სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორია მოსწავლეების ჩხუბის დროს დაჭრილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა
 როგორია მოსწავლეების ჩხუბის დროს დაჭრილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა

რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მო­ყო­ფო­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი 16 წლის მო­ზარ­დის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ზაზა სოფ­რო­მა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, დას­რულ­და პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცია და პა­ცი­ენ­ტი ამ წუ­თებ­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და მე­ო­რე ოპე­რა­ცი­ის­თვის ამ­ზა­დე­ბენ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენ­ტი ექი­მებს 24-სა­ა­თი­ა­ნი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ჰყავთ აყ­ვა­ნი­ლი, რათა მო­ზარდს სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუ­ნონ. "პა­ცი­ენ­ტი ამ წუ­თებ­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ულ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა. სა­ჭი­როა პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი რე­ვი­ზი­ის ჩა­ტა­რე­ბა და გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. ის ექი­მე­ბის 24-სა­ა­თი­ან მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა­ში რჩე­ბა და ექი­მე­ბი ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რო­ბენ, რომ მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლე შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ", - აღ­ნიშ­ნა ზაზა სოფ­რო­მა­ძემ.

რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კვლავ იმ­ყო­ფე­ბი­ან დაჭ­რი­ლი მო­ზარ­დის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მისი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი. 16 წლის მო­ზარ­დის თა­ნაკ­ლა­სე­ლებს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბა­რი არ სურთ. თუმ­ცა პი­რად სა­უბ­რებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ის კონ­ფლიქ­ტუ­რი არ ყო­ფი­ლა და მათ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არ აქვთ.

ად­გილ­ზე ელო­დე­ბი­ან გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, რო­მე­ლიც მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს გა­ა­კე­თებს.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რას ჰყვე­ბი­ან მე­ზობ­ლე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩხუბ­ზე - "ერთ-ერთი სკო­ლის სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე ტი­რო­და და დაჭ­რილს ეფე­რე­ბო­და"

ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში არას­რულ­წლოვ­ნებს შო­რის მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის დროს მოკ­ლეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორია მოსწავლეების ჩხუბის დროს დაჭრილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა

 როგორია მოსწავლეების ჩხუბის დროს დაჭრილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა

რესპუბლიკურ საავადმოყოფოში მოთავსებული 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ განუცხადა, დასრულდა პირველი ოპერაცია და პაციენტი ამ წუთებში რეანიმაციაშია მოთავსებული და მეორე ოპერაციისთვის ამზადებენ.

მისივე განცხადებით, პაციენტი ექიმებს 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ აყვანილი, რათა მოზარდს სიცოცხლე შეუნარჩუნონ. "პაციენტი ამ წუთებში რეანიმაციულშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. საჭიროა პოსტოპერაციული რევიზიის ჩატარება და გართულებების თავიდან აცილება. ის ექიმების 24-საათიან მეთვალყურეობაში რჩება და ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ მოზარდის სიცოცხლე შეინარჩუნონ", - აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კვლავ იმყოფებიან დაჭრილი მოზარდის ოჯახის წევრები და მისი თანაკლასელები. 16 წლის მოზარდის თანაკლასელებს ჟურნალისტებთან საუბარი არ სურთ. თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ის კონფლიქტური არ ყოფილა და მათ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციები არ აქვთ.

ადგილზე ელოდებიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, რომელიც მომხდართან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს.

ასევე დაგაინტერესებთ: რას ჰყვებიან მეზობლები მოსწავლეების ჩხუბზე - "ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ტიროდა და დაჭრილს ეფერებოდა"

ვინ იყო 16 წლის ბიჭი, რომელიც თბილისში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი