გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის მილიონნახევარ ლარამდე დაიხარჯება

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის მილიონნახევარ ლარამდე დაიხარჯება

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში რეაბილიტაციის მეორე ეტაპის განხორციელებისთვის მილიონნახევარ ლარამდე უნდა დაიხარჯოს.

რეაბილიტაციის ფარგლებში გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაობი უნდა განხორციელედეს. სამუშაობის შესასრულებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი. გამარჯვებულმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები 8 თვეში უნდა დაასრულოს.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში მყოფი, ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნიმუში, გელათის სამონასტრო კომპლექსი (XII-XVIII სს) დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური სახით შემორჩენილი კომპლექსური ძეგლია საქართველოში. საუკუნეების მანძილზე ბუნებრივი მოვლენებისა თუ საბრძოლო მოქმედებების გამო სამონასტრო კომპლექსი მნიშვნელოვნად დაზიანდა. სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული ფრაგმენტული აღდგენითი სამუშაოები კვლავ მოითხოვს განახლებას და კომპლექსის სრულმასშტაბიან კონსერვაცია-რეაბილიტაციას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი