სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სტალინის აგარაკი, რესტორანი "დიოსკურია"... - ვის დარჩება აფხაზეთში უპატრონოდ მიტოვებული ცნობილი შენობები
სტალინის აგარაკი, რესტორანი "დიოსკურია"... - ვის დარჩება აფხაზეთში უპატრონოდ მიტოვებული ცნობილი შენობები

აფხა­ზეთ­ში მე­რამ­დე­ნედ ცდი­ლო­ბენ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ას. კომ­პა­ნი­ე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, რო­მელ­თა სა­ხე­ლებ­საც აფხა­ზუ­რი მხა­რე არ აკონ­კრე­ტებს, რამ­დე­ნი­მე ობი­ექ­ტის შე­ძე­ნით და­ინ­ტე­რეს­დნენ. ახლა სა­უ­ბა­რია გა­ყიდ­ვი­სა და იჯა­რით გა­და­ცე­მის პი­რო­ბებ­ზე, რომ­ლის დე­ტა­ლებ­ზეც "სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტი" მუ­შა­ობს... 

"სო­ხუმ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "აფხა­ზე­თი" ჯერ კი­დევ ათი წლის წინ, ერთ-ერთ რუ­სულ კომ­პა­ნი­ა­ზე გა­ი­ყი­და, თუმ­ცა, მის­თვის ხელი დღემ­დე არა­ვის უხ­ლია...", - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია და დას­ძენს, რომ ამ ფორ­მით იქ უკვე არა­ერ­თი ობი­ექ­ტი "გა­ი­ყი­და", თუმ­ცა, ახა­ლი მფლო­ბე­ლე­ბი მის აღ­დგე­ნა-რეს­ტავ­რა­ცი­ას არ ჩქა­რო­ბენ. მი­ზე­ზი გა­ურ­კვე­ვე­ლია...

აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტარ­და პრეს­კონ­ფე­რენ­ცია უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც კომ­ტე­ტის წევ­რმა ვახ­ტანგ ფი­ფი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენ­ტის და­ვა­ლე­ბით, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მარ­თვის ახა­ლი მო­დე­ლი უნდა შე­ი­მუ­შა­ვონ.

ეს იქ­ნე­ბა ვრცე­ლი დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, "სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტი" მუ­შა­ო­ბას უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში შე­უდ­გე­ბა. "კო­მი­ტე­ტის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ვა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბის რე­ესტრის­თვის ჩა­ბა­რე­ბა, რად­გან მთელ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მხო­ლოდ 10%-ია იუ­რი­დი­უ­ლად გა­ფორ­მე­ბუ­ლი", - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია, თუმ­ცა, მი­ზეზს, თუ რამ გა­მო­იწ­ვია და­ნარ­ჩე­ნი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის "ჰა­ერ­ში ყოფ­ნა", არ გან­მარ­ტავს.

ვახ­ტანგ ფი­ფია პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით აცხა­დებს, რომ "მიმ­დი­ნა­რე წელს, მთლი­ა­ნო­ბა­ში, სულ 183 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ოდე­ნო­ბის ობი­ექ­ტე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბა მოხ­და და ყვე­ლა ფირ­მა, ვინც ისი­ნი შე­ის­ყი­და, კერ­ძო მე­სა­კუთ­რეა... სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა მათ­გა­ნი ჩვე­ნი რეს­პუბ­ლი­კის მკვიდ­რია. ჩვენ ვცდი­ლობთ, კერ­ძო მე­სა­კუთ­რე­ე­ბის კა­ტე­გო­რია შევ­ქმნათ, რაც სწო­რად მი­მაჩ­ნია..."

ფი­ფია წუხს, რომ რეს­პუბ­ლი­კა­ში, აუქ­ცი­ო­ნის გა­მარ­თვა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ვერ ხერ­ხდე­ბა. "ჩვენ ერთი აუქ­ცი­ო­ნის­ტიც არ გვყავს, რო­მე­ლიც მის წარ­მარ­თვას შეძ­ლებს...", - ამ­ბობს ფი­ფია. აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი ამ თე­მას ირო­ნი­ით ეხ­მი­ა­ნე­ბა და წერს, რომ "ცო­ცხა­ლი" აქ­ცი­ო­ნის­ტი აფხა­ზე­თის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში, ჯერ კი­დევ ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ომის და­წყე­ბამ­დე ნა­ხეს...

"არის კი­დევ ერთი, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი - აუქ­ცი­ონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს აქვთ, რაც ჩვენ­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია...",- აცხა­დებს ფი­ფია.

სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის, მი­ხე­ილ ლა­და­რი­ას თქმით, "აუქ­ცი­ო­ნის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის არ­ქო­ნის გარ­და, პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის კი­დევ ერთი ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი არის კონ­კურ­სი... ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, სამ ობი­ექ­ტზე, - მა­ღა­ზი­ა­ზე, სა­კონ­დიტ­რო ფაბ­რი­კა­სა და მის სა­წყობ­ზე საც­დე­ლი კონ­კურ­სი ჩა­ვა­ტა­რეთ. შე­ვე­ცა­დეთ, ყვე­ლა პი­რო­ბა დაგ­ვეც­ვა, რო­მელ­საც კა­ნო­ნი გვა­ვალ­დე­ბუ­ლებ­და და გა­ნა­ცხა­დის შე­მო­ტა­ნის ვა­დაც გა­მო­ვა­ცხა­დეთ. თუმ­ცა, მხო­ლოდ ერთი გა­ნა­ცხა­დი შე­მო­ვი­და... იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით, კონ­კურ­სი ჩაშ­ლი­ლად გა­მოგ­ვე­ცხა­დე­ბი­ნა, რად­გან ლო­გი­კუ­რად, კონ­კურ­სის­თვის, თუნ­დაც ორი გა­ნა­ცხა­დი მა­ინც იყო სა­ჭი­რო..." - ამ­ბობს ლა­და­რია.

"სა­ხელ­მწი­ფოს კო­მი­ტე­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე "სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბი­სა და პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის" სა­კი­თხებ­ში, ნი­კო­ლაი აჩბა აცხა­დებს, რომ კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ფა­სე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ და­მო­უ­კი­დე­ბელ კომ­პა­ნი­ებს აქვთ. რეს­პუბ­ლი­კა­ში მხო­ლოდ 9 კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­საც "ლი­ცენ­ზია" აქვს.

თუ მყიდ­ვე­ლე­ბი და მო­ი­ჯა­რე­ე­ბი თა­ვი­ანთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას არ შე­ას­რუ­ლე­ბენ, "სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტეტს" მათ წი­ნა­აღ­მდეგ გარ­კვე­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა.

ლა­და­რი­ას თქმით, ობი­ექ­ტებ­ზე, რო­მელ­თაც რეს­ტავ­რი­რე­ბა ან კა­პი­ტა­ლუ­რი აღ­დგე­ნა სჭირ­დე­ბათ, სა­ინ­ვეს­ტი­ციო შე­თან­ხმე­ბას გა­ა­ფორ­მე­ბენ, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ჩა­ი­დე­ბა თან­ხა და შეს­რუ­ლე­ბის ვა­დე­ბი. კო­მი­ტეტს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა ამ პრო­ცეს­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს.

ვახ­ტანგ ფი­ფია მი­იჩ­ნევს, რომ მათ არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი აქვთ, რო­დე­საც ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვი­სას "კა­ნო­ნი და­ირ­ღვა". თუნ­დაც, გაგ­რის რა­ი­ო­ნის ყო­ფი­ლი "დონ-ტა­ბა­კის" შემ­თხვე­ვა, რო­მელ­საც უკვე გა­და­სა­ხა­დი და­ე­კის­რა, რად­გან მათ ვერ შეძ­ლეს ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა...

"თუმ­ცა, არ­სე­ბობს ისე­თი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ე.წ. მო­ლა­პა­რა­კე­ბა შედ­გა ყო­ველ­გვა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე, თუნ­დაც სო­ხუმ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "აფხა­ზე­თი"... ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­დე­საც ისი­ნი ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას არ შე­ას­რუ­ლე­ბენ, ჩვენ უფ­ლე­ბა გვექ­ნე­ბა, შე­თან­ხმე­ბა გავ­წყვი­ტოთ.

კი­დევ ერთ მა­გა­ლი­თად შეგ­ვიძ­ლია მო­ვიყ­ვა­ნოთ, გუ­და­უ­თის აგუ­რის ქარ­ხა­ნა, რო­მელ­თა­ნაც სა­სა­მარ­თლოს სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­წყვი­ტეთ შე­თან­ხმე­ბა იჯა­რის შე­სა­ხებ, რად­გან მე­პატ­რო­ნემ პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბა ვერ შეძ­ლო... ასე­ვე, გულ­რიფ­შის რა­ი­ონ­ში, სა­დაც დაც­ვის და­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, ის­ტო­რი­უ­ლი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბი გა­ნად­გურ­და... მო­ი­ჯა­რეს, რო­მელ­მაც ის ად­გი­ლი 8 წლის წინ შე­ი­ძი­ნა, არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, მე­ტიც, იქა­უ­რო­ბას აგურ-აგურ შლი­ან...",- აცხა­დებს ფი­ფია.

ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, - "აგურ-აგურ დაშ­ლილ გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნის ის­ტო­რი­ულ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა თუ არა, Холодная речка, სტა­ლი­ნის აგა­რა­კი, რო­მე­ლიც 2010 წელს გა­ი­ყი­და, ფი­ფი­ას თქმით, იმ ფირ­მას­თან შე­თან­ხმე­ბის მერე, მომ­დევ­ნო გა­დახ­დე­ბის გეგ­მაც შედ­გა, - სა­უ­ბა­რი იყო 56 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე, რო­მე­ლიც მათ წლის ბო­ლომ­დე უნდა გა­და­ე­ხა­დათ. 

ფი­ფი­ას თქმით, რეს­ტო­რა­ნი "ამრა" "სა­ხელ­მწი­ფო" სა­კუთ­რე­ბა­ში რჩე­ბა, ის პრი­ვა­ტი­ზე­ბუ­ლი არ არის და შე­სა­ბა­მი­სად, მას­ზე სა­უ­ბა­რი არც არის...

"რაც შე­ე­ხე­ბა რეს­ტო­რან "დი­ოს­კუ­რი­ას", ის თით­ქმის დაშ­ლი­ლია და იმ ად­გი­ლას არც უნდა იყოს... ის ად­გი­ლი აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქის სა­კუთ­რე­ბა­შია და ის უნდა დავ­ტო­ვოთ, რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა... სო­ხუ­მის რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი კი, "აფხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზის სად­გურს" წარ­მო­ად­გენს...", - აცხა­დებს ფი­ფია.

აფხა­ზუ­რი მხა­რის გან­ხილ­ვებ­ში, ასე­ვე სა­უ­ბა­რი იყო რუ­სე­თის სამ­ხედ­რო სა­ნა­ტო­რი­უმ­ზე, რო­მელ­მაც ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა 7 წლის წინ შე­წყვი­ტა და მას შემ­დეგ, დრო და დრო რუ­სე­თი­დან ჩა­მო­დი­ო­და კო­მი­სია, რო­მე­ლიც იქ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას სწავ­ლობ­და, თუმ­ცა, არა­ფე­რი იც­ვლე­ბო­და...

"კარ­გად მახ­სოვს, ეს იყო 2011 წლის აპ­რი­ლი, მას შემ­დეგ ის რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი არა­ვის უნა­ხავს, ჩვენ კი, სა­ხელ­მწი­ფო, მას დღემ­დე ვი­ცავთ... სი­მარ­თლე გი­თხრათ, ყო­ველ­თვი­უ­რი თან­ხა, რო­მელ­საც ჩვენ მის დაც­ვა­ში შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს ვუხ­დით, და­ახ­ლო­ე­ბით 700 ათა­სი რუბ­ლია... მას 50-მდე ადა­მი­ა­ნი იცავს. ამის­თვის, 2018 წლის ბი­უ­ჯეტ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 9,5 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი," - გა­ნუ­ცხა­და ფი­ფი­ამ ად­გი­ლობ­რივ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

ცხა­დია, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის­თვი­საც სა­ეჭ­ვოა გეგ­მე­ბი, რომ­ლის "კა­ნო­ნი­ერ" შეს­რუ­ლე­ბა­ზეც აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფოს კო­მი­ტე­ტის წევ­რებ­მა ასე "გახ­სნი­ლად" ისა­უბ­რეს. მით უფრო, რომ ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის იქა­უ­რი მე­თო­დე­ბი, - დიდი ალ­ბა­თო­ბით, ფი­ფი­ა­სა და მისი კო­ლე­გე­ბის მიერ ძალ­ზე ზო­გა­დად მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის უკან, ე.წ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი დგა­ნან.

"აფხა­ზე­თის სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე თუ გა­ივ­ლით და სა­სახ­ლე­ებს შე­ნიშ­ნავთ, ეს შე­გიძ­ლი­ათ ერ­თგვარ "რუ­კად" გა­მო­ი­ყე­ნოთ, - სად, რო­მელ ქა­ლაქ­ში რამ­დე­ნი "სული ქურ­დი" ცხოვ­რობს. ეს ერ­თგვა­რი ცხრი­ლი­ვით არის, - რაც მეტი დი­დე­ბუ­ლი საფ­ლავ-სა­სახ­ლეა, მით მეტი "ავ­ტო­რი­ტე­ტი" ცხოვ­რობ­და, ან ცხოვ­რობს იმ ქა­ლაქ­ში. ჰოდა, იქ, სა­დაც მათ ამ­დე­ნი გავ­ლე­ნა აქვთ, რა გა­საკ­ვი­რია, რომ ასე­თი, უპატ­რო­ნოდ დარ­ჩე­ნი­ლი ძეგ­ლე­ბის "მე­ურ­ვე­ო­ბაც" იკის­რონ - გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბით", – წე­რენ აფხა­ზე­ბი.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სტალინის აგარაკი, რესტორანი "დიოსკურია"... - ვის დარჩება აფხაზეთში უპატრონოდ მიტოვებული ცნობილი შენობები

სტალინის აგარაკი, რესტორანი "დიოსკურია"... - ვის დარჩება აფხაზეთში უპატრონოდ მიტოვებული ცნობილი შენობები

აფხაზეთში მერამდენედ ცდილობენ უძრავი ქონების პრივატიზაციას. კომპანიები და ადგილობრივები, რომელთა სახელებსაც აფხაზური მხარე არ აკონკრეტებს, რამდენიმე ობიექტის შეძენით დაინტერესდნენ. ახლა საუბარია გაყიდვისა და იჯარით გადაცემის  პირობებზე, რომლის დეტალებზეც "სახელმწიფო კომიტეტი" მუშაობს... 

"სოხუმში მდებარე სასტუმრო "აფხაზეთი" ჯერ კიდევ ათი წლის წინ, ერთ-ერთ რუსულ კომპანიაზე გაიყიდა, თუმცა, მისთვის ხელი დღემდე არავის უხლია...", - წერს აფხაზური მედია და დასძენს, რომ ამ ფორმით იქ უკვე არაერთი ობიექტი "გაიყიდა", თუმცა, ახალი მფლობელები მის აღდგენა-რესტავრაციას არ ჩქარობენ. მიზეზი გაურკვეველია...  

აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარდა პრესკონფერენცია უძრავი ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით, სადაც კომტეტის წევრმა ვახტანგ ფიფიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის დავალებით, უძრავი ქონების მართვის ახალი მოდელი უნდა შეიმუშავონ.

ეს იქნება ვრცელი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, "სახელმწიფო კომიტეტი" მუშაობას უახლოეს ხანებში შეუდგება. "კომიტეტისთვის მნიშვნელოვან დავალებას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების რეესტრისთვის ჩაბარება, რადგან მთელ ქვეყანაში არსებული უძრავი ქონების მხოლოდ 10%-ია იურიდიულად გაფორმებული", - წერს აფხაზური მედია, თუმცა, მიზეზს, თუ რამ გამოიწვია დანარჩენი უძრავი ქონების "ჰაერში ყოფნა", არ განმარტავს.

ვახტანგ ფიფია პრივატიზაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "მიმდინარე წელს, მთლიანობაში, სულ 183 მილიონი რუბლის ოდენობის ობიექტების პრივატიზება მოხდა და ყველა ფირმა, ვინც ისინი შეისყიდა, კერძო მესაკუთრეა... საბედნიეროდ, ყველა მათგანი ჩვენი რესპუბლიკის მკვიდრია. ჩვენ ვცდილობთ, კერძო მესაკუთრეების კატეგორია შევქმნათ, რაც სწორად მიმაჩნია..."

ფიფია წუხს, რომ რესპუბლიკაში, აუქციონის გამართვა, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება. "ჩვენ ერთი აუქციონისტიც არ გვყავს, რომელიც მის წარმართვას შეძლებს...", - ამბობს ფიფია. აფხაზი ჟურნალისტი ამ თემას ირონიით ეხმიანება და წერს, რომ "ცოცხალი" აქციონისტი აფხაზეთის დრამატულ თეატრში, ჯერ კიდევ ქართულ-აფხაზური ომის დაწყებამდე ნახეს...

"არის კიდევ ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი - აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ, რაც ჩვენთვის საფრთხის შემცველია...",- აცხადებს ფიფია.

სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის, მიხეილ ლადარიას თქმით, "აუქციონის ჩატარების შესაძლებლობის არქონის გარდა, პრივატიზაციის კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი არის კონკურსი... ყოველი შემთხვევისთვის, სამ ობიექტზე, - მაღაზიაზე, საკონდიტრო ფაბრიკასა და მის საწყობზე საცდელი კონკურსი ჩავატარეთ. შევეცადეთ, ყველა პირობა დაგვეცვა, რომელსაც კანონი გვავალდებულებდა და განაცხადის შემოტანის ვადაც გამოვაცხადეთ. თუმცა, მხოლოდ ერთი განაცხადი შემოვიდა... იძულებული გავხდით, კონკურსი ჩაშლილად გამოგვეცხადებინა, რადგან ლოგიკურად, კონკურსისთვის, თუნდაც ორი განაცხადი მაინც იყო საჭირო..." - ამბობს ლადარია.

"სახელმწიფოს კომიტეტის" ხელმძღვანელის მოადგილე "სახელმწიფო საკუთრებისა და პრივატიზაციის" საკითხებში, ნიკოლაი აჩბა აცხადებს, რომ კანონის გათვალისწინებით, უძრავი ქონების შეფასების უფლება მხოლოდ დამოუკიდებელ კომპანიებს აქვთ. რესპუბლიკაში მხოლოდ 9 კომპანიაა, რომელსაც "ლიცენზია" აქვს.

თუ მყიდველები და მოიჯარეები თავიანთ ვალდებულებას არ შეასრულებენ, "სახელმწიფო კომიტეტს" მათ წინააღმდეგ გარკვეული მექანიზმების გამოყენების უფლება ექნება.

ლადარიას თქმით, ობიექტებზე, რომელთაც რესტავრირება ან კაპიტალური აღდგენა სჭირდებათ, საინვესტიციო შეთანხმებას გააფორმებენ, რომლის ფარგლებშიც ჩაიდება თანხა და შესრულების ვადები. კომიტეტს საშუალება ექნება ამ პროცესზე გავლენა მოახდინოს.

ვახტანგ ფიფია მიიჩნევს, რომ მათ არაერთი მაგალითი აქვთ, როდესაც ყიდვა-გაყიდვისას "კანონი დაირღვა". თუნდაც, გაგრის რაიონის ყოფილი "დონ-ტაბაკის" შემთხვევა, რომელსაც უკვე გადასახადი დაეკისრა, რადგან მათ ვერ შეძლეს ნაკისრი ვალდებულების შესრულება...

"თუმცა, არსებობს ისეთი შემთხვევა, როდესაც ე.წ. მოლაპარაკება შედგა ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, თუნდაც სოხუმში მდებარე სასტუმრო "აფხაზეთი"... ასეთ შემთხვევებში, როდესაც ისინი ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებენ, ჩვენ უფლება გვექნება, შეთანხმება გავწყვიტოთ.

კიდევ ერთ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, გუდაუთის აგურის ქარხანა, რომელთანაც სასამართლოს საშუალებით გავწყვიტეთ შეთანხმება იჯარის შესახებ, რადგან მეპატრონემ პირობის შესრულება ვერ შეძლო... ასევე, გულრიფშის რაიონში, სადაც დაცვის დაყენება შეუძლებელია და შესაბამისად, ისტორიული კულტურის ძეგლები განადგურდა... მოიჯარეს, რომელმაც ის ადგილი 8 წლის წინ შეიძინა, არაფერი გაუკეთებია, მეტიც, იქაურობას აგურ-აგურ შლიან...",- აცხადებს ფიფია.

ადგილობრივი ჟურნალისტის კითხვაზე, - "აგურ-აგურ დაშლილ გულრიფშის რაიონის ისტორიულ მემკვიდრეობაში იგულისხმება თუ არა, Холодная речка, სტალინის აგარაკი, რომელიც 2010 წელს გაიყიდა, ფიფიას თქმით, იმ ფირმასთან შეთანხმების მერე, მომდევნო გადახდების გეგმაც შედგა, - საუბარი იყო 56 მილიონ დოლარზე, რომელიც მათ წლის ბოლომდე უნდა გადაეხადათ. 

ფიფიას თქმით, რესტორანი "ამრა" "სახელმწიფო" საკუთრებაში რჩება, ის პრივატიზებული არ არის და შესაბამისად, მასზე საუბარი არც არის...

"რაც შეეხება რესტორან "დიოსკურიას", ის თითქმის დაშლილია და იმ ადგილას არც უნდა იყოს... ის ადგილი აფხაზეთის მოქალაქის საკუთრებაშია და ის უნდა დავტოვოთ, როგორც კულტურული მემკვიდრეობა... სოხუმის რკინიგზის სადგური კი, "აფხაზეთის რკინიგზის სადგურს" წარმოადგენს...", - აცხადებს ფიფია.

აფხაზური მხარის განხილვებში, ასევე საუბარი იყო რუსეთის სამხედრო სანატორიუმზე, რომელმაც ფუნქციონირება 7 წლის წინ შეწყვიტა და მას შემდეგ, დრო და დრო რუსეთიდან ჩამოდიოდა კომისია, რომელიც იქ არსებულ ვითარებას სწავლობდა, თუმცა, არაფერი იცვლებოდა...

"კარგად მახსოვს, ეს იყო 2011 წლის აპრილი, მას შემდეგ ის რუსი სამხედროები არავის უნახავს, ჩვენ კი, სახელმწიფო, მას დღემდე ვიცავთ... სიმართლე გითხრათ, ყოველთვიური თანხა, რომელსაც ჩვენ მის დაცვაში შესაბამის სამსახურს ვუხდით, დაახლოებით 700 ათასი რუბლია... მას 50-მდე ადამიანი იცავს. ამისთვის, 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 9,5 მილიონი რუბლი," - განუცხადა ფიფიამ ადგილობრივ ჟურნალისტებს.

ცხადია, ადგილობრივი მედიისთვისაც საეჭვოა გეგმები, რომლის "კანონიერ" შესრულებაზეც აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოს კომიტეტის წევრებმა ასე "გახსნილად" ისაუბრეს. მით უფრო, რომ ყველასთვის ცნობილია ბიზნესის კეთების იქაური მეთოდები, - დიდი ალბათობით, ფიფიასა და მისი კოლეგების მიერ ძალზე ზოგადად მოხსენიებული კომპანიების უკან, ე.წ კანონიერი ქურდები დგანან.

"აფხაზეთის სასაფლაოებზე თუ გაივლით და სასახლეებს შენიშნავთ, ეს შეგიძლიათ ერთგვარ "რუკად" გამოიყენოთ, - სად, რომელ ქალაქში რამდენი "სული ქურდი" ცხოვრობს. ეს ერთგვარი ცხრილივით არის, - რაც მეტი დიდებული საფლავ-სასახლეა, მით მეტი "ავტორიტეტი" ცხოვრობდა, ან ცხოვრობს იმ ქალაქში. ჰოდა, იქ, სადაც მათ ამდენი გავლენა აქვთ, რა გასაკვირია, რომ ასეთი, უპატრონოდ დარჩენილი ძეგლების "მეურვეობაც" იკისრონ - გარკვეული პირობებით", – წერენ აფხაზები.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე