სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"უკვე 13 წელია აივ პოზიტიური ვარ, შევქმენი ოჯახი და მყავს ორი ჯანმრთელი შვილი" - ახალგაზრდა ქალის ემოციური ისტორია
"უკვე 13 წელია აივ პოზიტიური ვარ, შევქმენი ოჯახი და მყავს ორი ჯანმრთელი შვილი" - ახალგაზრდა ქალის ემოციური ისტორია

1-ელი დე­კემ­ბე­რი შიდსის მსოფ­ლიო დღეა. სა­ქარ­თვე­ლო­ში აივ/შიდსით სა­ვა­რა­უ­დოდ 12 000 პი­რია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, შიდსის შე­დე­გად კი 1 339 გარ­და­იც­ვა­ლა. აივ/ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მი­მართ სტიგ­მა დღემ­დე არ­სე­ბობს არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში.

AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტი 36 წლის ნა­ნაა (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია). ის უკვე 13 წე­ლია აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ახალ­გაზ­რდა ქალი სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა:

"სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ხუ­თე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, როცა აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბულს ცო­ლად გავ­ყე­ვი. ამის შე­სა­ხებ ვი­ცო­დი და ჩემი მყა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო მას ცო­ლად გავ­ყო­ლო­დი. სა­უ­ბე­დუ­როდ, ის 2 თვე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბო­და იმის პრე­ვენ­ცია, რომ მეც არ და­ვინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ეს ვერ ავი­რი­დეთ თა­ვი­დან... იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ და­ვინ­ფი­ცირ­დი, ეს არ ყო­ფი­ლა ჩემ­თვის ტრა­გე­დია. უკვე 13 წე­ლი­წა­დია, რაც აივ/პო­ზი­ტი­უ­რი ვარ. შევ­ქმე­ნი ოჯა­ხი და მყავს ორი ჯან­მრთე­ლი შვი­ლი. და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან 8 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლი შვი­ლი გა­მიჩ­ნდა, შემ­დეგ მე­ო­რეც და ახლა უკვე მე­სა­მე შვილ­ზე ვფიქ­რობ...

მინ­და ყვე­ლას სა­ყუ­რა­დღე­ბოდ ვთქვა, ეს არ არის ტრა­გე­დია - ამას გუ­ლით ვამ­ბობ! ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ, ვმუ­შა­ობ, უბ­რა­ლოდ ჩემს სის­ხლში "რა­ღაც ისე ვერ არის", რის­თვი­საც მე­დი­კა­მენ­ტებს ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­ღებ. ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბულს მო­ვუ­წო­დებ, სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა ჰქონ­დეს და იყ­ვნენ შე­მარ­თე­ბუ­ლე­ბი, რად­გან აივ/შიდსი აღარ არის სა­სიკ­ვდი­ლო და­ა­ვა­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი რამ კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ სი­ცო­ცხლე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. თუ ჩა­ვი­ტა­რებთ მკურ­ნა­ლო­ბის სწორ კურსს, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში ნამ­დვი­ლად არ არის ეს ვირუ­სი. ასე­ვე, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს მივ­ყვე­ბით. სპორ­ტი ძა­ლი­ან კარ­გია, თუმ­ცა მე ამის­თვის დრო არ მრჩე­ბა. არა­ვი­თა­რი დი­ე­ტა ამ ვირუსს არ სჭირ­დე­ბა, ერ­თა­დერ­თი დის­კომ­ფორ­ტი არის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა, თუმ­ცა ისე­თი პროგ­რე­სი აქვს მე­დი­ცი­ნას ამ მხრივ, რომ პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც მალე შე­ი­ზღუ­დე­ბა", - ამ­ბობს ნანა.

2017 წლის 11 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, აივ/შიდსის 577 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, - აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, შიდსთან ბრძო­ლის მსოფ­ლიო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრმა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია აივ/შიდსის 6 711 შემ­თხვე­ვა, მათ­გან 5013 მა­მა­კა­ცი და 1698 ქა­ლია, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის ასა­კი 29-დან 39 წლამ­დეა.

შიდსის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გან­გა­შოა მა­მა­კა­ცებს შო­რის სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის შე­დე­გად ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და ამ მხრივ, ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 5%-დან 25%-მდე გა­ი­ზარ­და.

"ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლებს გა­და­ა­ჭარ­ბა ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლუ­რი გზით გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვებ­მა. 44% მო­დის ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლუ­რი გზით გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვებ­ზე, ხოლო 43% - ნარ­კო­მა­ნი­ის, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით აღი­ნიშ­ნე­ბა სა­გან­გა­შო ზრდა მა­მა­კა­ცებს შო­რის სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის გზით. ამ მხრივ, ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 5%-დან გა­ი­ზარ­და 25%-მდე. ყო­ველ მე­ო­თხე მა­მა­კაცს, რო­მელ­საც აქვს სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი მა­მა­კაც­თან, აქვს შიდსი", - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში შიდსზე გა­მოკ­ვლე­ვა C ჰე­პა­ტი­ტის პროგ­რა­მას მი­ებ­მე­ბა. ხელი მო­ე­წე­რა ინი­ცი­ა­ტი­ვას და დეკ­ლა­რა­ცი­ას "და­ვას­რუ­ლოთ შიდსის ეპი­დე­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში", რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს 2020 წლამ­დე შიდსით ინ­ფი­ცი­რე­ბის სრუ­ლად აღ­მო­ფხვრას.

ინი­ცი­ა­ტი­ვა გუ­ლის­ხმობს, თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­მოვ­ლინ­დეს შიდსით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, შემ­დეგ კი გან­ხორ­ცი­ელ­დეს მათი მკურ­ნა­ლო­ბა. შიდსის კვლე­ვა მი­ებ­მე­ბა C ჰე­პა­ტი­ტის პროგ­რა­მას. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, C ჰე­პა­ტი­ტის პროგ­რა­მა­ში ისე­დაც ხდე­ბა წე­ლი­წად­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის გა­მოკ­ვლე­ვა და ყვე­ლა მათ­გა­ნის სის­ხლს, ვი­საც C ჰე­პა­ტიტ­ზე გა­მო­იკ­ვლე­ვენ, ასე­ვე შე­ა­მოწ­მე­ბენ შიდსზე.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"უკვე 13 წელია აივ პოზიტიური ვარ, შევქმენი ოჯახი და მყავს ორი ჯანმრთელი შვილი" - ახალგაზრდა ქალის ემოციური ისტორია

"უკვე 13 წელია აივ პოზიტიური ვარ, შევქმენი ოჯახი და მყავს ორი ჯანმრთელი შვილი" - ახალგაზრდა ქალის ემოციური ისტორია

1-ელი დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა. საქართველოში აივ/შიდსით სავარაუდოდ 12 000 პირია ინფიცირებული, შიდსის შედეგად კი 1 339 გარდაიცვალა. აივ/ინფიცირებულთა მიმართ სტიგმა დღემდე არსებობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში.

AMBEBI.GE-ს რესპონდენტი 36 წლის ნანაა (სახელი შეცვლილია). ის უკვე 13 წელია აივ-ინფიცირებულია. ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიყვება:

"სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა აივ-ინფიცირებულს ცოლად გავყევი. ამის შესახებ ვიცოდი და ჩემი მყარი გადაწყვეტილება იყო მას ცოლად გავყოლოდი. საუბედუროდ, ის 2 თვეში გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა იმის პრევენცია, რომ მეც არ დავინფიცირებულიყავი, მაგრამ ეს ვერ ავირიდეთ თავიდან... იმის მიუხედავად, რომ დავინფიცირდი, ეს არ ყოფილა ჩემთვის ტრაგედია. უკვე 13 წელიწადია, რაც აივ/პოზიტიური ვარ. შევქმენი ოჯახი და მყავს ორი ჯანმრთელი შვილი. დაინფიცირებიდან 8 წლის შემდეგ პირველი შვილი გამიჩნდა, შემდეგ მეორეც და ახლა უკვე მესამე შვილზე ვფიქრობ...

მინდა ყველას საყურადღებოდ ვთქვა, ეს არ არის ტრაგედია - ამას გულით ვამბობ! ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ვმუშაობ, უბრალოდ ჩემს სისხლში "რაღაც ისე ვერ არის", რისთვისაც მედიკამენტებს ყოველდღიურად ვიღებ. ყველა ინფიცირებულს მოვუწოდებ, საკუთარი თავის რწმენა ჰქონდეს და იყვნენ შემართებულები, რადგან აივ/შიდსი აღარ არის სასიკვდილო დაავადება.

საქართველოში ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ სიცოცხლე შევინარჩუნოთ. თუ ჩავიტარებთ მკურნალობის სწორ კურსს, სიცოცხლისთვის საშიში ნამდვილად არ არის ეს ვირუსი. ასევე, კარგი იქნება თუ ცხოვრების ჯანსაღ წესს მივყვებით. სპორტი ძალიან კარგია, თუმცა მე ამისთვის დრო არ მრჩება. არავითარი დიეტა ამ ვირუსს არ სჭირდება, ერთადერთი დისკომფორტი არის მედიკამენტების მიღება, თუმცა ისეთი პროგრესი აქვს მედიცინას ამ მხრივ, რომ პრეპარატების მიღების რაოდენობაც მალე შეიზღუდება", - ამბობს ნანა.

2017 წლის 11 თვის მონაცემებით, აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - აღნიშნული მონაცემები, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა გაასაჯაროვა.

ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6 711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაცი და 1698 ქალია, ინფიცირებულთა უმრავლესობის ასაკი 29-დან 39 წლამდეა.

შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირის შედეგად ვირუსის გავრცელების შემთხვევები და ამ მხრივ, ბოლო 10 წლის განმავლობაში გავრცელების მაჩვენებელი 5%-დან 25%-მდე გაიზარდა.

"ნარკომომხმარებლებს გადააჭარბა ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემის შემთხვევებმა. 44% მოდის ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემის შემთხვევებზე, ხოლო 43% - ნარკომანიის, მაგრამ განსაკუთრებით აღინიშნება საგანგაშო ზრდა მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირის გზით. ამ მხრივ, ბოლო 10 წლის განმავლობაში გავრცელების მაჩვენებელი 5%-დან გაიზარდა 25%-მდე. ყოველ მეოთხე მამაკაცს, რომელსაც აქვს სქესობრივი კავშირი მამაკაცთან, აქვს შიდსი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში შიდსზე გამოკვლევა C ჰეპატიტის პროგრამას მიებმება. ხელი მოეწერა ინიციატივას და დეკლარაციას "დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში", რომელიც ითვალისწინებს 2020 წლამდე შიდსით ინფიცირების სრულად აღმოფხვრას.

ინიციატივა გულისხმობს, თავდაპირველად, გამოვლინდეს შიდსით დაინფიცირებულთა რაოდენობა, შემდეგ კი განხორციელდეს მათი მკურნალობა. შიდსის კვლევა მიებმება C ჰეპატიტის პროგრამას. უფრო კონკრეტულად კი, C ჰეპატიტის პროგრამაში ისედაც ხდება წელიწადში ათასობით ადამიანის გამოკვლევა და ყველა მათგანის სისხლს, ვისაც C ჰეპატიტზე გამოიკვლევენ, ასევე შეამოწმებენ შიდსზე.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი