რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული დაჭრილი მოზარდის მეორე ოპერაცია დასრულდა. როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ განუცხადა, პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მისივე თქმით, პაციენტი ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
"მეორე ოპერაცია დასრულდა, პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. თუმცა ბუნებრივი მაჩვენებლები სტაბილურია", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი. მათგან ერთი - საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, ხოლო მეორე - მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ნახეთ: რას ამბობს დეტექტივ-გამომძიებლი მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ
განათლების მინისტრის განცხადება მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე