სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"არ მესმის, ენის დაბინძურებას მხოლოდ ჟურნალისტებს რატომ აბრალებენ?" - ქართული ენა სოციალურ ქსელებსა და რეკლამაში
"არ მესმის, ენის დაბინძურებას მხოლოდ ჟურნალისტებს რატომ აბრალებენ?" - ქართული ენა სოციალურ ქსელებსა და რეკლამაში

ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტი გოგა ჩა­ნა­დი­რი, ბოლო დროს სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ მოძ­რა­ო­ბას უძღვე­ბა, მათ შო­რის, ქარ­თუ­ლი ენის და­სა­ცა­ვად აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. ერთ-ერთი პრო­ექ­ტია "და­ვიც­ვათ ქარ­თუ­ლი ენა ბარ­ბა­რიზ­მე­ბის­გან".

"გა­ე­როს კა­ლენ­დრით, ყო­ვე­ლი წლის, 21 თე­ბერ­ვალს მშობ­ლი­უ­რი ენის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. 2015 წელს სა­მო­ქა­ლა­ქო კლუბ­თან ერ­თად, რო­მელ­საც სოფო ბა­ჩი­ლა­ვა მე­ურ­ვე­ობ­და, ამ დღეს გა­მო­ვეხ­მა­უ­რეთ და ქარ­თულ ენას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას დედა ენის ბა­ღი­დან შე­ვახ­სე­ნეთ. იქ და­ი­ბა­და იდეა - ხე­ლის­გუ­ლებ­ზე ბარ­ბა­რიზ­მე­ბი და მათი ქარ­თუ­ლი შე­სა­ტყვი­სე­ბი დაგ­ვე­წე­რა, ფოტო გა­დაგ­ვე­ღო და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გაგ­ვევ­რცე­ლე­ბი­ნა.

რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო პირ­ვე­ლი სი­ტყვა? - დავ­ფიქ­რდი და მივ­ხვდი, რომ ამის­თვის გა­შე­ა­რე­ბა-გა­ზი­ა­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბო­და, რად­გან, გარ­და იმი­სა, რომ ახა­ლი ბარ­ბა­რიზ­მი იყო და ლა­მის ათი­დან ცხრა იყე­ნებ­და, ში­ნა­არ­სობ­რი­ვა­დაც ჩვე­ნი სათ­ქმე­ლის გა­ზი­ა­რე­ბას გუ­ლის­ხმობ­და. სწო­რედ ამ სი­ტყვით და­ვი­წყეთ სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა - "და­ვიც­ვათ ქარ­თუ­ლი ენა ბარ­ბა­რიზ­მე­ბის­გან". ზუს­ტად 1 თვე­ში 10.000 ადა­მი­ა­ნი შე­მოგ­ვი­ერ­თდა. ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ამ გა­ა­შუ­ქა. წამ­ყვა­ნებ­მა ხე­ლის გუ­ლებ­ზე პირ­და­პირ ეთერ­ში და­ი­წე­რეს ბარ­ბა­რიზ­მე­ბი და ქარ­თუ­ლი შე­სა­ტყვი­სე­ბი. მოძ­რა­ო­ბას ბეჭ­დუ­რი მე­დი­აც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ მხარ­და­ჭე­რამ აუ­დი­ტო­რია გა­ზარ­და. რა შე­დე­გი მოჰ­ყვა? ადა­მი­ა­ნე­ბი და­ფიქ­რდნენ ბარ­ბა­რიზ­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და პრობ­ლე­მა გა­ი­აზ­რეს. დღეს უკვე ბევ­რი ამ­ბობს მო­წო­ნე­ბას "და­ლა­ი­ქე­ბის" ნაც­ვლად, "გა­შე­ა­რე­ბის" ნაც­ვლად გა­ზი­ა­რე­ბას და ამა­სო­ბა­ში, რუ­სუ­ლი ბარ­ბა­რიზ­მე­ბის ნა­წი­ლიც გა­ნი­დევ­ნა. მა­გა­ლი­თად, "მა­რო­ჟ­ნი", "რე­მე­ნი", "სე­მი­ჩკა", "ნას­კი", "რული", "სვე­ტა­ფო­რი", "ბა­სე­ი­ნი"... თით­ქმის იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა. ცხა­დია, ამით არ დავ­კმა­ყო­ფილ­დით და "ფბ"-ზე ცალ­კე გვერ­დი - მოძ­რა­ო­ბა "და­ვიც­ვათ ქარ­თუ­ლი ენა ბარ­ბა­რიზ­მე­ბის­გან" შევ­ქმე­ნით. ამ თე­მას პე­რი­ო­დუ­ლად პი­რად გვერ­დზეც ვეხ­მი­ა­ნე­ბი. ვდებ რო­მე­ლი­მე ნივ­თის ფო­ტოს და თან, ბარ­ბა­რიზმსა და ქარ­თულ შე­სა­ტყვისს ვურ­თავ. ამე­ვე მკი­თხველს ხში­რად ვთა­ვა­ზობ ქარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბის ათე­უ­ლებს," - გვე­უბ­ნე­ბა გოგა ჩა­ნა­დი­რი და გან­მარ­ტავს, რომ ამ მოძ­რა­ო­ბის ერ­თგვა­რი გაგ­რძე­ლე­ბაა "ქარ­თუ­ლი აბ­რაც," რი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნობს იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც იცა­ვენ კა­ნონს რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ და გარე აბ­რა­ზე ქარ­თუ­ლად აწე­რენ. თა­ნაც ისე, რომ ზო­მით, რა­ო­დე­ნო­ბით ან რი­გი­თო­ბით (ჯერ ქარ­თუ­ლი და მერე უცხო­უ­რი) უპი­რა­ტე­სო­ბას სა­ხელ­მწი­ფო ენას ანი­ჭე­ბენ. ქარ­თუ­ლი ენის და­სა­ცა­ვად, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი არა მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლურ ქსელს, სა­ჯა­რო გა­მოს­ვლებ­საც იყე­ნებს. ენა სა­ზო­გა­დო კუთ­ვნი­ლე­ბაა და მისი დაც­ვა - ყვე­ლას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

სწო­რედ ამი­ტომ, ცოტა ხნის წინ, ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა გოგა თა­ნა­მედ­რო­ვე ენის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის თე­მებ­ზე მი­ძღვნილ V კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მი­იწ­ვია.

"კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ენათ­მეც­ნი­ერ­მა ლია ქა­რო­სა­ნი­ძემ მი­მიწ­ვია, სა­დაც თემა უნდა წარ­მო­მედ­გი­ნა - სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი. მი­ხა­რია, რომ მეც­ნი­ე­რებს, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე ენა­ზე, მე­ტყვე­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ, გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვთ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა, ისიც, თუ რო­გორ მოქ­მე­დებს ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ფორ­მი­რე­ბა­ზე.

მოკ­ლედ, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ერთ-ერთი მომხსე­ნე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. ყუ­რა­დღე­ბით მო­მის­მი­ნეს და შემ­დეგ ბევ­რი კი­თხვაც და­მის­ვეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ უმე­ტე­სო­ბა ჩემს აქ­ტი­ვო­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იც­ნობ­და. თუმ­ცა თა­ვი­დან ვღე­ლავ­დი იმა­ზე, ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის წი­ნა­შე რა უნდა მე­ლა­პა­რა­კა," - გვიყ­ვე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

რო­დე­საც ეს კამ­პა­ნია და­ი­წყო, გოგა ქარ­თუ­ლი ენის სა­კი­თხე­ბი­თაც მე­ტად და­ინ­ტე­რეს­და და მი­აჩ­ნია, რომ რაც მეტი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ქარ­თუ­ლი ენით, უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბა, უკეთ ვი­მე­ტყვე­ლებთ.

- მი­გაჩ­ნია, რომ ამ ხნის მან­ძილ­ზე შენ­მა აქ­ტი­უ­რო­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო?

- ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ბარ­ბა­რიზ­მებს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია, აღარ იყე­ნე­ბენ სი­ტყვებს: "ვაბ­შე," "პროს­ტა," "მა­რო­ჟ­ნი," "დაჯე"... მეც პრაქ­ტი­კუ­ლად აღარ მე­პა­რე­ბა სა­უ­ბარ­ში ბარ­ბა­რიზ­მე­ბი - მე­ტყვლე­ბა გავ­წმინ­დე. უცხო სი­ტყვა გა­რე­უ­ლი ქა­თა­მი­ვით არის, რო­მე­ლიც მო­დის და ში­ნა­ურს აგ­დებს...

ისიც არ მეს­მის, ენის და­ბინ­ძუ­რე­ბას მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტებს რა­ტომ აბ­რა­ლე­ბენ?! ჟურ­ნა­ლის­ტი აი­რეკ­ლავს იმას, რაც ყო­ველ­დღი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ეს­მის. სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის ნორ­მებ­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის მე­ტყვე­ლე­ბა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხა­რებ­ლე­ბი ცუ­დად მე­ტყვე­ლე­ბენ. არ­სე­ბობს სი­ტყვა - მე­გო­ბა­რი, მაგ­რამ მა­ინც ჯი­უ­ტად ამ­ბო­ბენ "ფრენ­დს". ვი­ღაც მიმ­ტკი­ცებ­და, ეს "ფე­ის­ბუქ-მე­გო­ბა­რია" და სწო­რედ ამი­ტომ არის ფრენ­დიო. არა­და, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, - მე­გო­ბა­რი მე­გო­ბა­რია.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ხა­ტულ აგ­რე­სი­ულ ენა­ზე რას იტყვი?

- ქარ­თუ­ლი ენა თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, არ არის აგ­რე­სი­უ­ლი. ადრე ჩვენს მე­ტყვე­ლე­ბა­ში გი­ნე­ბა არ არ­სე­ბობ­და. მაქ­სი­მუმ იყო ასე­თი ფორ­მა: "შენი დედა ჩემი ცოლი". თუმ­ცა ქარ­თუ­ლი რამ­დენ და­ლოც­ვის, შე­ლოც­ვის ფორ­მას იც­ნობს, იმ­დე­ნი და ისე­თი "შენი ჭი­რი­მე" ფორ­მე­ბია, რომ უცხო ენა­ში ნაკ­ლე­ბად მო­ი­პო­ვე­ბა...

მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, აგ­რე­სია მოგ­ვე­ძა­ლა, რაც არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პლექ­სით, მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, ადა­მი­ა­ნე­ბი, შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუმს ვერ ახ­დე­ნენ და იზ­რდე­ბა მათი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ხა­რის­ხიც. რაც უფრო მაღ­ლია უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ხა­რის­ხი, მა­ღა­ლია აგ­რე­სი­უ­ლი გან­წყო­ბაც. ამ აგ­რე­სი­ის ნა­წი­ლია შუ­რიც, ერ­თმა­ნე­თის კარ­გად ყოფ­ნა არ უხა­რი­ათ და ლექ­სი­კაც ბილ­წსი­ტყვა­ო­ბით მდიდ­რდე­ბა.

მეც­ნი­ე­რე­ბი კი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ უხამ­სი სი­ტყვე­ბი ადა­მი­ა­ნებს მა­შინ ეძა­ლე­ბათ, რო­დე­საც და­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან წიგნს, არ აქვთ არ­გუ­მენ­ტი ჯან­სა­რად იკა­მა­თონ და მათ­თვის დამ­ცა­ვი "არ­გუ­მენ­ტი" ლან­ძღვა-გი­ნე­ბა და მუშ­ტი ხდე­ბა. ამას­თან, ფა­რუ­ლი კომ­პლექ­სე­ბი, სექ­სუ­ა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბიც. მოკ­ლედ, ღრმა თე­მაა.

- რო­გორ ფიქ­რობ, შე­საძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ან­თა მე­ტყვე­ლე­ბა გი­ნე­ბის­გან გა­იწ­მინ­დოს?

- სულ ალ­ბათ არც უნდა გა­იწ­მინ­დოს, იმი­ტომ, რომ გი­ნე­ბაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლია, სრუ­ლად ვერ ამო­ი­ღებ, მაგ­რამ პროგ­რე­სი იმა­ში გვაქვს, რომ ქარ­თულ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან გი­ნე­ბა­ში ბარ­ბა­რიზ­მებს არ ვი­ყე­ნებთ...

- ამ კამ­პა­ნი­ებს სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ, ენ­თუ­ზი­აზ­მით უძღვე­ბი?..

- პრო­ექ­ტი ვინ­მეს­თვის რომ შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა, გა­მო­დი­ო­და, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ფუ­ლის­თვის ვა­კე­თებ­დი. არა­და, მაქვს იდეა, რომ ვი­ლა­პა­რა­კოთ ქარ­თუ­ლად, მო­ვუფრ­თხილ­დეთ ჩვენს სა­ლა­პა­რა­კო ენას, რაც სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამა­ში ფულს ვერ ავი­ღებ!

- ქარ­თუ­ლი აბ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა სი­ტუ­ა­ცი­აა, იცა­ვენ კა­ნონს?

- "ქარ­თუ­ლი აბრა" ესეც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კამ­პა­ნი­აა. კა­ნო­ნი რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს გარე აბ­რა­ზე ავალ­დე­ბუ­ლებს ქარ­თულ წარ­წე­რას პირ­ვე­ლად ქარ­თულ ენა­ზე, შემ­დეგ უკვე უცხო­უ­რად. ჩვენ­თან არის წარ­წე­რე­ბი, როცა ქარ­თუ­ლი მცი­რე ზო­მით არის და უცხო­უ­რი დიდი. ბევ­რი ნონ­სენ­სია, მა­გა­ლი­თად, გუ­და­ურ­ში, 41 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 39 ამ კა­ნონს არ­ღვევს. ამი­ტომ ჩემს გვერ­დზე მხო­ლოდ მათ ვა­თავ­სებ, ვინც კა­ნონს პა­ტი­ოს­ნად იცავს. ხოლო ვინც არ­ღვევს, გვერ­დზე არა­ნა­ირ რეკ­ლა­მას არ ვუ­წევ.

- ეს კამ­პა­ნი­ე­ბი რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა?

- იქამ­დე, ვიდ­რე არ დავ­რწმუნ­დე­ბი, რომ ენის დე­პარ­ტა­მენ­ტი არ მუ­შა­ობს. სა­ხელ­მწი­ფო ენას მოფრ­თხი­ლე­ბა უნდა. თით­ქმის ყო­ველ დღე ვდებ ჩემს გვერ­დზე თითო ფო­ტოს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ბარ­ბა­რიზ­მის შე­სა­ხებ, ვუ­წერ ქარ­თულ შე­სა­ტყვისს - შლაგ­ბა­უ­მი - ხერ­გი­ლი, კა­ნატ­კა - სა­ბა­გი­რო, პრო­ბკა - სა­ცო­ბი, ლა­ფატ­კა - ნი­ჩა­ბი, პო­ვა­რი - მზა­რე­უ­ლი, კუხ­ნა - სამ­ზა­რე­უ­ლო და ა.შ. რად­გა­ნაც ჯერ კი­დევ ის­მის - პრი­ვეტ, პაკა, სენ­სი­ტი­უ­რი, ქას­თინ­გი, ყუ­რა­დღე­ბას არ მო­ვა­დუ­ნებ. ასე­ვე, არ მომ­წონს, როცა ავ­ტო­ბუ­სის ზო­ლებ­ზე მხო­ლოდ ინ­ლი­სუ­რად აწე­რია "ბას ლეინ". ერთ-ერთი ყველ­ზე გვარ­ცე­ლე­ბუ­ლი ინ­გლი­სუ­რი სი­ტყვა კი არის "ოკეი". მე მის ნაც­ვლად ყო­ველ­თვის "კარ­გის" ვი­ყე­ნებ და მის შე­მოკ­ლე­ბულ ფორ­მად "კგ" მაქვს, მაგ­რამ ამა­ში კი­ლოგ­რამს კი არა, კარ­გის ვგუ­ლის­ხმობ.

მოკ­ლედ, ბევ­რი რამ არის კი­დევ გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"არ მესმის, ენის დაბინძურებას მხოლოდ ჟურნალისტებს რატომ აბრალებენ?" - ქართული ენა სოციალურ ქსელებსა და რეკლამაში

"არ მესმის, ენის დაბინძურებას მხოლოდ ჟურნალისტებს რატომ აბრალებენ?" - ქართული ენა სოციალურ ქსელებსა და რეკლამაში

ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი, ბოლო დროს სხვადასხვა სოციალურ მოძრაობას უძღვება, მათ შორის, ქართული ენის დასაცავად აქტიურად მუშაობს. ერთ-ერთი პროექტია "დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისგან".

"გაეროს კალენდრით, ყოველი წლის, 21 თებერვალს მშობლიური ენის დღე აღინიშნება. 2015 წელს სამოქალაქო კლუბთან ერთად, რომელსაც სოფო ბაჩილავა მეურვეობდა, ამ დღეს გამოვეხმაურეთ და ქართულ ენასთან დაკავშირებული პრობლემები საზოგადოებას დედა ენის ბაღიდან შევახსენეთ. იქ დაიბადა იდეა - ხელისგულებზე ბარბარიზმები და მათი ქართული შესატყვისები დაგვეწერა, ფოტო გადაგვეღო და სოციალური ქსელით გაგვევრცელებინა.

რა უნდა ყოფილიყო პირველი სიტყვა? - დავფიქრდი და მივხვდი, რომ ამისთვის გაშეარება-გაზიარება შესაბამისი იქნებოდა, რადგან, გარდა იმისა, რომ ახალი ბარბარიზმი იყო და ლამის ათიდან ცხრა იყენებდა, შინაარსობრივადაც ჩვენი სათქმელის გაზიარებას გულისხმობდა. სწორედ ამ სიტყვით დავიწყეთ სამოქალაქო მოძრაობა - "დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისგან". ზუსტად 1 თვეში 10.000 ადამიანი შემოგვიერთდა. ყველა ტელევიზიამ გააშუქა. წამყვანებმა ხელის გულებზე პირდაპირ ეთერში დაიწერეს ბარბარიზმები და ქართული შესატყვისები. მოძრაობას ბეჭდური მედიაც გამოეხმაურა.

რასაკვირველია, ამ მხარდაჭერამ აუდიტორია გაზარდა. რა შედეგი მოჰყვა? ადამიანები დაფიქრდნენ ბარბარიზმის მნიშვნელობაზე და პრობლემა გაიაზრეს. დღეს უკვე ბევრი ამბობს მოწონებას ''დალაიქების'' ნაცვლად, ''გაშეარების'' ნაცვლად გაზიარებას და ამასობაში, რუსული ბარბარიზმების ნაწილიც განიდევნა. მაგალითად, "მაროჟნი", "რემენი", "სემიჩკა", "ნასკი", "რული", "სვეტაფორი", "ბასეინი"... თითქმის იშვიათად გვხვდება. ცხადია, ამით არ დავკმაყოფილდით და "ფბ"-ზე ცალკე გვერდი - მოძრაობა "დავიცვათ ქართული ენა ბარბარიზმებისგან" შევქმენით. ამ თემას პერიოდულად პირად გვერდზეც ვეხმიანები. ვდებ რომელიმე ნივთის ფოტოს და თან, ბარბარიზმსა და ქართულ შესატყვისს ვურთავ. ამევე მკითხველს ხშირად ვთავაზობ ქართული სიტყვების ათეულებს," - გვეუბნება გოგა ჩანადირი და განმარტავს, რომ ამ მოძრაობის ერთგვარი გაგრძელებაა "ქართული აბრაც," რითაც საზოგადოებას აცნობს იმ დაწესებულებებს, რომლებიც იცავენ კანონს რეკლამის შესახებ და გარე აბრაზე ქართულად აწერენ. თანაც ისე, რომ ზომით, რაოდენობით ან რიგითობით (ჯერ ქართული და მერე უცხოური) უპირატესობას სახელმწიფო ენას ანიჭებენ. ქართული ენის დასაცავად, ჩვენი რესპონდენტი არა მხოლოდ სოციალურ ქსელს, საჯარო გამოსვლებსაც იყენებს. ენა საზოგადო კუთვნილებაა და მისი დაცვა - ყველას პასუხისმგებლობა.

სწორედ ამიტომ, ცოტა ხნის წინ, ენათმეცნიერების ინსტიტუტმა გოგა თანამედროვე ენის ტერმინოლოგიის თემებზე მიძღვნილ V კონფერენციაზე მიიწვია.

"კონფერენციაზე ენათმეცნიერმა ლია ქაროსანიძემ მიმიწვია, სადაც თემა უნდა წარმომედგინა - სოციალური ქსელებში არსებული ქართული. მიხარია, რომ მეცნიერებს, რომლებიც თანამედროვე ენაზე, მეტყველებაზე გავლენას ახდენენ, გააზრებული აქვთ სოციალური ქსელის მნიშვნელობა, ისიც, თუ როგორ მოქმედებს ის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.

მოკლედ, კონფერენციაზე ერთ-ერთი მომხსენებელი ვიყავი. ყურადღებით მომისმინეს და შემდეგ ბევრი კითხვაც დამისვეს. აღმოჩნდა, რომ უმეტესობა ჩემს აქტივობას ამ მიმართულებით იცნობდა. თუმცა თავიდან ვღელავდი იმაზე, ენათმეცნიერების წინაშე რა უნდა მელაპარაკა," - გვიყვება რესპონდენტი.

როდესაც ეს კამპანია დაიწყო, გოგა ქართული ენის საკითხებითაც მეტად დაინტერესდა და მიაჩნია, რომ რაც მეტი ადამიანი დაინტერესდება ქართული ენით, უკეთესი მდგომარეობა გვექნება, უკეთ ვიმეტყველებთ.

- მიგაჩნია, რომ ამ ხნის მანძილზე შენმა აქტიურობამ შედეგი გამოიღო?

- ბევრმა ადამიანმა ბარბარიზმებს ყურადღება მიაქცია, აღარ იყენებენ სიტყვებს: "ვაბშე," "პროსტა," "მაროჟნი," "დაჯე"... მეც პრაქტიკულად აღარ მეპარება საუბარში ბარბარიზმები - მეტყვლება გავწმინდე. უცხო სიტყვა გარეული ქათამივით არის, რომელიც მოდის და შინაურს აგდებს...

ისიც არ მესმის, ენის დაბინძურებას მხოლოდ ჟურნალისტებს რატომ აბრალებენ?! ჟურნალისტი აირეკლავს იმას, რაც ყოველდღიურ ურთიერთობაში ესმის. სალიტერატურო ენის ნორმებში არაფერი შეცვლილა, მაგრამ ადამიანების მეტყველება მძიმე მდგომარეობაშია. სოციალური ქსელების მომხარებლები ცუდად მეტყველებენ. არსებობს სიტყვა - მეგობარი, მაგრამ მაინც ჯიუტად ამბობენ "ფრენდს". ვიღაც მიმტკიცებდა, ეს "ფეისბუქ-მეგობარია" და სწორედ ამიტომ არის ფრენდიო. არადა, რა მნიშვნელობა აქვს, - მეგობარი მეგობარია.

- სოციალურ ქსელში გამოხატულ აგრესიულ ენაზე რას იტყვი?

- ქართული ენა თავისი შინაარსით, არ არის აგრესიული. ადრე ჩვენს მეტყველებაში გინება არ არსებობდა. მაქსიმუმ იყო ასეთი ფორმა: "შენი დედა ჩემი ცოლი". თუმცა ქართული რამდენ დალოცვის, შელოცვის ფორმას იცნობს, იმდენი და ისეთი "შენი ჭირიმე" ფორმებია, რომ უცხო ენაში ნაკლებად მოიპოვება...

მაგრამ სამწუხაროდ, აგრესია მოგვეძალა, რაც არასრულფასოვნების კომპლექსით, მძიმე სოციალური მდგომარეობითაა გამოწვეული, ადამიანები, შესაძლებლობის მაქსიმუმს ვერ ახდენენ და იზრდება მათი უკმაყოფილების ხარისხიც. რაც უფრო მაღლია უკმაყოფილების ხარისხი, მაღალია აგრესიული განწყობაც. ამ აგრესიის ნაწილია შურიც, ერთმანეთის კარგად ყოფნა არ უხარიათ და ლექსიკაც ბილწსიტყვაობით მდიდრდება.

მეცნიერები კი ამტკიცებენ, რომ უხამსი სიტყვები ადამიანებს მაშინ ეძალებათ, როდესაც დაშორებულები არიან წიგნს, არ აქვთ არგუმენტი ჯანსარად იკამათონ და მათთვის დამცავი "არგუმენტი" ლანძღვა-გინება და მუშტი ხდება. ამასთან, ფარული კომპლექსები, სექსუალური დარღვევებიც. მოკლედ, ღრმა თემაა.

- როგორ ფიქრობ, შესაძლებელია ადამიანთა მეტყველება გინებისგან გაიწმინდოს?

- სულ ალბათ არც უნდა გაიწმინდოს, იმიტომ, რომ გინებაც აუცილებელი ნაწილია, სრულად ვერ ამოიღებ, მაგრამ პროგრესი იმაში გვაქვს, რომ ქართულ მრავალსართულიან გინებაში ბარბარიზმებს არ ვიყენებთ...

- ამ კამპანიებს სრულიად უსასყიდლოდ, ენთუზიაზმით უძღვები?..

- პროექტი ვინმესთვის რომ შემეთავაზებინა, გამოდიოდა, რომ ამ ყველაფერს ფულისთვის ვაკეთებდი. არადა, მაქვს იდეა, რომ ვილაპარაკოთ ქართულად, მოვუფრთხილდეთ ჩვენს სალაპარაკო ენას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამაში ფულს ვერ ავიღებ!

- ქართული აბრის მიმართულებით რა სიტუაციაა, იცავენ კანონს?

- "ქართული აბრა" ესეც მნიშვნელოვანი კამპანიაა. კანონი რეკლამის შესახებ დაწესებულების ხელმძღვანელს გარე აბრაზე ავალდებულებს ქართულ წარწერას პირველად ქართულ ენაზე, შემდეგ უკვე უცხოურად. ჩვენთან არის წარწერები, როცა ქართული მცირე ზომით არის და უცხოური დიდი. ბევრი ნონსენსია, მაგალითად, გუდაურში, 41 დაწესებულებიდან, დაახლოებით 39 ამ კანონს არღვევს. ამიტომ ჩემს გვერდზე მხოლოდ მათ ვათავსებ, ვინც კანონს პატიოსნად იცავს. ხოლო ვინც არღვევს, გვერდზე არანაირ რეკლამას არ ვუწევ.

- ეს კამპანიები რამდენ ხანს გაგრძელდება?

- იქამდე, ვიდრე არ დავრწმუნდები, რომ ენის დეპარტამენტი არ მუშაობს. სახელმწიფო ენას მოფრთხილება უნდა. თითქმის ყოველ დღე ვდებ ჩემს გვერდზე თითო ფოტოს გავრცელებული ბარბარიზმის შესახებ, ვუწერ ქართულ შესატყვისს - შლაგბაუმი - ხერგილი, კანატკა - საბაგირო, პრობკა - საცობი, ლაფატკა - ნიჩაბი, პოვარი - მზარეული, კუხნა - სამზარეულო და ა.შ. რადგანაც ჯერ კიდევ ისმის - პრივეტ, პაკა, სენსიტიური, ქასთინგი, ყურადღებას არ მოვადუნებ. ასევე, არ მომწონს, როცა ავტობუსის ზოლებზე  მხოლოდ ინლისურად აწერია ''ბას ლეინ''. ერთ-ერთი ყველზე გვარცელებული ინგლისური სიტყვა კი არის "ოკეი". მე მის ნაცვლად ყოველთვის "კარგის" ვიყენებ და მის შემოკლებულ ფორმად "კგ" მაქვს, მაგრამ ამაში კილოგრამს კი არა, კარგის ვგულისხმობ.

მოკლედ, ბევრი რამ არის კიდევ გამოსასწორებელი.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"მე ის იუბილარი ანა გაბეჩავა ვარ. მინდა, მოგაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია", - რაზე ესაუბრა ანა გაბეჩავა ელისო კილაძეს

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

31 ივლისს HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება