელექტრო­ე­ნერ­გია და ბუ­ნებ­რი­ვი აირი გა­თი­შეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რუსთავში ხანძრის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

რუსთავში ხანძრის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

რუსთავში, მეგობრობის გამზირის მეორე გასასვლელის N3 საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, აღნიშნული კორპუსის მე-5 სადარბაზოში, პირველ სართულზე ერთოთახიან ბინაში, მცხოვრები 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, კორპუსის მე-4 და მე-5 სართულზე მცხოვრები 57 წლის მამაკაცი და 30 წლის ქალი კი კვამლით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალნენ.

30 წლის ქალი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს, თუმცა, ის მალევე გარდაიცვალა, კლინიკაში მიიყვანეს კიდევ ერთი ქალი, რომელიც მეზობლების ინფორმაციით, ხანძრის დროს ფანჯრიდან გადმოხტა და ფეხი მოიტეხა.

კვამლით ინტოქსიკაციით, წუხელ გვიან ღამით, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი, ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის სახლში იმყოფებიან.

წინასწარი ინფორმაციით, მე-4 და მე-5 სართულებზე მცხოვრები მამაკაცისა და ქალის გარდაცვალების მიზეზი, პირველი სართულის სავენტილაციო მილიდან ზედა სართულებზე ასული კვამლი გახდა.

ხანძრის ლიკვიდაციას ოთხი ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადა აწარმოებდა. მეხანძრე-მაშველებმა და საპატრულო პოლიციამ ძლიერი დაკვამლიანების გამო, სადარბაზოში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.

უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელ კორპუსში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი გათიშეს.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია