სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გია გაჩეჩილაძის სიძემ, კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება შეიტანა
გია გაჩეჩილაძის სიძემ, კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება შეიტანა

კომ­პა­ნია "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯი­ას" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის სი­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ხელ­ზე გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში წა­რად­გი­ნა დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც უკვე კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­შია წარ­დგე­ნი­ლი და სურს, რომ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი გა­ეც­ნოს მას.

"ჩვენ გა­და­ვე­ცით პრე­მი­ერს სრუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის პა­კე­ტი, რომ ის გა­ეც­ნოს სრულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, რო­მე­ლიც უკვე წარ­დგე­ნი­ლი გვაქვს კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­სა და სა­სა­მარ­თლო­ში", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი შა­რა­ში­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შპს "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯი­ამ" გუ­შინ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯი­ა­დან" აც­ნო­ბეს, კომ­პა­ნი­ამ 2017 წლის 12 დე­კემ­ბერს სსიპ კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს წა­რუდ­გი­ნა სა­ჩი­ვა­რი შპს "კია მო­ტორს ჯორ­ჯი­ას", სს "ფრანს ავ­ტოს", შპს "იბე­რია ავ­ტოს", შპს "ჯი-თი მო­ტორ­სის", შპს "სტრა­და მო­ტორ­სის", სს "ჰი­უნ­დაი ავტო სა­ქარ­თვე­ლოს" წი­ნა­აღ­მდეგ.

"2016-2017 წლებ­ში მსუ­ბუ­ქი და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის ტი­პის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი 127 ტენ­დე­რი­დან 57 ტენ­დე­რი ჩა­ტა­რე­ბუ­ლია კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­რე­შე ერთი პრე­ტენ­დენ­ტის, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან ერთ-ერ­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ხოლო თან­ხობ­რი­ვად კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­რე­შე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტენ­დერე­ბი არის 20 897 585 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის. მხო­ლოდ 7 735 765 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტენ­დერებ­ში ჰქონ­და ად­გი­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ას. რაც ნიშ­ნავს იმას რომ, თან­ხობ­რი­ვად ტენ­დერე­ბის 70% ჩა­ტარ­და კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­რე­შე და შეს­ყიდ­ვე­ბის მთე­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბი გა­ნა­წილ­და ამ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ა­ზე. "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯი­ას" ტენ­დერებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­დე­გად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ფასი ავ­ტო­სატ­რას­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით, 20%-ით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ფასი. შე­სა­ბა­მი­სად, ბი­უ­ჯეტ­მა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი კარ­ტე­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად და­კარ­გა არა­ერ­თი მი­ლი­ო­ნი ლარი", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ საბ­ჭო­ში წარ­დგე­ნი­ლი "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯი­ას" 8 სა­ჩი­ვა­რი, რო­მე­ლიც საბ­ჭომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, არ იყო გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი შემ­სყიდ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან.

"შემ­სყიდ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან უსა­ფუძ­ვლო შექ­მნილ­მა ბა­რი­ე­რებ­მა, (მა­გა­ლი­თად, მას შემ­დეგ რაც "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯია" და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად შე­იყ­ვა­ნეს შავ სი­ა­ში, რაც ნიშ­ნავს ტენ­დერებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აკ­რძალ­ვას, გა­მო­ცხად­და 2 ტენ­დე­რი სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბით 11704802 ლარი. ტენ­დერ­ში უკონ­კუ­რენ­ცი­ოდ "იბე­რია ბიზ­ნეს ჯგუფ­მა" ყო­ველ­გვა­რი ფა­სის კლე­ბის გა­რე­შე გა­ი­მარ­ჯვა, რაც შე­ად­გენს მთე­ლი ბი­უ­ჯე­ტის 60%-ს. სა­ინ­ტე­რე­სოა რა­ტომ არ მი­ი­ღეს ტენ­დერებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბა­ზარ­ზე წარ­მოდ­გე­ნილ­მა სხვა კომ­პა­ნი­ებ­მა?) გა­მო­იწ­ვია, "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯი­ას" სა­ქარ­თვე­ლო­ში "სიტ­რო­ე­ნის" ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლის, პარტნი­ო­რის მხრი­დან იმ­პორ­ტი­სა და დის­ტრი­ბუ­ცი­ის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა. ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით ამის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ზა­რი არას­ტა­ბი­ლუ­რი და კო­რუფ­ცი­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა. შე­დე­გად "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯი­ამ" ვერ შეს­ძლო რიგი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ყვე­ლა ეს ინ­ფორ­მა­ცია მო­ძი­ე­ბუ­ლია შე­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი­დან www.spa.ge.

ამას­თან, გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, "სიტ­რო­ენ ჯორ­ჯი­ამ" ასე­ვე 2017 წლის 11 აგ­ვის­ტოს მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­მრთე­ლო­ბის, შრო­მის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წი­ნა­აღ­მდეგ ტენ­დე­რი­დან უკა­ნო­ნოდ დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბის მო­თხოვ­ნით. არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მის წარ­მო­ე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გია გაჩეჩილაძის სიძემ, კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება შეიტანა

გია გაჩეჩილაძის სიძემ, კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება შეიტანა

კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, გია გაჩეჩილაძის სიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება შეიტანა.

მისი განმარტებით, ადმინისტრაციაში წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც უკვე კონკურენციის სააგენტოშია წარდგენილი და სურს, რომ გიორგი კვირიკაშვილი გაეცნოს მას.

"ჩვენ გადავეცით პრემიერს სრული დოკუმენტაციის პაკეტი, რომ ის გაეცნოს სრულ დოკუმენტაციას, რომელიც უკვე წარდგენილი გვაქვს კონკურენციის სააგენტოსა და სასამართლოში", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ შპს "სიტროენ ჯორჯიამ" გუშინ განცხადება გაავრცელა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "სიტროენ ჯორჯიადან" აცნობეს, კომპანიამ 2017 წლის 12 დეკემბერს სსიპ კონკურენციის სააგენტოს წარუდგინა საჩივარი შპს "კია მოტორს ჯორჯიას", სს "ფრანს ავტოს", შპს "იბერია ავტოს", შპს "ჯი-თი მოტორსის", შპს "სტრადა მოტორსის", სს "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" წინააღმდეგ.

"2016-2017 წლებში მსუბუქი და მიკროავტობუსის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოცხადებული 127 ტენდერიდან 57 ტენდერი ჩატარებულია კონკურენციის გარეშე ერთი პრეტენდენტის, ზემოაღნიშნული კომპანიებიდან ერთ-ერთის მონაწილეობით. ხოლო თანხობრივად კონკურენციის გარეშე ჩატარებული ტენდერები არის 20 897 585 ლარის ღირებულების. მხოლოდ 7 735 765 ლარის ღირებულების ტენდერებში ჰქონდა ადგილი კონკურენციას. რაც ნიშნავს იმას რომ, თანხობრივად ტენდერების 70% ჩატარდა კონკურენციის გარეშე და შესყიდვების მთელი საბიუჯეტო სახსრები განაწილდა ამ რამდენიმე კომპანიაზე. "სიტროენ ჯორჯიას" ტენდერებში მონაწილეობის შედეგად გამოცხადებული ფასი ავტოსატრასპორტო საშუალებებზე დაახლოებით, 20%-ით ნაკლებია, ვიდრე ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ შეთავაზებული ფასი. შესაბამისად, ბიუჯეტმა ზემოაღნიშნული კარტელური შეთანხმების შედეგად დაკარგა არაერთი მილიონი ლარი", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შესყიდვების სააგენტოსთან დაკავშირებულ საბჭოში წარდგენილი "სიტროენ ჯორჯიას" 8 საჩივარი, რომელიც საბჭომ დააკმაყოფილა, არ იყო გაზიარებული შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან.

"შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან უსაფუძვლო შექმნილმა ბარიერებმა, (მაგალითად, მას შემდეგ რაც "სიტროენ ჯორჯია" დაუმსახურებლად შეიყვანეს შავ სიაში, რაც ნიშნავს ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვას, გამოცხადდა 2 ტენდერი საერთო ღირებულებით 11704802 ლარი. ტენდერში უკონკურენციოდ "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" ყოველგვარი ფასის კლების გარეშე გაიმარჯვა, რაც შეადგენს მთელი ბიუჯეტის 60%-ს. საინტერესოა რატომ არ მიიღეს ტენდერებში მონაწილეობა ბაზარზე წარმოდგენილმა სხვა კომპანიებმა?) გამოიწვია, "სიტროენ ჯორჯიას" საქართველოში "სიტროენის" ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელის, პარტნიორის მხრიდან იმპორტისა და დისტრიბუციის შესახებ ხელშეკრულების შეჩერება. ჩვენი შეფასებით ამის ძირითადი მიზეზი იყო, რომ საქართველოში ბაზარი არასტაბილური და კორუფციული აღმოჩნდა. შედეგად "სიტროენ ჯორჯიამ" ვერ შესძლო რიგი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ყველა ეს ინფორმაცია მოძიებულია შეყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან www.spa.ge.

ამასთან, განცხადების თანახმად, "სიტროენ ჯორჯიამ" ასევე 2017 წლის 11 აგვისტოს მიმართა სასამართლოს საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ტენდერიდან უკანონოდ დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. არსებული მდგომარეობით მიმდინარეობს საქმის წარმოება სასამართლოში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."