გორის თეატრის სკვერში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, მამაკაცი უსახლკარო იყო და ის ღამეებს გორის თეატრის ეზოში ათენებდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.