სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი Facebook-ის თანამშრომელი გახდა
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი Facebook-ის თანამშრომელი გახდა

სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი - სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტი ლუკა ლომ­თა­ძე სტა­ჟი­რე­ბას გა­ივ­ლის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის, Facebook-ის სა­თა­ვო ოფის­ში. ლუკა ფე­ის­ბუქ­მა 250 000 სტუ­დენ­ტი­დან სა­უ­კე­თე­სო 300 სტუ­დენტს შო­რის შე­არ­ჩია და ზა­ფხულ­ში მენ­ლო­პარკში, სი­ლი­კონ­ვე­ლი­ზე მი­იწ­ვია სოფტვე­არ დე­ვე­ლო­პე­რად. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა რო­დე­საც სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ფე­ის­ბუქ­ში და­საქმდა.

ლუკა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტია. 2017 წელს ის გაც­ვლი­თი ვი­ზი­ტით გა­ემ­გზავ­რა სან დი­ე­გო­ში. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს კამ­პუ­სის სტუ­დენ­ტებს ყო­ველ­წლი­უ­რად სთა­ვა­ზობს. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ჩას­ვლი­დან მა­ლე­ვე გა­და­წყვი­ტა ფე­ის­ბუ­ქის ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად სა­თა­ვო ოფის­ში გა­ი­ა­რა ორი ტექ­ნი­კუ­რი გა­სა­უბ­რე­ბა, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად გა­მო­ცა­დეს მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი პროგ­რა­მი­რე­ბის სა­ო­ლიმ­პი­ა­დო ამო­ცა­ნე­ბის ოპ­ტი­მა­ლურ ამოხ­სნა­ში.

"ჯერ კი­დევ მე­ხუ­თე კლას­ში დავ­წე­რე ჩემი პირ­ვე­ლი კოდი და გა­დავ­წყვი­ტე, პროგ­რა­მის­ტი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უამ­რავ პრო­ექ­ტზე ვი­მუ­შა­ვე, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა ამ­ჟა­მა­დაც აგ­რძე­ლებს არ­სე­ბო­ბას. Facebook-ში მოხ­ვედ­რა ჩემი დიდი ხნის ოც­ნე­ბა იყო და ვი­ცო­დი, ადრე თუ გვი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევ­დი და­სა­ხულ მი­ზანს", ამ­ბობს ლუკა და იხ­სე­ნებს ფე­ის­ბუ­ქის რეკ­რუ­ტე­რის ნათ­ქვამს, რომ მენ­ლო­პარკში მარკ ცუ­კერ­ბერ­გსაც შეხ­ვდე­ბა.

ყო­ველ­წლი­უ­რად ფე­ის­ბუქ­ში 250 000 აპ­ლი­კა­ცია შე­დის სოფტვე­არ დე­ვე­ლოპ­მენ­ტის გან­ხრით, სა­ი­და­ნაც სტა­ტის­ტი­კუ­რად მხო­ლოდ 0.132%-ს იღე­ბენ სტა­ჟი­რე­ბა­ზე. ეს სირ­თუ­ლის დო­ნით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლად მი­საღ­წე­ვი წარ­მა­ტე­ბაა მსოფ­ლი­ო­ში.

სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი - სა­ქარ­თვე­ლოს დე­კა­ნის აზ­რით, ლუკა სტუ­დე­ტუ­რი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­გა­ლი­თია. "ჩვე­ნი პროგ­რა­მის მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ხელ­შე­წყო­ბაა. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით სტუ­დენ­ტებს, რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ონ სა­კუ­თა­რი ოც­ნე­ბე­ბი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დარ­გში. ლუკა ერთ-ერ­თია იმ მრა­ვა­ლი სტუ­დენ­ტი­დან, ვინც ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის წყა­ლო­ბით მი­აღ­წევს წარ­მა­ტე­ბას", - გა­ნა­ცხა­და კენ უოლშმა.

სან დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (SDSU) ას­წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია. ის ერთ-ერთი უდი­დე­სი და ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში - 35,000 სტუ­დენ­ტით და 130 მი­ლი­ონ დო­ლა­რი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტით კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. სან­დი­ე­გოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, აშშ-ის ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის (MCC) მე­ო­რე კომ­პაქ­ტის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 2015 წლი­დან სთა­ვა­ზობს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მქო­ნე (ABET, ACS, WASC) სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებს სა­ინ­ჟინ­რო და ტექ­ნო­ლო­გი­ურ (STEM) დარ­გებ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბი ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლო­ში STEM დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ქვე­ყა­ნა­ში მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მუ­შაო ძა­ლის მომ­ზა­დე­ბას.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის მი­მარ­თეთ: ელე­ნე ალა­დაშ­ვი­ლი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტო­რი, SDSU- სა­ქარ­თვე­ლო: 577974004, ealadashvili@mail.sdsu.edu| georgia.sdsu.edu |facebook.com/SDSU.Georgia

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი Facebook-ის თანამშრომელი გახდა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი Facebook-ის თანამშრომელი გახდა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს სტუდენტი ლუკა ლომთაძე სტაჟირებას გაივლის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის, Facebook-ის სათავო ოფისში. ლუკა ფეისბუქმა 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლოპარკში, სილიკონველიზე მიიწვია სოფტვეარ დეველოპერად. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ფეისბუქში დასაქმდა.

ლუკა კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია. 2017 წელს ის გაცვლითი ვიზიტით გაემგზავრა სან დიეგოში. ამ შესაძლებლობას უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსის სტუდენტებს ყოველწლიურად სთავაზობს. კალიფორნიაში ჩასვლიდან მალევე გადაწყვიტა ფეისბუქის ყველაზე მოთხოვნად პროგრამაში მონაწილეობის მიღება. წარმატების მისაღწევად სათავო ოფისში გაიარა ორი ტექნიკური გასაუბრება, რომელშიც დეტალურად გამოცადეს მისი შესაძლებლობები პროგრამირების საოლიმპიადო ამოცანების ოპტიმალურ ამოხსნაში.

"ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დავწერე ჩემი პირველი კოდი და გადავწყვიტე, პროგრამისტი გამოვსულიყავი. იმ დროიდან მოყოლებული, უამრავ პროექტზე ვიმუშავე, რომელთა უმეტესობა ამჟამადაც აგრძელებს არსებობას. Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს“, ამბობს ლუკა და იხსენებს ფეისბუქის რეკრუტერის ნათქვამს, რომ მენლოპარკში მარკ ცუკერბერგსაც შეხვდება.

ყოველწლიურად ფეისბუქში 250 000 აპლიკაცია შედის სოფტვეარ დეველოპმენტის განხრით, საიდანაც სტატისტიკურად მხოლოდ 0.132%-ს იღებენ სტაჟირებაზე. ეს სირთულის დონით ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისაღწევი წარმატებაა მსოფლიოში.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს დეკანის აზრით, ლუკა სტუდეტური წარმატების შესანიშნავი მაგალითია. "ჩვენი პროგრამის მიზანი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს, რეალობად აქციონ საკუთარი ოცნებები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში. ლუკა ერთ-ერთია იმ მრავალი სტუდენტიდან, ვინც ამ შესაძლებლობის წყალობით მიაღწევს წარმატებას", - განაცხადა კენ უოლშმა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში - 35,000 სტუდენტით და 130 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით კვლევითი საქმიანობისთვის. სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში STEM დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.

ინფორმაციისთვის მიმართეთ: ელენე ალადაშვილი, კომუნიკაციებისა და განვითარების დირექტორი, SDSU- საქართველო: 577974004, ealadashvili@mail.sdsu.edu| georgia.sdsu.edu |facebook.com/SDSU.Georgia

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის