ხორავას ქუჩაზე მოსწავლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა

ხორავას ქუჩაზე მოსწავლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოსწავლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა. "ინტერპრესნიუსის" წყაროს ინფორმაციით, დაკავებული აღნიშნული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად "ინტერპრესნიუსი" პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორს ხათუნა ბარაბაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მასთან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

"საქმე ეხებათ არასრულწლოვნებს, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არ დაურეკავს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც არავის დაუდასტურებია ეს ამბავი. არანაირი შეტყობინება არ მომსვლია, არც გამოვუძახივარ არავის და აქედან გამომდინარე, ვერც დაგიდასტურებთ ამ შემთხვევაში და ვერც ვუარყოფ. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის, არამხოლოდ იმ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ ახალგაზრდები პრობლემას ამ გზით წყვეტენ. ძალიან სავალალო მდგომარეობაა და საზოგადოება ამაზე უნდა დავფიქრდეთ, რადგან მარტო სკოლა ამ შემთხვევაში უძლურია", - განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.

იხილეთ ვიდეო: ხორავას ქუჩაზე მოსწავლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა - "ინტერპრესნიუსის" ინფორმაცია

"ინტერპრესნიუსი" აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა, სადაც დაკავებულის შესახებ ინფორმაციას არ აკონკრეტებენ. დღეს შსს-მ

ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო".

როგორც ცნობილია, გუშინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი გუშინ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

ორივე გარდაცვლილი 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ