სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ბა­თუმ­ში ე.წ ბენ­ზეს და­სახ­ლე­ბა­ში, 24 წლის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე­ზობ­ლე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხა­ვენ. მათი გან­ცხა­დე­ბით, გო­გო­ნა სახ­ლში მა­მი­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ბოლო დღე­ე­ბი მარ­ტო იყო.

გარ­დაც­ვლი­ლი ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და. ის გუ­შინ ღა­მით სახ­ლში მო­სუ­ლი და­ი­ნა­ხეს, დღეს დი­ლი­დან კი აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, გარ­დაც­ვლი­ლის სა­ცხოვ­რებ­ლი­დან მე­ზობ­ლის ბი­ნა­ში წყა­ლი ჩა­ვი­და, რის შემ­დე­გაც მე­ზობ­ლებ­მა გო­გო­ნას­თან და­რე­კეს და კა­რებ­ზეც და­უ­კა­კუ­ნეს. მან არც ტე­ლე­ფო­ნის ზა­რებს უპა­სუ­ხა და არც კარი გა­ა­ღო, რის გა­მოც სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ი­ძა­ხეს. სა­მაშ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებს გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. "ბენ­ზეს" და­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რებ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილს ექ­სპერ­ტი­ზა ამ დრომ­დე არ ჩა­ტა­რე­ბია. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი რჩე­ბი­ან.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის" კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. უწყე­ბის ცნო­ბით, გარ­დაც­ვლილს პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

მა­რი­კო კე­კე­ლი­ძე

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ბათუმში ე.წ ბენზეს დასახლებაში, 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მეზობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. მათი განცხადებით, გოგონა სახლში მამიდასთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ბოლო დღეები მარტო იყო.

გარდაცვლილი ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა. ის გუშინ ღამით სახლში მოსული დაინახეს, დღეს დილიდან კი აღარ გამოჩენილა. როგორც მეზობლები ყვებიან, გარდაცვლილის საცხოვრებლიდან მეზობლის ბინაში წყალი ჩავიდა, რის შემდეგაც მეზობლებმა გოგონასთან დარეკეს და კარებზეც დაუკაკუნეს. მან არც ტელეფონის ზარებს უპასუხა და არც კარი გააღო, რის გამოც სამაშველო სამსახური გამოიძახეს. სამაშველოს წარმომადგენლებს გოგონა გარდაცვლილი დახვდათ. "ბენზეს" დასახლებაში მცხოვრებთა ინფორმაციით, გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები რჩებიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის" კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, გარდაცვლილს პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

იხილეთ ვიდეო

მარიკო კეკელიძე

AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა