"ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები "იმპიჩმენტის მარშის" შემდეგ ოქტომბრის სასახლეში შესვლას ცდილობენ, რომელიც კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის შენობაა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ოქტომბრის სასახლეში, ინსტიტუტსკის ქუჩაზე განთავსდება "საკოორდინაციო შტაბი".
კიევის ცენტრში მიტინგის შემდეგ, სააკაშვილი მომხრეებთან ამ შენობისკენ გაემართა, სადაც ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები მათ ოქტომბრის სასახლეში არ უშვებენ.