სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
“სახელმწიფოს და ფონდის რესურსების გამოყენებით გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი”
“სახელმწიფოს და ფონდის რესურსების გამოყენებით გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი”

"ფონ­დი ნა­ტახ­ტა­რი", თვით­მმარ­თვე­ლო­ბებს ზრუნ­ვის სის­ტე­მი­დან გა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს.

ზრუნ­ვის სის­ტე­მი­დან გა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი და გან­ხილ­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს 8 მსხვილ რე­გი­ონ­ში 9 ნო­მებ­რი­დან და­ი­წყო და 18 ნო­ემ­ბერს დას­რულ­და. გო­რის, ახალ­ცი­ხის, თე­ლა­ვის, რუს­თა­ვის, ქუ­თა­ი­სის, ოზურ­გე­თის, ბა­თუ­მი­სა და ზუგ­დი­დის რე­გი­ო­ნებ­ში გან­ლა­გე­ბულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის ცენ­ტრებ­ში ად­ვო­კა­ტო­ბის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რებ­ზე "კო­ა­ლი­ცია ბავ­შვე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის" და "ფონდმა ნა­ტახ­ტარ­მა" ად­გი­ლობ­რივ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს, მათ შო­რის, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, მე­დი­ი­სა და ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს ერ­თობ­ლი­ვად მომ­ზა­დე­ბუ­ლი პროგ­რა­მა წა­რუდ­გი­ნა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი, მათ შო­რის, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო და მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია. პროგ­რა­მა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ვის­გან შედ­გე­ბა, რო­მე­ლიც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი­სათ­ვის მათ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რე­გის­ტრი­რე­ბულ ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა დამ­ხმა­რე ერ­თგვარ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს წარ­მო­ად­გენს.

შეხ­ვედ­რა­ზე გა­ი­მარ­თა მსჯე­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სის­ტე­მი­დან გა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის მხარ­და­ჭე­რის სა­კი­თხებ­ზეც. კერ­ძოდ, პრე­ზენ­ტა­ცი­ას­თან ერ­თად, მო­ე­წყო ახა­ლი პროგ­რა­მი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი მო­ზარ­დე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის მხარ­და­ჭე­რის კუ­თხით რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გან­ხილ­ვაც.

"სა­ხელ­მწი­ფოს და ფონ­დის რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი შე­დე­გის მიღ­წე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებს შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ყონ რე­სურ­სე­ბი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. სა­უ­ბა­რია, 18 წლის შემ­დეგ წარ­მოქ­მნილ პრობ­ლე­მებ­ზე, როცა მო­ზარ­დებს მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ არ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი იქი­რა­ონ, სწავ­ლა და­ი­წყონ და ასე შემ­დეგ", - გან­მარ­ტავს კომ­პა­ნია "ნა­ტახ­ტა­რის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი, ნინო სურ­მა­ვა.

"ლი­მო­ნა­თი ნა­ტახ­ტა­რის გა­ყი­დუ­ლი ბოთ­ლე­ბი­დან 1, 5 და 3 თეთ­რი ირი­ცხე­ბა ფონდში (ლი­მო­ნა­თის დიდი, პა­ტა­რა და სა­შუ­ა­ლო ბოთ­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­დან). ამ თან­ხას გან­კარ­გავს ასო­ცი­ა­ცია "ჩვე­ნი სახ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" და მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის აღ­საზ­რდე­ლებს 15 წლი­დან ეხ­მა­რე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­თან მუ­შა­ო­ბენ ფსი­ქო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ზარ­დის უნა­რებს, სა­ჭი­რო­ე­ბებს გან­სა­ზღვრა­ვენ და შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გეგ­მას ახალ­გაზ­რდე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. "შემ­დეგ ეტაპ­ზეა გა­ნათ­ლე­ბა. კერ­ძოდ, შე­საძ­ლოა რო­მე­ლი­მე მო­ზარდს ჰქონ­დეს ჩა­ვარ­დნე­ბი სკო­ლა­ში და­ვეხ­მა­რე­ბით სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში, ვი­საც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა სურს, უზ­რუნ­ველ­ვყოფთ მათ რე­პე­ტი­ტო­რებ­თან გა­დამ­ზა­დე­ბას. თუ პრო­ფე­სი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბას ირ­ჩე­ვენ, მათ­თვის გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა კო­ლე­ჯებ­ში გა­აგ­რძე­ლონ სწავ­ლა ან ვპო­უ­ლობთ ხე­ლო­სანს, რო­მელ­მაც იცის ესა თუ ის კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე. სტი­პენ­დი­ა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თვის გა­და­რი­ცხუ­ლი თან­ხა, რომ­ლებ­მაც და­ტო­ვეს მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლე­ბი და ჯერ არ აქვთ სამ­სა­ხუ­რი, თავ­შე­სა­ფა­რი. სტი­პენ­დია ფა­რავს ბი­ნის ქი­რის, კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა და სამ­გზავ­რო ხარ­ჯებს. შემ­დეგ, ცხა­დია, ფსი­ქო­ლო­გი ჩარ­თუ­ლია აქ­ტი­უ­რად, რომ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­მა იპო­ვონ სამ­სა­ხუ­რი, გა­ნი­ვი­თა­რონ უნა­რე­ბი და არიყ­ვნენ მუდ­მი­ვადმ ხო­ლოდ სტი­პენ­დი­ის მო­ლო­დინ­ში. ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა დახ­მა­რე­ბა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბისპროგ­რა­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის 18 წლის ასა­კამ­დე გა­ღე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბი ფუ­ჭად არ ჩა­ივ­ლის, ისი­ნი აქ­ტი­ურ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სარ­გებ­ლის მომ­ტან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბი­ან და არ დარ­ჩე­ბი­ან მუდ­მი­ვად სტი­პენ­დი­ის მომ­ლო­დი­ნე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბად", - აღ­ნიშ­ნავს ასო­ცი­ა­ცია "ჩვე­ნი სახ­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს" ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­ნა­ნა ომა­რაშ­ვი­ლი.

ნინო სურ­მა­ვას თქმით, ბიზ­ნეს კომ­პა­ნია ექ­ვსი წე­ლია ავი­თა­რებს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. დღეს უკვე ერ­თად უზი­ა­რე­ბენ სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. ამას­თან, კომ­პა­ნია "ნა­ტახ­ტა­რის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯე­რი გან­მარ­ტავს, თუ სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მათ უწევ­დათ სა­უ­ბა­რი მსგავ­სი პროგ­რა­მის არ­სე­ბო­ბა­ზე, ზო­გი­ერთ რე­გი­ო­ნე­ში არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ზრუნ­ვის სის­ტე­მი­დან გა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რდა, რო­გორც მიზ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფი, აი­სა­ხოს რო­მე­ლი­მე არ­სე­ბულ პროგ­რა­მა­ში.

"ბიზ­ნე­სის, სამ­თავ­რო­ბო და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­თა თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი რთუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა, რად­გან სამ­თავ­რო­ბოს აქვს სა­კუ­თა­რი ბერ­კე­ტე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს გა­მოც­დი­ლე­ბა, ბიზ­ნესს - რე­სურ­სი. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა და­ი­ხარ­ჯოს უფრო მცი­რე რე­სურ­სი და მი­ვი­ღოთ ძა­ლი­ან დიდი შე­დე­გი" - მი­აჩ­ნია მა­ნა­ნა ომა­რაშ­ვილს და ფიქ­რობს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვი­დან გა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბის კამ­პა­ნი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და ამ პრო­ცეს­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის რო­ლის გაზ­რდას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ფონ­დი ნა­ტახ­ტა­რი" 2011 წლი­დან მუ­შა­ობს მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლე­ბის მო­ზარ­დებ­თან, შე­სა­ბა­მი­სად, ფონ­დი ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებს ამ ნა­წილ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ფონ­დი შეძ­ლებს ზრუნ­ვის სის­ტე­მი­დან გა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბას, ინ­ტერ­ვენ­ცი­ის და­გეგ­მვას და მო­ნი­ტო­რინგს. ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, კი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ხა­ტოს მათ­თვის სა­ცხოვ­რებ­ლის და­ქი­რა­ვე­ბა­ში, კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის და­ფარ­ვა­სა და/ან სამ­გზავ­რო შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბა­ში.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

“სახელმწიფოს და ფონდის რესურსების გამოყენებით გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი”

“სახელმწიფოს და ფონდის რესურსების გამოყენებით გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი”

"ფონდი ნატახტარი", თვითმმართველობებს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერაში თანამშრომლობას სთავაზობს.

ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციები და განხილვები საქართველოს 8 მსხვილ რეგიონში 9 ნომებრიდან დაიწყო და 18 ნოემბერს დასრულდა. გორის, ახალციხის, თელავის, რუსთავის, ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმისა და ზუგდიდის რეგიონებში განლაგებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" და "ფონდმა ნატახტარმა" ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარუდგინა.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია. პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისათვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.

შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის საკითხებზეც. კერძოდ, პრეზენტაციასთან ერთად, მოეწყო ახალი პროგრამისა და მზრუნველობამოკლებული მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით რეგიონებში არსებული ვითარების განხილვაც.

"სახელმწიფოს და ფონდის რესურსების გამოყენებით გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი. ადგილობრივ თვითმმართველობებს შეუძლიათ გამოყონ რესურსები ბენეფიციარების დასახმარებლად. საუბარია, 18 წლის შემდეგ წარმოქმნილ პრობლემებზე, როცა მოზარდებს მცირე საოჯახო ტიპის სახლის დატოვების შემდეგ არ აქვთ საშუალება საცხოვრებელი იქირაონ, სწავლა დაიწყონ და ასე შემდეგ", - განმარტავს კომპანია "ნატახტარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინო სურმავა.

"ლიმონათი ნატახტარის გაყიდული ბოთლებიდან 1, 5 და 3 თეთრი ირიცხება ფონდში (ლიმონათის დიდი, პატარა და საშუალო ბოთლების ღირებულებიდან). ამ თანხას განკარგავს ასოციაცია "ჩვენი სახლი საქართველო" და მცირე საოჯახო ტიპის აღსაზრდელებს 15 წლიდან ეხმარება. პირველ ეტაპზე ბენეფიციარებთან მუშაობენ ფსიქოლოგები, რომლებიც მოზარდის უნარებს, საჭიროებებს განსაზღვრავენ და შეიმუშავებენ ინდივიდუალურ გეგმას ახალგაზრდების დასახმარებლად. "შემდეგ ეტაპზეა განათლება. კერძოდ, შესაძლოა რომელიმე მოზარდს ჰქონდეს ჩავარდნები სკოლაში დავეხმარებით სირთულეების დაძლევაში, ვისაც უმაღლესი განათლების მიღება სურს, უზრუნველვყოფთ მათ რეპეტიტორებთან გადამზადებას. თუ პროფესიულ მიმართულებას ირჩევენ, მათთვის გვაქვს საშუალება კოლეჯებში გააგრძელონ სწავლა ან ვპოულობთ ხელოსანს, რომელმაც იცის ესა თუ ის კონკრეტული საქმე. სტიპენდიაში იგულისხმება ბენეფიციარებისთვის გადარიცხული თანხა, რომლებმაც დატოვეს მცირე საოჯახო ტიპის სახლები და ჯერ არ აქვთ სამსახური, თავშესაფარი. სტიპენდია ფარავს ბინის ქირის, კომუნალური გადასახადებისა და სამგზავრო ხარჯებს. შემდეგ, ცხადია, ფსიქოლოგი ჩართულია აქტიურად, რომ ბენეფიციარებმა იპოვონ სამსახური, განივითარონ უნარები და არიყვნენ მუდმივადმ ხოლოდ სტიპენდიის მოლოდინში. ბენეფიციართა დახმარება-გააქტიურებისპროგრამა უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფოს მიერ ამ ადამიანების 18 წლის ასაკამდე გაღებული ხარჯები ფუჭად არ ჩაივლის, ისინი აქტიურ, საზოგადოებისთვის სარგებლის მომტან მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან და არ დარჩებიან მუდმივად სტიპენდიის მომლოდინე ბენეფიციარებად", - აღნიშნავს ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველოს" ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ომარაშვილი.

ნინო სურმავას თქმით, ბიზნეს კომპანია ექვსი წელია ავითარებს სახელისუფლებო და არასამთავრობო სექტორებთან ურთიერთობას. დღეს უკვე ერთად უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას ადგილობრივ თვითმმართველობებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამასთან, კომპანია "ნატახტარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი განმარტავს, თუ სხვა მუნიციპალიტეტებში მათ უწევდათ საუბარი მსგავსი პროგრამის არსებობაზე, ზოგიერთ რეგიონეში არსებული პროგრამების მრავალფეროვნება იძლევა შესაძლებლობას, რომ ზრუნვის სისტემიდან გამოსული ახალგაზრდა, როგორც მიზნობრივი ჯგუფი, აისახოს რომელიმე არსებულ პროგრამაში.

"ბიზნესის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთა თანამშრომლობით შესაძლებელია ნებისმიერი რთული პრობლემის მოგვარება, რადგან სამთავრობოს აქვს საკუთარი ბერკეტები, არასამთავრობოებს გამოცდილება, ბიზნესს - რესურსი. ამ შემთხვევაში შეიძლება დაიხარჯოს უფრო მცირე რესურსი და მივიღოთ ძალიან დიდი შედეგი" - მიაჩნია მანანა ომარაშვილს და ფიქრობს, რომ სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების ადვოკატირების კამპანიის მიმართულებით პროექტების განხორციელებას და ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

შეგახსენებთ, რომ "ფონდი ნატახტარი" 2011 წლიდან მუშაობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების მოზარდებთან, შესაბამისად, ფონდი ადგილობრივ თვითმმართველობებს ამ ნაწილში თანამშრომლობას სთავაზობს. თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი შეძლებს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების საჭიროებების შეფასებას, ინტერვენციის დაგეგმვას და მონიტორინგს. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა, კი შეიძლება გამოიხატოს მათთვის საცხოვრებლის დაქირავებაში, კომუნალური გადასახადების დაფარვასა და/ან სამგზავრო შეღავათების დაწესებაში.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი