სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შორენა ხუხუას რომანს "შემოვალ ეტლით" კაფე "მზიურმა" უმასპინძლა
შორენა ხუხუას რომანს "შემოვალ ეტლით" კაფე "მზიურმა" უმასპინძლა

კაფე "მზი­ურ­მა", რო­მე­ლიც შშმ თე­მის ყვე­ლა წარ­მო­მე­გენ­ლის­თვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია, გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის გა­მარ­ჯვე­ბულს შო­რე­ნა ხუ­ხუ­ას რო­მანს უმას­პინ­ძლა. "შე­მო­ვალ ეტ­ლით" ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ღა­მოს ფარ­გლებ­ში მწე­რა­ლი მკი­თხველს შეხ­ვდა და მათ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლა რო­მა­ნი.

წიგ­ნი, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხს - შე­ზღუ­დულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და შშმ პი­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას ეხე­ბა, ავ­ტორ­მა სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­წე­რა, რაც თა­ვის­თა­ვად დიდ სი­თა­მა­მეს, გამ­ბე­და­ო­ბას მო­ი­თხოვს. მით უმე­ტეს იმ პი­რო­ბებ­ში, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებს უამ­რა­ვი ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა უწევთ და მათი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი ჯერ კი­დევ ტა­ბუ­და­დე­ბულ თე­მად ით­ვლე­ბა. ამ მხრივ შო­რე­ნა ხუ­ხუ­ას რო­მა­ნი ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სოა წიგ­ნია, რად­გან ის პირ­ველ რიგ­ში შშმ პი­რე­ბის­თვის არის სტი­მუ­ლი­სა და იმე­დის მომ­ცე­მი. თვი­თონ რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი 35 წლის ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე ელა, ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ ცდი­ლობს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას, რა­საც თან ახ­ლავს პი­რა­დი თუ კა­რი­ე­რუ­ლი სირ­თუ­ლის გა­და­ლახ­ვა.

თუ რო­გორ ჩა­ი­ა­რა წიგ­ნის გან­ხილ­ვამ, ამის შე­სა­ხებ თა­ვად რო­მა­ნის ავ­ტო­რი შო­რე­ნა ხუ­ხუა გვე­სა­უბ­რე­ბა.

შო­რე­ნა ხუ­ხუა :

- რო­მა­ნის გან­ხილ­ვის პრო­ცე­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლად და სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­რი­მარ­თა. აუ­დი­ტო­რი­ას­თან ერ­თად ვი­სა­უბ­რეთ რო­მა­ნის დე­ტა­ლებ­ზე, ასე­ვე სტუმ­რად გვყავ­და მოწ­ვე­უ­ლი წიგ­ნის პრო­ტო­ტი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც რო­მან­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობ­დნენ. გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ შშმ პი­რე­ბი და აქ­ტი­უ­რად გად­მოს­ცემ­დნენ თა­ვი­ანთ ემო­ცი­ებს რო­მა­ნის შე­სა­ხებ. წიგნ­ზე სა­უბ­რი­სას ხაზი გა­ეს­ვა იმა­საც, თუ რა სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. "შე­მო­ვალ ეტ­ლით" გან­ხილ­ვის პრო­ცესს ბეს­ტე­ლე­რი წიგ­ნის ავ­ტო­რი თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ძეც ეს­წრე­ბო­და, ასე­ვე გსტუმ­რომ­დნენ მკი­თხველ­თა კლუ­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, 94 სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი.

თვი­თონ წიგნ­ზე ვი­ტყვი, რომ ნამ­დვი­ლად მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა, ამას რო­გორც ავ­ტო­რი ისე არ ვამ­ბობ, ვამ­ბობ, რო­გორც პრო­ფე­სი­ით ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე. ეს არის მხატ­ვრუ­ლი რო­მა­ნი სიყ­ვა­რულ­ზე, ვნე­ბებ­ზე, ემო­ცი­ებ­ზე, 90-იან წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ზე, პი­როვ­ნულ ძლი­ე­რე­ბა­ზე, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძლი­ერ ქალ­ზე. მგო­ნი, ვერც ერთი სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ცია ვერ შეძ­ლებ­და ასე სიღ­რმი­სე­უ­ლად შე­ეყ­ვა­ნა შშმ პი­რის ტყავ­ში ადა­მი­ა­ნი. ამას ვე­რაფ­რით ვერ გა­ვა­კე­თებ­დი, თვი­თონ რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი შშმ პირი. შე­სა­ბა­მი­სად ვწერ­დი ისე, არა რო­გორც მათი პრობ­ლე­მე­ბის შო­რი­დან მა­ყუ­რე­ბე­ლი, არა­მედ რო­გორც ამ პრობ­ლე­ბით გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნი. ზო­გა­დად, ჰგო­ნი­ათ, რომ მძი­მე წიგ­ნია, არა­და პი­რი­ქით არის. რო­მა­ნი არის სიყ­ვა­რულ­ზე, ვნე­ბებ­ზე და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოდ წა­სა­კი­თხია. მისი გმი­რი არის ძლი­ე­რი ქალი, თა­ვი­სი ქა­ლუ­რი სი­სუ­ტე­ე­ბით. ის არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უნდა უყ­ვარ­დეს, უყ­ვარ­დეთ და რო­მელ­საც სურს იპო­ვოს თა­ვი­სი ად­გი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შორენა ხუხუას რომანს "შემოვალ ეტლით" კაფე "მზიურმა" უმასპინძლა

შორენა ხუხუას რომანს "შემოვალ ეტლით" კაფე "მზიურმა" უმასპინძლა

კაფე „მზიურმა", რომელიც შშმ თემის ყველა წარმომეგენლისთვის ადაპტირებულია, გახდი ბესტსელერის ავტორის გამარჯვებულს შორენა ხუხუას რომანს უმასპინძლა. "შემოვალ ეტლით" ლიტერატურული საღამოს ფარგლებში მწერალი მკითხველს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა რომანი.

წიგნი, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს - შეზღუდულ შესაძლებლობებს და შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას ეხება, ავტორმა საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით დაწერა, რაც თავისთავად დიდ სითამამეს, გამბედაობას მოითხოვს. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უამრავი ბარიერების გადალახვა უწევთ და მათი პრობლემების შესახებ საუბარი ჯერ კიდევ ტაბუდადებულ თემად ითვლება. ამ მხრივ შორენა ხუხუას რომანი ნამდვილად გამორჩეული, საინტერესოა წიგნია, რადგან ის პირველ რიგში შშმ პირებისთვის არის სტიმულისა და იმედის მომცემი. თვითონ რომანის მთავარი გმირი 35 წლის ეტლით მოსარგებლე ელა, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას, რასაც თან ახლავს პირადი თუ კარიერული სირთულის გადალახვა.

თუ როგორ ჩაიარა წიგნის განხილვამ, ამის შესახებ თავად რომანის ავტორი შორენა ხუხუა გვესაუბრება.

შორენა ხუხუა :

- რომანის განხილვის პროცესი წარმატებულად და საინტერესოდ წარიმართა. აუდიტორიასთან ერთად ვისაუბრეთ რომანის დეტალებზე, ასევე სტუმრად გვყავდა მოწვეული წიგნის პროტოტიპები, რომლებიც რომანთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობდნენ. განხილვაში მონაწილეობდნენ შშმ პირები და აქტიურად გადმოსცემდნენ თავიანთ ემოციებს რომანის შესახებ. წიგნზე საუბრისას ხაზი გაესვა იმასაც, თუ რა სასიკეთო ცვლილებების მოტანა შეუძლია მას საზოგადოებისთვის. „შემოვალ ეტლით" განხილვის პროცესს ბესტელერი წიგნის ავტორი თათული ღვინიაძეც ესწრებოდა, ასევე გსტუმრომდნენ მკითხველთა კლუბის წარმომადგენლები, 94 სკოლის მოსწავლეები და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები.

თვითონ წიგნზე ვიტყვი, რომ ნამდვილად მაღალმხატვრული ღირებულებისაა, ამას როგორც ავტორი ისე არ ვამბობ, ვამბობ, როგორც პროფესიით ლიტერატურათმცოდნე. ეს არის მხატვრული რომანი სიყვარულზე, ვნებებზე, ემოციებზე, 90-იან წლების საქართველოზე, პიროვნულ ძლიერებაზე, რაც მნიშვნელოვანია ძლიერ ქალზე. მგონი, ვერც ერთი სოციალური აქცია ვერ შეძლებდა ასე სიღრმისეულად შეეყვანა შშმ პირის ტყავში ადამიანი. ამას ვერაფრით ვერ გავაკეთებდი, თვითონ რომ არ ვყოფილიყავი შშმ პირი. შესაბამისად ვწერდი ისე, არა როგორც მათი პრობლემების შორიდან მაყურებელი, არამედ როგორც ამ პრობლებით გამოცდილი ადამიანი. ზოგადად, ჰგონიათ, რომ მძიმე წიგნია, არადა პირიქით არის. რომანი არის სიყვარულზე, ვნებებზე და ძალიან სასიამოვნოდ წასაკითხია. მისი გმირი არის ძლიერი ქალი, თავისი ქალური სისუტეებით. ის არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც უნდა უყვარდეს, უყვარდეთ და რომელსაც სურს იპოვოს თავისი ადგილი საზოგადოებაში.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს