სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ ირთვება თბილისის ქუჩები იტალიიდან ჩამოტანილი დეკორაციებით, რომელიც 3 მლნ ლარი დაჯდა
როგორ ირთვება თბილისის ქუჩები იტალიიდან ჩამოტანილი დეკორაციებით, რომელიც 3 მლნ ლარი დაჯდა

თბი­ლი­სი 2018 წელს ახა­ლი სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბით შეხ­ვდე­ბა. მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­მა" დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე - რუს­თა­ვე­ლის, მე­ლი­ქიშ­ვი­ლი­სა და ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რებ­ზე, ასე­ვე, პე­კი­ნი­სა და ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩებ­ზე, სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბის მონ­ტა­ჟი და­ი­წყო.

აღ­ნიშ­ნულ პრო­ცესს თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" დი­რექ­ტორ ლე­ვან ჯღარ­კა­ვას­თან და მე­რის მო­ად­გი­ლე­ებ­თან ერ­თად ად­გილ­ზე გა­ეც­ნო.

"თბილ­სერსვის ჯგუფს" სა­ა­ხალ­წლოდ ქა­ლა­ქის გა­ნა­თე­ბა და­წყე­ბუ­ლი აქვს. ამ­ჟა­მად, შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღე­ში დას­რულ­დე­ბა. ვფიქ­რობ, რომ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იქ­ნე­ბა და ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა მო­ი­წო­ნებს", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ ის გა­ნა­თე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­სულ წელს ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, წელს თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა რა­ი­ონ­ში გა­და­ნა­წილ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ბაფ­თის ფორ­მის გა­ნა­თე­ბა და ყვით­ლად მორ­თუ­ლი ხე­ე­ბი თბი­ლის­ში

"თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წელს სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბის­თვის სამი მლნ ლარი და­ი­ხარ­ჯა.

"სა­ა­ხალ­წლო გა­ნა­თე­ბა იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ. მთა­ვარ გამ­ზირ­ზე მონ­ტაჟ­დე­ბა პე­პე­ლას ფორ­მის 32 გა­ნა­თე­ბა. ასე­ვე, დე­კო­რა­ტი­უ­ლად მო­ირ­თო ხე­ე­ბი. წელს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი იქ­ნე­ბა ოქ­როს­ფერ ფე­რებ­ში, რაც ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იქ­ნე­ბა. ასე­ვე, და­ახ­ლო­ე­ბით, სამი-ოთხი დღე დაგ­ვჭირ­დე­ბა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის გა­და­კეტ­ვა, რომ­ლის შემ­დე­გაც მე­ლი­ქიშ­ვი­ლი­სა და ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რებ­ზე გა­და­ვი­ნაც­ვლებთ", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ჯღარ­კა­ვამ.

დღემ­დე "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი" სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბის და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის მონ­ტაჟს თბი­ლი­სის გა­რე­უბ­ნებ­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და. აღ­ნიშ­ნულ უბ­ნებ­ში უკვე არ­სე­ბუ­ლი სა­ნა­თი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და­მონ­ტაჟ­და, რომ­ლე­ბიც გა­სულ წელს ცენ­ტრა­ლურ რა­ი­ო­ნებ­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

სა­მუ­შა­ო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბის მონ­ტა­ჟი 6 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო და დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში დას­რულ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ ირთვება თბილისის ქუჩები იტალიიდან ჩამოტანილი დეკორაციებით, რომელიც 3 მლნ ლარი დაჯდა

როგორ ირთვება თბილისის ქუჩები იტალიიდან ჩამოტანილი დეკორაციებით, რომელიც 3 მლნ ლარი დაჯდა

თბილისი 2018 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება. მერიის ინფორმაციით, შპს "თბილსერვის ჯგუფმა" დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე - რუსთაველის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, ასევე, პეკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო.

აღნიშნულ პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე, "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორ ლევან ჯღარკავასთან და მერის მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

"თბილსერსვის ჯგუფს" საახალწლოდ ქალაქის განათება დაწყებული აქვს. ამჟამად, შესაბამისი სამუშაოები რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ვფიქრობ, რომ რუსთაველის გამზირი ძალიან ლამაზი იქნება და ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა მოიწონებს", - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ის განათებები, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ უბნებში იყო დამონტაჟებული, წელს თბილისის სხვადასხვა რაიონში გადანაწილდება.

იხილეთ ვიდეო: ბაფთის ფორმის განათება და ყვითლად მორთული ხეები თბილისში

"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის განცხადებით, მიმდინარე წელს საახალწლო ილუმინაციებისთვის სამი მლნ ლარი დაიხარჯა.

"საახალწლო განათება იტალიიდან ჩამოვიტანეთ. მთავარ გამზირზე მონტაჟდება პეპელას ფორმის 32 განათება. ასევე, დეკორატიულად მოირთო ხეები. წელს რუსთაველის გამზირი იქნება ოქროსფერ ფერებში, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი იქნება. ასევე, დაახლოებით, სამი-ოთხი დღე დაგვჭირდება რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, რომლის შემდეგაც მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე გადავინაცვლებთ", - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.

დღემდე "თბილსერვის ჯგუფი" საახალწლო ილუმინაციების და აქსესუარების მონტაჟს თბილისის გარეუბნებში ახორციელებდა. აღნიშნულ უბნებში უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი