სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მე გოგოს მამა ვარ და ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტიტულია" - ახალგაზრდა მამის ემოციური წერილი
"მე გოგოს მამა ვარ და ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტიტულია" - ახალგაზრდა მამის ემოციური წერილი

მე გო­გოს მამა ვარ. 6 წლის ნე­ნეს მამა. ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ტი­ტუ­ლია. ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, მე რომ ნე­ნეს მამა არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. როცა მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ გა­ვი­გეთ, რომ პა­ტა­რა შეგ­ვე­ძი­ნე­ბო­და, ბევ­რმა გვკი­თხა - რა გინ­დათ?! ამა­ზე ცუდი კი­თხვა არც მა­ნამ­დე და არც მას შემ­დეგ, არ გა­მი­გია. ჯერ არა რა გინ­დათ რომ გე­ყო­ლოთ, არა­მედ ვინ! და მე­ო­რეც, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­დეს სქესს, რო­დე­საც საქ­მე შვილს ეხე­ბა?! მე მინ­დო­და შვი­ლი და არა გოგო ან ბიჭი. ასე იქ­ნე­ბა, მა­ში­ნაც როცა მე­ო­რე შვი­ლი გვე­ყო­ლე­ბა, მე­სა­მე­ზეც და ყვე­ლა მომ­დევ­ნო­ზე.

ცოტა ხნის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ში­ნე­ლი სტა­ტის­ტი­კა, თურ­მე ბი­ჭის ყო­ლის სურ­ვი­ლის გამო, ბოლო 25 წელ­ში 31 446 გოგო ვერ და­ი­ბა­და ანუ მშობ­ლებ­მა მოკ­ლეს სა­კუ­თა­რი შვი­ლი იმის გამო, რომ ის საბ­რა­ლო ნა­ყო­ფი იმ სქე­სის არ იყო, რო­მე­ლიც მშო­ბელს სურ­და. ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ არც ერთი ცხო­ვე­ლი არ გა­ა­კე­თებს ამას ადა­მი­ა­ნის გარ­და!

ბევ­რი ალ­ბათ იტყვის რომ რა ვქნა, ბევ­რი შვი­ლის გაზ­რდის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს, ამი­ტომ მინ­და ბიჭი მყავ­დეს, რომ გვა­რი გაგ­რძელ­დე­სო. შე­იძ­ლე­ბა ბევრ გო­გო­ლა­ძეს ეწყი­ნოს, მაგ­რამ მირ­ჩევ­ნია მი­ლი­ო­ნი ნენე იყოს და არც ერთი გო­გო­ლა­ძე, ვიდ­რე პი­რი­ქით!

გო­გოს მამა ხარ, არ იცის ბი­ჭის სიყ­ვა­რუ­ლი და ასე იმი­ტომ ამ­ბო­ბო - ბევ­რს უთ­ქვამს და ალ­ბათ კი­დევ ბევ­რი მე­ტყვის, თუმ­ცა ასე მგო­ნია რომ სიყ­ვა­რუ­ლი შვი­ლის სქე­სით არ ფას­დე­ბა, რო­დე­საც შენ­თვის მთა­ვა­რია სი­ცო­ცხლე და არა სქე­სი, იმა­ვეს იტყვი, თუნ­დაც 100 ბიჭი გყავ­დეს.

გო­გოს დაც­ვა ხომ უნდა, ამი­ტომ მინ­და ბიჭი - ასე­თი შთა­გო­ნე­ბით გაზ­რდი­ლი გოგო, მუ­დამ და­სა­ცა­ვი იქ­ნე­ბა, მას ბავ­შვო­ბი­დან­ვე ჩა­ნერ­გი­ლი აქვს რომ ძმამ, მა­მამ ან სხვა ვინ­მემ (აუ­ცი­ლებ­ლად კაც­მა) უნდა და­იც­ვას და როცა გარ­შე­მო დამ­ცვე­ლი კაცი არაა, ხდე­ბა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, თან ისე რომ ხმის ამო­ღე­ბის შიში აქვს და ით­მენს ჩაგ­ვრას. მე ჩემ შვილს აუ­ცი­ლებ­ლად გვერ­დში და­ვუდ­გე­ბი, ყვე­ლა­ფერ­ში ხელს შე­ვუ­წყობ, მაგ­რამ არა იმი­ტომ რომ გო­გოა, ბი­ჭ­საც ასე­ვე და­ვეხ­მა­რე­ბო­დი.

ჩემი ნენე, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რია, თვი­თო­ნაც იცის რომ ასეა, მისი ნა­ხა­ტე­ბიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზია, ცო­ცხლე­ბი რომ იყ­ვნენ პი­კა­სო და გო­გე­ნი, ფეხ­ქვეშ გა­ე­გე­ბო­დო­ნენ, ჰოდა ასეთ გო­გო­ზე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა უარი თქვა?! ის 31 446 ბავ­შვი, უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა, სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბის ნე­ნე­ე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ერთი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მი­ნი­მუმ 31 446 შე­დევ­რი გა­ა­ნად­გუ­რეს...

უბე­დუ­რე­ბაა, რომ ამ ყვე­ლაფ­რის­კენ სა­ზო­გა­დე­ო­ბა გვი­ბიძ­გებს. ბი­ჭის ყოლა აუ­ცი­ლე­ბელ საქ­მე­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შე­დის, მაგ­რამ თუ ქა­ლიშ­ვი­ლი არ გყავს ეს არაა და­ნა­შა­უ­ლი, მთა­ვა­რია რომ ბიჭი გყავ­დეს, მა­შინ ვალი მოხ­დი­ლია.

მე გო­გოს მამა ვარ და ეს დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა!

ლადო გო­გო­ლა­ძის ბლო­გი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მე გოგოს მამა ვარ და ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტიტულია" - ახალგაზრდა მამის ემოციური წერილი

"მე გოგოს მამა ვარ და ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტიტულია" - ახალგაზრდა მამის ემოციური წერილი

მე გოგოს მამა ვარ. 6 წლის ნენეს მამა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტიტულია. ვერც წარმომიდგენია, როგორი იქნებოდა ყველაფერი, მე რომ ნენეს მამა არ ვყოფილიყავი. როცა მე და ჩემმა მეუღლემ გავიგეთ, რომ პატარა შეგვეძინებოდა, ბევრმა გვკითხა - რა გინდათ?! ამაზე ცუდი კითხვა არც მანამდე და არც მას შემდეგ, არ გამიგია. ჯერ არა რა გინდათ რომ გეყოლოთ, არამედ ვინ! და მეორეც, როგორ შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს სქესს, როდესაც საქმე შვილს ეხება?! მე მინდოდა შვილი და არა გოგო ან ბიჭი. ასე იქნება, მაშინაც როცა მეორე შვილი გვეყოლება, მესამეზეც და ყველა მომდევნოზე.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა საშინელი სტატისტიკა, თურმე ბიჭის ყოლის სურვილის გამო, ბოლო 25 წელში 31 446 გოგო ვერ დაიბადა ანუ მშობლებმა მოკლეს საკუთარი შვილი იმის გამო, რომ ის საბრალო ნაყოფი იმ სქესის არ იყო, რომელიც მშობელს სურდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ერთი ცხოველი არ გააკეთებს ამას ადამიანის გარდა!

ბევრი ალბათ იტყვის რომ რა ვქნა, ბევრი შვილის გაზრდის საშუალება არ მაქვს, ამიტომ მინდა ბიჭი მყავდეს, რომ გვარი გაგრძელდესო. შეიძლება ბევრ გოგოლაძეს ეწყინოს, მაგრამ მირჩევნია მილიონი ნენე იყოს და არც ერთი გოგოლაძე, ვიდრე პირიქით!

გოგოს მამა ხარ, არ იცის ბიჭის სიყვარული და ასე იმიტომ ამბობო - ბევრს უთქვამს და ალბათ კიდევ ბევრი მეტყვის, თუმცა ასე მგონია რომ სიყვარული შვილის სქესით არ ფასდება, როდესაც შენთვის მთავარია სიცოცხლე და არა სქესი, იმავეს იტყვი, თუნდაც 100 ბიჭი გყავდეს.

გოგოს დაცვა ხომ უნდა, ამიტომ მინდა ბიჭი - ასეთი შთაგონებით გაზრდილი გოგო, მუდამ დასაცავი იქნება, მას ბავშვობიდანვე ჩანერგილი აქვს რომ ძმამ, მამამ ან სხვა ვინმემ (აუცილებლად კაცმა) უნდა დაიცვას და როცა გარშემო დამცველი კაცი არაა, ხდება ძალადობის მსხვერპლი, თან ისე რომ ხმის ამოღების შიში აქვს და ითმენს ჩაგვრას. მე ჩემ შვილს აუცილებლად გვერდში დავუდგები, ყველაფერში ხელს შევუწყობ, მაგრამ არა იმიტომ რომ გოგოა, ბიჭსაც ასევე დავეხმარებოდი.

ჩემი ნენე, მსოფლიოში ყველაზე ძლიერია, თვითონაც იცის რომ ასეა, მისი ნახატებიც მსოფლიოში ყველაზე ლამაზია, ცოცხლები რომ იყვნენ პიკასო და გოგენი, ფეხქვეშ გაეგებოდონენ, ჰოდა ასეთ გოგოზე როგორ შეიძლება ადამიანმა უარი თქვა?! ის 31 446 ბავშვი, უკლებლივ ყველა, საკუთარი მშობლების ნენეები იყვნენ, მაგრამ ერთი გადაწყვეტილებით მინიმუმ 31 446 შედევრი გაანადგურეს...

უბედურებაა, რომ ამ ყველაფრისკენ საზოგადეობა გვიბიძგებს. ბიჭის ყოლა აუცილებელ საქმეთა ჩამონათვალში შედის, მაგრამ თუ ქალიშვილი არ გყავს ეს არაა დანაშაული, მთავარია რომ ბიჭი გყავდეს, მაშინ ვალი მოხდილია.

მე გოგოს მამა ვარ და ეს დიდი ბედნიერებაა!

ლადო გოგოლაძის ბლოგი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი