თეთრ სახლს თაგვები, ჭიანჭველები და ტარაკნები შეესია

თეთრ სახლს თაგვები, ჭიანჭველები და ტარაკნები შეესია

თეთრ სახლში ტარაკნებს, თაგვებს და ჭიანჭველებს ებრძვიან. ტელეკომპანია NBC-ს ინფორმაციით, ტარაკნები ტრამპის ოფიციალური რეზიდენციის ოთხ სხვადასხვა ადგილას იპოვეს, ჭიანჭველების მთელი არმია კი - თეთრი სახლის აპარატის უფროსის, ჯონ კელის კაბინეტში ბინადრობს.

თაგვებს ხშირად ხედავენ სხვადასხვა დარბაზში.

ადმინისტრაციამ ასობით მოთხოვნა გაუგზავნა მომსახურების გენერალურ ადმინისტრაციას, რომელიც თეთრი სახლსა და სხვა სამთავრობო შენობებს ემსახურება.

დაკვეთებს შორის არის დეკორაციებისა და უნიტაზების შეცვლა რამდენიმე ოთახში, მათ შორის - ოვალურ კაბინეტში. ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მოკლე პერიოდში ყოფილმა პრესმდივანმა შონ სპაისერმა, ასევე, მოითხოვა ოთახში ავეჯის შეცვლა და კედლებზე ნახატების დაკიდება. გამოიცვალა ხალიჩებიც.

მომსახურების გენერალური ადმინისტრაციის ყოფილი ინსპექტორი, ბრაიან მილერი ამბობს, რომ თეთრი სახლის მომსახურება უდიდესი სამუშაოა.

"შენობები ძალიან ძველია, ძველ სახლებში კი მოგეხსენებათ, რამდენი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო," - ამბობს მილერი.

 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს