სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს
კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს

მო­ლო­დი­ნე­ბი იყო იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ შე­მოდ­გო­მა­ზე, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ლარი აუ­ცი­ლებ­ლად გა­უ­ფა­სურ­დე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა კობა გვე­ნე­ტა­ძემ სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის მი­ზე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, ზუს­ტად ამის გამო და­ი­წყეს იმ ზო­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც ლა­რი­ზა­ცი­ას შე­ე­ხე­ბა. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არის მცუ­რა­ვი გაც­ვლი­თი კურ­სი და ამას თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს.

თუმ­ცა, კობა გვე­ნე­ტა­ძეს სა­უ­ბა­რი "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რმა აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ შე­ა­წყვე­ტი­ნა. რო­გორც ბო­ბო­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, გა­სა­გე­ბია ლა­რი­ზა­ცი­ის პო­ლი­ტი­კა, თუმ­ცა აინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ მოხ­და დარ­ტყმა ლა­რის კურ­სზე და რამ გა­მო­იწ­ვია 2.40-დან 2.70-ზე ას­ვლა.

კობა გვე­ნე­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "რაც შე­ე­ხე­ბა ბო­ლოდ­რონ­დელ ნო­მი­ნა­ლუ­რი ეფექ­ტუ­რი კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბას, ეკო­ნო­მის­ტე­ბი, რო­გორც წესი უყუ­რე­ბენ ნო­მი­ნა­ლურ ეფექ­ტურ გაც­ვლით კურსს".

"თუ შევ­ხე­დავთ იმ სა­გა­რეო ფაქ­ტო­რებს, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით გვაქვს, არის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. რო­გორც წესი, რო­დე­საც ჩვენ გვინ­და და­ვად­გი­ნოთ, თუ რა მო­უ­ვი­და ვა­ლუ­ტას, ამის­თვის უნდა შევ­ხე­დოთ სა­გა­და­სახ­დე­ლო ბა­ლანსს. ეს არის საკ­მა­ოდ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის კრე­ბუ­ლი და რო­გორც წესი, კვარტლის ბო­ლოს ხდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა. დღეს­დღე­ო­ბით რა­საც ვუ­ყუ­რებთ, ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რო­მელ­საც ვხე­დავთ არის მო­ლო­დი­ნე­ბი.

მა­გა­ლი­თად, ნო­ემ­ბერ­ში გვქონ­და იმ­პორ­ტის ზრდა. სა­ბო­ლო­ოდ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პა­სუ­ხის მო­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კვარტლის ბო­ლოს, რო­დე­საც მთე­ლი ეს ინ­ფორ­მა­ცია შეგ­როვ­დე­ბა, რო­დე­საც მე-4 კვარტლის სა­გა­და­სახ­დე­ლო ბა­ლანსს დავ­დებთ. მი­უ­ხა­და­ვად დიდი სურ­ვი­ლი­სა, დღეს შე­უძ­ლე­ბე­ლია ჩავ­შა­ლოთ, თუ რა­ტომ მოხ­და ეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მივ­დი­ვართ გა­მო­რი­ცხვის პრინ­ცი­პით, რად­გან სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, რას შე­იძ­ლე­ბო­და ემოქ­მე­და. ერთ-ერთი ფაქ­ტო­რია მო­ლო­დი­ნე­ბი", - გა­ნა­ცხა­და გვე­ნე­ტა­ძემ.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, დღეს­დღე­ო­ბით ეროვ­ნუ­ლი ბან­კის­თვის ერთჯე­რა­დი ფაქ­ტო­რი, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბო­და ნო­მი­ნა­ლუ­რი ეფექ­ტუ­რი კურ­სის შე­სუს­ტე­ბა გა­მო­ეწ­ვია, ცნო­ბი­ლი არ არის.

"მო­ლო­დი­ნე­ბი იყო იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ შე­მოდ­გო­მა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად გა­უ­ფა­სურ­დე­ბო­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად გა­უ­ფა­სურ­დე­ბო­და. გარ­და ამი­სა, მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­საც უნდა შევ­ხე­დოთ. თურ­ქულ ლი­რას თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი მი­ნი­მუ­მი ჰქონ­და და­ახ­ლო­ე­ბით, ორი კვი­რის წინ. ესეც არის გარ­კველ­წი­ლად იმის მო­ლო­დი­ნი, რომ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მოხ­დეს", - გა­ნა­ცხა­და გვე­ნე­ტა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს

კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს

მოლოდინები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შემოდგომაზე, არჩევნების შემდეგ ლარი აუცილებლად გაუფასურდებოდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ზუსტად ამის გამო დაიწყეს იმ ზომების განხორციელება, რაც ლარიზაციას შეეხება. მისივე თქმით, საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი და ამას თავისი მიზეზი აქვს.

თუმცა, კობა გვენეტაძეს საუბარი "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ შეაწყვეტინა. როგორც ბობოხიძემ განაცხადა, გასაგებია ლარიზაციის პოლიტიკა, თუმცა აინტერესებს, რატომ მოხდა დარტყმა ლარის კურსზე და რამ გამოიწვია 2.40-დან 2.70-ზე ასვლა.

კობა გვენეტაძის განცხადებით, „რაც შეეხება ბოლოდრონდელ ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურებას, ეკონომისტები, როგორც წესი უყურებენ ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსს“.

"თუ შევხედავთ იმ საგარეო ფაქტორებს, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, არის გაუმჯობესება. როგორც წესი, როდესაც ჩვენ გვინდა დავადგინოთ, თუ რა მოუვიდა ვალუტას, ამისთვის უნდა შევხედოთ საგადასახდელო ბალანსს. ეს არის საკმაოდ ბევრი ინფორმაციის კრებული და როგორც წესი, კვარტლის ბოლოს ხდება ინფორმაციების მიღება. დღესდღეობით რასაც ვუყურებთ, ერთადერთი მიზეზი, რომელსაც ვხედავთ არის მოლოდინები.

მაგალითად, ნოემბერში გვქონდა იმპორტის ზრდა. საბოლოოდ ამასთან დაკავშირებით, პასუხის მოცემა შესაძლებელი იქნება კვარტლის ბოლოს, როდესაც მთელი ეს ინფორმაცია შეგროვდება, როდესაც მე-4 კვარტლის საგადასახდელო ბალანსს დავდებთ. მიუხადავად დიდი სურვილისა, დღეს შეუძლებელია ჩავშალოთ, თუ რატომ მოხდა ეს. აქედან გამომდინარე, მივდივართ გამორიცხვის პრინციპით, რადგან სხვადასხვა ფაქტორი გაუმჯობესებულია, რას შეიძლებოდა ემოქმედა. ერთ-ერთი ფაქტორია მოლოდინები", - განაცხადა გვენეტაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, დღესდღეობით ეროვნული ბანკისთვის ერთჯერადი ფაქტორი, რომელსაც შეიძლებოდა ნომინალური ეფექტური კურსის შესუსტება გამოეწვია, ცნობილი არ არის.

"მოლოდინები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შემოდგომაზე აუცილებლად გაუფასურდებოდა, რომ არჩევნების შემდეგ აუცილებლად გაუფასურდებოდა. გარდა ამისა, მეზობელ ქვეყნებსაც უნდა შევხედოთ. თურქულ ლირას თავისი ისტორიული მინიმუმი ჰქონდა დაახლოებით, ორი კვირის წინ. ესეც არის გარკველწილად იმის მოლოდინი, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს", - განაცხადა გვენეტაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."