სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
უფიცის გალერეა - "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" მეორე ტომი 11 დეკემბერს გამოვა
უფიცის გალერეა - "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" მეორე ტომი 11 დეკემბერს გამოვა

მუ­ზე­უ­მი, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე, კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ზე დიდ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის. დღეს მოქ­მედ უდი­დეს მუ­ზე­უმ­თა ის­ტო­რია XV-XVI სა­უ­კუ­ნი­დან იღებს სა­თა­ვეს. მათი ფორ­მი­რე­ბა მეტ­წი­ლად XIX ს-ში დას­რულ­და და მა­სე­ბის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და მო­ნარ­ქთა კო­ლექ­ცი­ე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სა­უ­ცხოო ნი­მუ­შე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა.

"მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მუ­ზე­უ­მე­ბი" იტა­ლი­უ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "სკა­ლა­სა" და

ცნო­ბი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნის, ფი­ლიპ და­ვე­რი­ოს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა ქარ­თუ­ლად თარ­გმნა და წიგ­ნე­ბის სე­რი­ის სა­ხით შეს­თა­ვა­ზა მკი­თხველს.

მკი­თხველს უკვე ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, გას­ცნო­ბო­და პა­რი­ზის ლუვ­რის მუ­ზე­უ­მის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მულ პირ­ველ ტომს. 11 დე­კემ­ბერს "კვი­რის პა­ლიტ­რის" ერ­თგულ მკი­თხველს შე­უძ­ლია გა­ზეთ­თან ერ­თად შე­ი­ძი­ნოს პრო­ექტ "მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მუ­ზე­უ­მე­ბის" მე­ო­რე ტომი, რო­მე­ლიც ფლო­რენ­ცი­ის მუ­ზე­უმს - უფი­ცის გა­ლე­რე­ას გა­გაც­ნობთ.

პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და უფი­ცის მუ­ზე­უმ­ზე ცნო­ბი­ლი ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რი გუგა კოტე­ტიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- უფი­ცის მუ­ზე­უ­მის შე­ნო­ბა ულა­მა­ზე­სი და სა­ო­ცა­რია. მისი მშე­ნებ­ლო­ბა 1560 წელს და­ი­წყო ტოს­კა­ნის ჰერ­ცოგ კო­ზი­მო მე­დი­ჩის დაკ­ვე­თით, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად მარ­თავ­და ფლო­რენ­ცი­ას.

შე­ნო­ბის არ­ქი­ტექ­ტო­რი იყო ვა­ზა­რი. 1580 წელს გა­იხ­სნა იმ დრო­ი­სათ­ვის ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე დიდი და შთამ­ბეჭ­და­ვი კულ­ტუ­რუ­ლი სივ­რცე - მუ­ზე­უ­მი. მის 45 დარ­ბაზ­ში ხე­ლოვ­ნე­ბის 100 ათა­სი ნა­მუ­შე­ვა­რია გა­მო­ფე­ნი­ლი. მათ შო­რი­საა ტი­ცი­ა­ნის, ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის, ჯო­ტოს გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი ტი­ლო­ე­ბი... უფი­ცის მუ­ზე­უმს ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვა­რი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი სტუმ­რობს. შე­უძ­ლე­ბე­ლია ერთხელ მა­ინც აღ­მოჩ­ნდე ამ სივ­რცე­ში და სტენ­და­ლის სინ­დრო­მი (ასე­ვე ფლო­რენ­ცი­ის სინ­დრო­მი - ფსი­ქო­სო­მა­ტუ­რი აშ­ლი­ლო­ბაა, რომ­ლის­თვი­საც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია გუ­ლის­ცე­მის აჩ­ქა­რე­ბა და ჰა­ლუ­ცი­ნა­ცია, იშ­ვი­ა­თად გუ­ლის წას­ვლი­თაც, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ხე­ლოვ­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის არე­ში ხვდე­ბა ან ად­გი­ლას, სა­დაც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბაა თავ­მოყ­რი­ლი - ავტ.), არ შე­გე­ყა­როს.

უფი­ცის მუ­ზე­უ­მი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ნახო, ცხა­დია, იმ მუ­ზე­უ­მებ­თან ერ­თად, რომ­ლი­თაც ამა­ყობს მსოფ­ლიო ხე­ლოვ­ნე­ბა: პრა­დო, ლუვ­რი, მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი, დრეზ­დე­ნის მუ­ზე­უ­მი, ერ­მი­ტა­ჟი და ასე შემ­დეგ...

დიდი მად­ლო­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ს, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა, გა­მოს­ცეს მუ­ზე­უ­მებ­ზე წიგ­ნი და ადა­მი­ა­ნებს უფრო ახ­ლოს მი­უ­ტა­ნოს ის ნა­მუ­შევ­რე­ბი, რი­თაც კა­ცობ­რი­ო­ბა ამა­ყობს და აჩ­ვე­ნებს, რომ მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია.

თაკო ჟუ­რუ­ლი, წიგ­ნის რე­დაქ­ტო­რი:

წიგ­ნე­ბის ეს სე­რია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა იმით, რომ თა­ვი­სი კო­ლექ­ცი­ე­ბით ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან და მდი­დარ თორ­მეტ მუ­ზე­უმ­ზე გვი­ამ­ბობს, ხოლო მეშ­ვი­დე წიგ­ნი გა­გაც­ნობთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმს.

ყვე­ლა ეს მუ­ზე­უ­მი გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვი­სი ის­ტო­რი­ით და მას­ში და­ცუ­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბით. წიგნ­ში აღ­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა, თუ რო­გორ იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი მუ­ზე­უ­მის შექ­მნა­ში სა­ხელ­მწი­ფო და სხვა­დას­ხვა მე­ცე­ნა­ტი. ყვე­ლას ეს­მო­და, თუ რა­რიგ ავი­თა­რებს და აძ­ლი­ე­რებს კულ­ტუ­რა ქვე­ყა­ნას. არა მხო­ლოდ ლუვ­რი­სა და უფი­ცის მა­გა­ლით­ზე, შემ­დეგ გა­მო­ცე­მებ­შიც თვალ­ნათ­ლივ გა­მოჩ­ნდე­ბა, თუ რამ­ხე­ლა მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჰქონ­დათ იმ კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებს, რო­მელ­თა წყა­ლო­ბი­თაც ხალ­ხის­თვის არა­ერ­თი მუ­ზე­უ­მი გა­იხ­სნა. კერ­ძო კო­ლექ­ცი­ე­ბი უდევს სა­ფუძ­ვლად დიდ მუ­ზე­უ­მებს.

რაც შე­ე­ხე­ბა უფი­ცის მუ­ზე­უმს, ის პირ­და­პირ კავ­შირ­შია მე­დი­ჩე­ბის გვარ­თან. მათ სა­ო­ცარ ჟინ­სა და ლტოლ­ვას­თან, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის შე­დევ­რე­ბი პი­რად კო­ლექ­ცი­ა­ში ჰქო­ნო­დათ. რო­გორც მათი გვა­რის ის­ტო­რია ვი­თარ­დე­ბო­და, თა­ვი­სი აღ­მა­ვა­ლი და დაღ­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დე­ბით, ისე­ვე იც­ვლე­ბო­და მე­დი­ჩე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი შე­დევ­რე­ბის ბე­დიც. დრო­დად­რო ისი­ნი სხვა, უფრო გავ­ლე­ნი­ა­ნი მფლო­ბე­ლის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ, შემ­დეგ იბ­რუ­ნებ­დნენ. ხე­ლი­სუ­ფალ­თა ცვლი­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბო­და ხოლ­მე გა­ლე­რე­ა­ზე, მაგ­რამ მე­დი­ჩე­ბი თა­ო­ბი­დან თა­ო­ბამ­დე ცდი­ლობ­დნენ ამ ექ­სპო­ნა­ტე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ხან ან­დერ­ძით და­უ­ტო­ვებ­დნენ შთა­მო­მავ­ლებს, ხან მზი­თე­ვად გა­დას­ცემ­დნენ. ასე გა­უძ­ლო მე­დი­ჩე­ბის კო­ლექ­ცი­ამ დროს. ეს ნივ­თე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ უფი­ცის პირ­ველ სა­მუ­ზე­უ­მო ბირ­თვს, რომ­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც სწავ­ლულ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ელი­ტას - და არა ყვე­ლას - პირ­ვე­ლად 1591 წელს მის­ცეს.

უფი­ცის გა­ლე­რე­ამ დღე­ვან­დე­ლი სახე იტა­ლი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და კო­ლექ­ცი­ე­ბის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღო.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ეს იყო უნი­ვერ­სა­ლუ­რი მუ­ზე­უ­მი ია­რა­ღით, სა­მეც­ნი­ე­რო, ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ხელ­სა­წყო­ე­ბით, ძვირ­ფა­სი ქვე­ბი­თა და ქან­და­კე­ბე­ბით. კარ­დი­ნალ ლე­ო­პოლ­დო მე­დი­ჩის ღვაწ­ლი ფას­და­უ­დე­ბე­ლია უფი­ცის გა­ლე­რე­ის შექ­მნა­ში. ამ და მუ­ზე­უმ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­დეც მრა­ვალ ის­ტო­რი­ას წა­ი­კი­თხავთ ჩვენს გა­მო­ცე­მა­ში.

რო­გორც იცით, წიგ­ნი სამ ნა­წი­ლად იყო­ფა - მუ­ზე­უ­მის ის­ტო­რია, მუ­ზე­უმ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­დევ­რე­ბის და სა­თი­თა­ოდ თი­თო­ე­უ­ლი შე­დევ­რის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ე­ბი და ხე­ლო­ვან­თა ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი.

მოკ­ლედ, იმოგ­ზა­უ­რეთ ჩვე­ნი წიგ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სამ­ყა­რო­ში - უფი­ცის გა­ლე­რე­ა­ში, სა­ნამ მისი სა­კუ­თა­რი თვა­ლით ხილ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ.

ეკა სა­ლა­ღა­ია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

უფიცის გალერეა - "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" მეორე ტომი 11 დეკემბერს გამოვა

უფიცის გალერეა - "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" მეორე ტომი 11 დეკემბერს გამოვა

მუზეუმი, როგორც საგანმანათლებლო სივრცე, კაცობრიობის ისტორიაზე დიდ ინფორმაციას გვაწვდის. დღეს მოქმედ უდიდეს მუზეუმთა ისტორია XV-XVI საუკუნიდან იღებს სათავეს. მათი ფორმირება მეტწილად XIX ს-ში დასრულდა და მასებისთვის შესაძლებელი გახდა მონარქთა კოლექციებისა და ხელოვნების საუცხოო ნიმუშების დათვალიერება.

"მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" იტალიური გამომცემლობა "სკალასა" და

ცნობილი ხელოვნებათმცოდნის, ფილიპ დავერიოს ერთობლივი პროექტია, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ქართულად თარგმნა და წიგნების სერიის სახით შესთავაზა მკითხველს.

მკითხველს უკვე ჰქონდა საშუალება, გასცნობოდა პარიზის ლუვრის მუზეუმის შესახებ გამოცემულ პირველ ტომს. 11 დეკემბერს "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს შეუძლია გაზეთთან ერთად შეიძინოს პროექტ "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" მეორე ტომი, რომელიც ფლორენციის მუზეუმს - უფიცის გალერეას გაგაცნობთ.

პროექტის მნიშვნელობასა და უფიცის მუზეუმზე ცნობილი ინტერიერის დიზაინერი გუგა კოტე­ტიშვილი გვესაუბრება:

- უფიცის მუზეუმის შენობა ულამაზესი და საოცარია. მისი მშენებლობა 1560 წელს დაიწყო ტოსკანის ჰერცოგ კოზიმო მედიჩის დაკვეთით, რომელიც იმხანად მართავდა ფლორენციას.

შენობის არქიტექტორი იყო ვაზარი. 1580 წელს გაიხსნა იმ დროისათვის ევროპაში ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი კულტურული სივრცე - მუზეუმი. მის 45 დარბაზში ხელოვნების 100 ათასი ნამუშევარია გამოფენილი. მათ შორისაა ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, ჯოტოს განსაცვიფრებელი ტილოები... უფიცის მუზეუმს ყოველწლიურად დაახლოებით მილიონ-ნახევარი დამთვალიერებელი სტუმრობს. შეუძლებელია ერთხელ მაინც აღმოჩნდე ამ სივრცეში და სტენდალის სინდრომი (ასევე ფლორენციის სინდრომი - ფსიქოსომატური აშლილობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია გულისცემის აჩქარება და ჰალუცინაცია, იშვიათად გულის წასვლითაც, როდესაც ადამიანი ხელოვნების ზემოქმედების არეში ხვდება ან ადგილას, სადაც ხელოვნების ნიმუშების დიდი რაოდენობაა თავმოყრილი - ავტ.), არ შეგეყაროს.

უფიცის მუზეუმი აუცილებლად უნდა ნახო, ცხადია, იმ მუზეუმებთან ერთად, რომლითაც ამაყობს მსოფლიო ხელოვნება: პრადო, ლუვრი, მეტროპოლიტენი, დრეზდენის მუზეუმი, ერმიტაჟი და ასე შემდეგ...

დიდი მადლობა გამომცემლობა "პალიტრა L"-ს, რომელმაც გადაწყვიტა, გამოსცეს მუზეუმებზე წიგნი და ადამიანებს უფრო ახლოს მიუტანოს ის ნამუშევრები, რითაც კაცობრიობა ამაყობს და აჩვენებს, რომ მაღალგანვითარებულია.

თაკო ჟურული, წიგნის რედაქტორი:

წიგნების ეს სერია ძალიან საინტერესოა იმით, რომ თავისი კოლექციებით ყველაზე მნიშვნელოვან და მდიდარ თორმეტ მუზეუმზე გვიამბობს, ხოლო მეშვიდე წიგნი გაგაცნობთ საქართველოს ხელოვნების მუზეუმს.

ყველა ეს მუზეუმი გამორჩეულია თავისი ისტორიით და მასში დაცული კოლექციებით. წიგნში აღწერილი იქნება, თუ როგორ იყვნენ ჩართული თითოეული მუზეუმის შექმნაში სახელმწიფო და სხვადასხვა მეცენატი. ყველას ესმოდა, თუ რარიგ ავითარებს და აძლიერებს კულტურა ქვეყანას. არა მხოლოდ ლუვრისა და უფიცის მაგალითზე, შემდეგ გამოცემებშიც თვალნათლივ გამოჩნდება, თუ რამხელა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ჰქონდათ იმ კოლექციონერებს, რომელთა წყალობითაც ხალხისთვის არაერთი მუზეუმი გაიხსნა. კერძო კოლექციები უდევს საფუძვლად დიდ მუზეუმებს.

რაც შეეხება უფიცის მუზეუმს, ის პირდაპირ კავშირშია მედიჩების გვართან. მათ საოცარ ჟინსა და ლტოლვასთან, რომ ხელოვნების შედევრები პირად კოლექციაში ჰქონოდათ. როგორც მათი გვარის ისტორია ვითარდებოდა, თავისი აღმავალი და დაღმავალი პერიოდებით, ისევე იცვლებოდა მედიჩების მფლობელობაში არსებული შედევრების ბედიც. დროდადრო ისინი სხვა, უფრო გავლენიანი მფლობელის ხელში აღმოჩნდებოდნენ, შემდეგ იბრუნებდნენ. ხელისუფალთა ცვლილება უარყოფითად აისახებოდა ხოლმე გალერეაზე, მაგრამ მედიჩები თაობიდან თაობამდე ცდილობდნენ ამ ექსპონატების შენარჩუნებას. ხან ანდერძით დაუტოვებდნენ შთამომავლებს, ხან მზითევად გადასცემდნენ. ასე გაუძლო მედიჩების კოლექციამ დროს. ეს ნივთები წარმოადგენდნენ უფიცის პირველ სამუზეუმო ბირთვს, რომლის დათვალიერების საშუალებაც სწავლულთა საზოგადოებას, ინტელექტუალურ ელიტას - და არა ყველას - პირველად 1591 წელს მისცეს.

უფიცის გალერეამ დღევანდელი სახე იტალიის გაერთიანებისა და კოლექციების რეორგანიზაციების შედეგად მიიღო.

თავდაპირველად, ეს იყო უნივერსალური მუზეუმი იარაღით, სამეცნიერო, ასტრონომიული ხელსაწყოებით, ძვირფასი ქვებითა და ქანდაკებებით. კარდინალ ლეოპოლდო მედიჩის ღვაწლი ფასდაუდებელია უფიცის გალერეის შექმნაში. ამ და მუზეუმთან დაკავშირებულ კიდეც მრავალ ისტორიას წაიკითხავთ ჩვენს გამოცემაში.

როგორც იცით, წიგნი სამ ნაწილად იყოფა - მუზეუმის ისტორია, მუზეუმში განთავსებული შედევრების და სათითაოდ თითოეული შედევრის ძალიან საინტერესო ისტორიები და ხელოვანთა ბიოგრაფიები.

მოკლედ, იმოგზაურეთ ჩვენი წიგნის საშუალებით არაჩვეულებრივ სამყაროში - უფიცის გალერეაში, სანამ მისი საკუთარი თვალით ხილვის საშუალება მოგეცემათ.

ეკა სალაღაია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს