პროკურატურა ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას, წარედგინა თუ არა ბრალი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს

პროკურატურა ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას, წარედგინა თუ არა ბრალი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს

პროკურატურა ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას, წარედგინა თუ არა ბრალი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს.

"ინტერპრესნიუსი" აღნიშნული ინფორმაციის გარკვევას დილიდან ცდილობს, თუმცა პროკურატურაში ამბობენ, რომ პრესრელიზს უახლოეს ხანში თავად გაავრცელებენ.

საქალაქო სასამართლოში კი "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ ვინაიდან დაკავებული პირი არასრულწლოვანია, სასამართლო პროცესი დახურული იქნება და

არც იმის შესახებ გაავრცელებენ ინფორმაციას, თუ რომელ საათზე ჩატარდება სასამართლო სხდომა.

ამასთან, დაკავებული პირის სახაზინო ადვოკატი ანი შეშელაშვილი საქმეს ჩამოშორდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხორავას ქუჩაზე დაკავებულის ყოფილმა ადვოკატმა ანი შეშელაშვილმა განუცხადა, დაკავებულს ოჯახმა ადვოკატი თავად აუყვანა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 დეკემბერს გარდაიცვალა. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით)", - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ